ადგილის დედის ხატი (ბოკონი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედის ხატი.

ადგილის დედის ხატიეკლესია, არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოკონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,45 x 4,25 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შენობის გარეთა კუთხეები, საპირე წყობის ნაწილი და სახურავის კრამიტის საფარი ნაწილობრივ ჩამოშლილია. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. არაწესიერი ნახევარწრის ფორმის აფსიდში, ღერძიდან ოდნავ სამხრეთით, გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს, ერთიმეორის ზემოთ, ორ-ორი სწორკუთხა ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია. აფსიდი დასრულებულია კონქით, რომლის თაღს შეისრული ფორმა აქვს. შეისრული ფორმისაა კამარაც. ეკლესიის აღმოსავლეთით, 1,5 მეტრზე შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის (6,5 x 4,6 მეტრი) ნაშთი — საკურთხევლის აფსიდის ნაწილი.

ლიტერატურა

რედაქტირება