კოტაიქის რაიონი
კოტაიქის რაიონი (სომხ. Կոտայքի շրջան) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სომხეთის სსრ-ისა და სომხეთის შემადგენლობაში, არსებობდა 1930—1995 წლებში (სახელწოდება 1961-დან 1990 წლამდე — აბოვიანის რაიონი). ცენტრი — აბოვიანი.
რაიონი | |
---|---|
კოტაიქის რაიონი Կոտայքի շրջան | |
ქვეყანა | სსრკ |
ადმ. ცენტრი | აბოვიანი |
დაარსდა | 9 სექტემბერი, 1930[1] |
ფართობი | 846 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 63 100 კაცი (1989) |
გაუქმდა | 11 აპრილი, 1995 |
ისტორია
რედაქტირებარაიონი შეიქმნა 1930 წელს კოტაიქის რაიონის სახელწოდებით.
1961 წელს კოტაიქის რაიონს სახელი აბოვიანის რაიონით შეუცვალეს. 1990 წელს აბოვიანის რაიონს დაუბრუნდა ძველი სახელი და კვლავ კოტაიქის რაიონი ეწოდა. 1995 წელს სომხეთში ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შემოღების შემდეგ რაიონი გაუქმდა[2].
გეოგრაფია
რედაქტირება1948 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რაიონის ტერიტორია 880 კმ²-ს შეადგენდა.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირება1948 წლის მდგომარეობით, რაიონი მოიცავდა 1 დაბას (კანაკერი) და 25 სოფსაბჭოს: ავანის, აკუნქის, არამუსის, არზნის, არინჯის, ჰაცავანის, ვოღჯაბერდის, გარნისის, გეღარდის, გოღთის, გიამრეზის, დალაქის, ძორაღბიურის, ჯრვეჟის, ელგოვანის, ზარის, კაპუტანის, კარაქალის, კიანკიანის, მაიაკოვსკის, ნურნუსის, პტღნის, რაზდანის, ტუტიის, ელარის[3].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის შესახებ
- ↑ Армянская ССР. Административно-территориальное деление / Адамян Н. К., Ереван: Армгиз, 1948.