ბაბო ავალიშვილ-ხერხეულიძე
ბაბო (ბარბალე) ანდრიას ასული ავალიშვილ-ხერხეულიძე (დ. 3 აგვისტო [ძვ. სტ. 22 ივლისი], 1851, თბილისი ― გ. 6 დეკემბერი [ძვ. სტ. 23 ნოემბერი], 1900, იქვე) — ქართველი მსახიობი.
ბაბო ავალიშვილ-ხერხეულიძე | |
---|---|
დაბადების სახელი | ბაბო ავალიშვილ-ხერხეულიძე |
დაბადების თარიღი |
3 აგვისტო, 1851 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი | 6 დეკემბერი, 1900 (49 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებატრაგიკული და დრამატული როლების პირველი შემსრულებელი თბილისის განახლებულ თეატრში (1879).1868 წელს დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი თბილისში. ამავე წლიდან გამოდიოდა სცენისმოყვარეთა შინაურ და საჯარო წარმოდგენებში. 1880 წლიდან დროდარდო მონაწილეობდა ქართულ პროფესიონალურ თეატრის სპექტაკლებში როგორც სცენისმოყვარე, 1881 წლიდან კი პროფესიულ მსახიობად ჩაირივხა და თითქმის სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა.
ავალიშვილ-ხერხეულიძის შემოქმედება გამოირჩეოდა მხატვრული სისადავით. მთავარი როლები: მართა (გიორგი ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“), ქეთევანი (დავით ერისთავის „სამშობლო“), მარინე (ვალერიან გუნიას „და-ძმა“), მარგარიტა (დიუმას „მარგარიტა გოტიე“), ოფელია (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“), ამალია (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“) და სხვა. იყო ლადო მესხიშვილის, კონსტანტინე ყიფიანის, კოტე მესხის, ვასო აბაშიძის, მაკო საფაროვა-აბაშიძის, ნატო გაბუნიას ღირსეული პარტნიორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 115.
- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 61.