მინერალური აგრეგატი

(გადამისამართდა გვერდიდან აგრეგატი (მინერალოგია))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრეგატი.

აგრეგატიმინერალოგიასა და პეტროგრაფიაში სხვადასხვა ფორმისა და აგებულების ერთი ან რამდენიმე მინერალის მარცვლების დაგროვებით ან შეზრდით წარმოქმნილი ქანი. განარჩევენ: შეცემენტებულ, ფაშარ, მიწისებრ, ფოროვან და მკვრივ აგრეგატს. მარცვლების ფორმის მიხედვით: მარცვლოვანს, კრისტალურს, ნემსისებრს, ჩხირისებრს, ბოჭკოვანს, აბლანდულ-ბოჭკოვანს, რადიალურ სხივოსნურს, თანაბრად მარცვლოვანს, ნაჭუჭისებრს, ნაჟონს და სხვა. შედგენილობის მიხედვით შეიძლება იყოს მარტივი და ერთმინერალიანი (მაგ., კვარციტი შედგება მხოლოდ კვარციტისაგან, მარმარილო მხოლოდ კალციტისაგან) და მრავალმინერალიანი ანუ რთული (მაგ., გრანიტი არის კვარცის, მინდვრის შპატისა და ქარსის აგრეგატი).

ლიტერატურა

რედაქტირება