აბინსკი
აბინსკი[1] (რუს. Абинск) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში. აბინსკის რაიონისა და აბინსკის საქალაქო საბჭოს ადმნისტრაციული ცენტრი. 39 374 მცხოვრები (2022).[2]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აბინსკი რუს. Абинск | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 44°52′00″ ჩ. გ. 38°10′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 38.16667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1863 | ||||
ფართობი | 22 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 35 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 39 374 (2022) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 86150 | ||||
საფოსტო ინდექსი | 353320–353322 | ||||
ოფიციალური საიტი | http://abinskcity.ru/ | ||||
მდებარეობს ყუბან-აზოვისპირა დაბლობზე, მდინარე აბინზე. რგინიგზის სადგური („აბინსკაია“). წარმოიქმნა 1834 წელს როგორც სიმაგრე აბინსკოე, ქალაქია 1963 წლიდან. განვითარებულია სამშენებლო მასალათა წარმოება, მოქმედებს ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატი; არის კვების მრეწველობის საწარმოები (საკონსერვო ქარხანა, საჭმლის კომბინატი). სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრია (მებრინჯეობა, მეხილეობა, მეცხენეობა).[3]
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
- ↑ Численность постоянного населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2022 года. Без учёта итогов Всероссийской переписи населения 2020 (2021. Федеральная служба государственной статистики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11-06-2022. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2022
- ↑ Ачкасова Т. А. Абинск // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 25.