ყუბან-აზოვისპირა დაბლობი
ყუბან-აზოვისპირა დაბლობი, ყუბანისპირა დაბლობი — ვაკე დასავლეთ იმიერკავკასიაში, ქვემო ყუბანის ჩრდილოეთით. დასავლეთით ესაზღვრება აზოვის ზღვა, ჩრდილოეთით — მდინარეების დონისა და მანიჩის ქვემო დინება, აღმოსავლეთით — სტავროპოლის მაღლობი. სიმაღლე 100–150 მ. აგებულია მეზოკაინოზოური ასაკის დანალექი ქანებით, რომლებიც ზემოდან დაფარულია ლიოსისებრი თიხნარითა და თიხებით. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში არის აირის საბადოები. ჰავა ზომიერად კონტინენტურია. ნალექები 400—600 მმ წელიწადში. შავმიწანიადაგიანი სტეპის დიდი ნაწილი დახნულია. მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 660.