აზიზ აგრბა

(გადამისამართდა გვერდიდან აგრბა, აზიზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრბა.

აზიზ რაშადის ძე აგრბა (აფხ. Азиз Рашад-иҧа Агрба; დ. 2 ივნისი, 1912, სოფ. ყულანურხვა — გ. 6 ივნისი, 1991) — აფხაზი საბჭოთა მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1954), აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი (1971).

აზიზ აგრბა, კადრი ფილმიდან „ყველაზე შავ ზღვასთან“ (1975 წ.). გამბეტის როლში

ბიოგრაფია

რედაქტირება

1934 წელს დაამთავრა სოხუმის თეატრალური სტუდია, 1936–1938 წლებში სწავლობდა თბილისის რუსთაველის თეატრთან არსებულ აფხაზურ სტუდიაში. 1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია, 1936–1938 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის აფხაზური სექციის მსახიობი. 1939–1963 წლებში — ამავე დასის მთავარი რეჟისორი. განასახიერა სეიდიყის (მიხეილ ლაკერბაიას „დანაყაი“), კელეშის (გიორგი გულიას „შავი სტუმრები“), ესოპეს (გ. ფიგეირედუს „ესოპე“), რაშიდის (ს. ჭანბას „მუჰაჯირები“), ანანიას (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ყვარყვარეს (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ზაბელინის (ნიკოლოზ პოგოდინის „კრემლის კურანტები“), გაცის (მუხტარ შავლოხოვის „სასიძო“), გოროდნიჩის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“) და სხვა ჰეროიკული და კომედიური როლები. დადგა უილიამ შექსპირის „ოტელო“ (1941), გ. გულიას „შავი სტუმრები“ (1955), მ. ლაკერბაიას „დანაყაი“ (1956), რუშნი ჯოპუასა და ა. ხუათლანძიას „თაგვი ბეღელში“ (1958) და „სახლი №12“ (1959), ნ. პოგოდინის „კრემლის კურანტები“ (1959) და სხვა სპექტაკლები.

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება