აბუხალო
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალი
აბუხალო,[1] თოთხამი, ბარზონჯვარი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელისა და სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ შტოქედ გვირგვინაზე, მდინარე ტყემლოვნისწყლის მარჯვენა შენაკადის — აბუხალოსღელის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2255 მ. აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებით და ანდეზიტური საფრით. აქვს მობრტყელებული წვერო, სუბალპური ბალახეულით შემოსილი ციცაბო კალთები.[2]
აბუხალო | |
---|---|
კოორდინატები: 41°47′59″ ჩ. გ. 43°43′30″ ა. გ. / 41.799944° ჩ. გ. 43.725083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ქარელის მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2255 მ |
ქედი | გვირგვინას ქედი |
ამგებელი ქანები | ტუფ-ბრექჩია, ტუფი და ანდეზიტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
- ↑ დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 39.