აბდ ალ აზიზ რანტისი
აბდ ალ-აზიზ არ-რანტისი (არაბ. عبدالعزيز الرنتيسي); 23 ოქტომბერი, 1947-17 აპრილი, 2004) — შეიხ აჰმედ იასინის მემკვიდრე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის არაოფიციალური ლიდერის რანგში. რამდენიმე ქვეყანაში აღიარებულია ტერორისტად . იყო ჰოლოკოსტის ერთ -ერთი უარმყოფელი.[1]
აბდ ალ აზიზ არ-რანტისი عبدالعزيز الرنتيسي | |
---|---|
არაბ. عبدالعزيز الرنتيسي | |
დაბადების თარიღი | 23 ოქტომბერი 1947 |
დაბადების ადგილი | სოფელი იბნა |
გარდაცვალების თარიღი | 17 აპრილი 2004 (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ღაზა |
მოქალაქეობა | პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია |
განათლება | ალექსანდრიის უნივერსიტეტი ეგვიპტე |
რელიგია | ისლამი |
პარტია | ჰამასი |
საქმიანობა | ექიმი, პოლიტიკოსი |
სანამ ჰამასის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, აბდ ალ აზიზ არ-რანტისი მოძრაობის პოლიტიკური ფრთის წევრი გახლდათ. (ამავე დროს, არაოფიციალურად—მებრძოლი). დაიბადა სოფელ იბნაში, 1948 წელს ოჯახი გაიქცა ღაზის სექტორში. ცხრა წელი სწავლობდა ეგვიპტეში, ალექსანდრიის უნივერსიტეტში, მიიღო დიპლომი პედიატრიასა და გენეტიკაში (მაგრამ პრაქტიკა არასოდეს ჰქონია). ამის შემდეგ რანტისი დაბრუნდა ღაზაში და ისლამურ უნივერსიტეტში ასწავლიდა პარაზიტოლოგიასა და გენეტიკას. იყო პალესტინის წითელი ნახევარმთვარის წევრი და ღაზაში დაფუძნებული სამედიცინო ფირმის ისლამური კომპლექსის დირექტორთა საბჭოს წევრი.[2]
მისი მეუღლე გახლდათ ჯამილა აბდალაჰ ტაჰა აშ-შანტი, რომელიც აირჩიეს 2006 წელს პალესტინის საკანონმდებლო საბჭოში. წყვილს ექვსი შვილი შეეძინა.[3][4]
პირველი ინტიფადას შემდეგ
რედაქტირებარანტისი ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის აქტივისტების 415 წევრს შორის იყო, რომლებიც გადაასახლეს სამხრეთ ლიბანში 1992 წლის დეკემბერში; ერთი წლის შემდეგ, ის დაბრუნდა ისრაელში, დააპატიმრეს და კვლავ გაათავისუფლეს. რანტისი ასევე რამდენჯერმე მოხვდა პალესტინის ციხეში ტერორისტული საქმიანობისა და იასირ არაფატის კრიტიკის გამო. როგორც იასინის მარჯვენა ხელი, რანტისი იყო ისრაელთან ნებისმიერი ზავის ან თავდასხმების შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე. ის ხშირად ადგენდა ჰამასის პოზიციას.
რანტისი პასუხისმგებელი იყო 2003 წლის 8 ივნისს ერეზის საგუშაგოზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომლის დროსაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ორი დღის შემდეგ, მის მანქანას ისრაელის ვერტმფრენმა შეუტია, რანტისის მცველი და ერთი შემთხვევითი ადამიანი დაიღუპა, თუმცა თავად რანტისი გადარჩა.
2004 წლის 26 იანვარს აბდ ალ აზიზ არ-რანტისმა ისრაელს 10 წლიანი ზავი შესთავაზა 1967 წლის საზღვრებში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების, ყველა პატიმრის გათავისუფლების და ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ. ამავე დროს, რანტისმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ჰამასის მზადყოფნა აღიაროს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმურობა და განიხილოს დროებითი ზავი, როგორც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დასასრული.[5][6]
„"... ამ ეტაპზე, რთული იქნება მთელი პალესტინის მიწის სრული განთავისუფლების გეგმის განხორციელება და, შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამ გეგმის ეტაპობრივი განხორციელების შესახებ."“
|
2004 წლის 23 მარტს, იასინის გარდაცვალების შემდეგ, რანტისი გამოცხადდა ჰამასის მეთაურად ღაზას სექტორში. 27 მარტს, პალესტინელებისთვის მიმართვისას, რანტისმა თქვა, რომ "ალაჰი აწარმოებს ომს ჯორჯ ბუშისა და ა.შარონის წინააღმდეგ" და მოუწოდა ხალხს ჯიჰადისკენ.[7]
„„ჩვენ ყველას განწირული ვართ სიკვდილისთვის. ერთნი გულის შეტევით, მეორენი კი ისრაელის „აპაჩის“ მიერ გაშვებული რაკეტით“
აბდ ალ აზიზ არ-რანტისი“
|
2004 წლის 17 აპრილს რანტისი დაიღუპა ისრაელის ვერტმფრენის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ასევე დაიღუპნენ მისი უფროსი ვაჟი და მცველი.[8][9]
რეაქციები
რედაქტირებარანტისის ლიკვიდაციის შემდეგ, ისრაელის პრემიერ მინისტრმა არიელ შარონმა გაიმეორა ის სიტყვები, რაც აჰმედ იასინის ლიკვიდაციის შემდეგ თქვა: "ტერორისტების ლიდერების განადგურება გაგრძელდება", ხოლო ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ხალედ მაშალმა გამოსცა ბრძანება არ გამოექვეყნებინათ ჰამასის მეთაურების სახელები, მათივე უსაფრთხოების მიზნით ...
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჯონათან პელედმა განაცხადა:
„”ისრაელმა ... დღეს დაარტყა ტერორიზმის სულისჩამდგმელს. სანამ პალესტინის მმართველობა თითს არ გაანძრევს და ბრძოლას არ გამოუცხადებს ტერორიზმს, ამის გაკეთება ისრაელს მოუწევს დამოუკიდებლად’.“
|
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ დაგმო ეს ქმედება:
„"ბრიტანეთის მთავრობამ არაერთხელ განმარტა, რომ ამგვარი ეგრეთ წოდებული" მიზანმიმართული მკვლელობები "უკანონო, გაუმართლებელი და კონტრპროდუქტიულია."“
|
ციტატები
რედაქტირება”ისრაელელებმა არ იციან უსაფრთხოება. ჩვენ მათთან ვიბრძოლებთ პალესტინის, მთელი პალესტინის განთავისუფლებამდე. ” (New York Times, 2003 წლის 22 მარტი).
”პალესტინის მთელი მიწა ისლამური რწმენის ნაწილია და ხალიფა უმარ ბინ ალ-ხატაბმა ეს ყველა მუსლიმს განუცხადა. შესაბამისად, არცერთ პირს ან ჯგუფს არ აქვს უფლება გაყიდოს ან უარი თქვას მასზე ”.[10]
”ისრაელი რომ დიდ ბრიტანეთში დაარსებულიყო, დათანხმდებოდით კომპრომისზე?” —მიმართვა ბრიტანელი ჟურნალისტის დერეკ ბრაუნისადმი, 1993 წლის ივნისი.[11]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ MEMRI: Hamas Leader Rantisi: The Holocaust-The Greatest of Lies Funded by the Zionists, August 27, 2003 MEMRI
- ↑ General Assembly, Tenth emergency special session დაარქივებული 2014-04-19 საიტზე Wayback Machine. დაარქივებულია 19 აპრილი 2014
- ↑ "Profile: Hamas leader Rantisi". BBC News. 17 April 2004. Retrieved 23 April 2010.
- ↑ Seitz, Charmaine (30 March 2004). "A New Kind of Killing". MERIP. Retrieved 25 July 2012.
- ↑ "Israel shelling near camp". The Telegraph Herald. Lebanon. AP. 4 June 1994.
- ↑ "Lawrence Journal-World".
- ↑ "New Hamas leader: Bush is 'enemy of Muslims'" დაარქივებული 2021-10-23 საიტზე Wayback Machine. . CNN. Gaza City. 6 May 2004. Retrieved 17 November 2012.
- ↑ Urquhart, Conal (18 April 2004). "Israeli missile attack kills new Hamas chief". The Guardian. London. Retrieved 23 April 2010.
- ↑ "UK condemns Hamas leader killing". 18 April 2004. Retrieved 17 September 2015.
- ↑ Kul al-Arab Archived დაარქივებული 2004-09-27 საიტზე Wayback Machine. 27 September 2004 at the Wayback Machine, kul-alarab.com, 9 January 1998.
- ↑ Brown, Derek (19 April 2004). "Abdel-Aziz al-Rantissi". TheGuardian.com. Guardian News and Media Limited. Retrieved 2 June 2015.