ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

შეიხ აჰმედ ისმაილ იასინი (არაბ.  الشيخ أحمد اسماعيل ياسين, 1937?-2004) — ისლამისტური მოძრაობა ჰამასის (ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა) ერთ -ერთი დამფუძნებელი და სულიერი ლიდერი. ჰამასი აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად ევროკავშირის, ისრაელის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის მიერ, ასევე აკრძალულია იორდანიაში

შეიხ
აჰმედ იასინი
არაბ. أحمد إسماعيل ياسين
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1937
ალ-ჯურა, ღაზა
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი 2004 (67 წლის)
ღაზა, პალესტინა
მოქალაქეობა პალესტინის დროშა პალესტინა
განათლება კაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტი
საქმიანობა იმამი, აქტივისტი, წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლი
ორგანიზაცია ჰამასი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შეიხის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სამანდატო პალესტინის  პასპორტის თანახმად, იასინი დაიბადა 1929 წლის 1 იანვარს, მაგრამ როგორც თავად აღნიშნა, მისი დაბადების თარიღი იყო 1938 წელი. იასინი დაიბადა აშკელონის მახლობლად, სოფელ ალ-ჯურაში.[1][2][3]

პალესტინის ომის შემდეგ (1947-1949), იასინების ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ომის შედეგად დანგრეული სოფელი და ღაზაში გადასულიყო. [4]

როდესაც აჰმედ იასინი 12 წლის იყო,  მიიღო სერიოზული  ხერხემალის ტრავმა  თავის მეგობართან აბდულა ალ-ხატიბთან ჭიდაობისას.  კისერი 45 დღის განმავლობაში გიფსში ჰქონდა ჩასმული.[5] ზურგის ტვინის დაზიანებამ იგი სიცოცხლის ბოლომდე პარალიზებული დატოვა. იმის შიშით, რომ ოჯახსა და ალ-ხატიბს შორის დაპირისპირება არ მომხდარიყო, იასინმა სახლში თქვა, რომ ის დაშავდა   როდესაც  თავის საშუალო სკოლის მეგობრებთან ერთად სანაპიროზე ვარჯიშობდა სპორტის გაკვეთილზე.

1955 წელს იასინი გახდა მუსლიმთა საძმოს ორგანიზაციის წევრი. სკოლის დამთავრების შემდეგ,  მიუხედავად იმისა, რომ იასინი სწავლობდა კაიროს ალ-აზჰარის უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ისლამურ თეოლოგიას და ინგლისურ ლიტერატურას, ჯანმრთელობის გაუარესების გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო. ის იძულებული გახდა განათლება მიეღო სახლში, სადაც ბევრს  კითხულობდა, განსაკუთრებით აინტერესებდა ფილოსოფიარელიგია, პოლიტიკა, სოციოლოგია და ეკონომიკა. შემდგომში, 1984 წლამდე, ის ასწავლიდა კაიროს სკოლაში.  მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ  ცოდნამ ის "ღაზის სექტორში ერთ -ერთ საუკეთესო ორატორად" აქცია. ამ ხნის განმავლობაში მან დაიწყო ყოველკვირეული ქადაგებების ჩატარება პარასკევის ლოცვის შემდეგ, სადაც  მიიპყრო  ხალხის მასების ყურადღება.

მუდმივმა სამუშაომ  იასინს ფინანსური სტაბილურობა მოუტანა და ის 1960 წელს 22 წლის ასაკში დაქორწინდა  ერთ-ერთ ნათესავზე, ჰალიმა იასინზე. წყვილს 11 შვილი შეეძინა.

1973 წელს იასინმა ღაზაში შექმნა სოციალური პროგრამების კოორდინაციის ისლამური ცენტრი. 1980 -იანი წლების დასაწყისში მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია "დიდება მოჯაჰედებს", დაახლოებით იმავე დროს დაიწყო შეიარაღებული აქციების მომზადება. 1984 წელს იასინი დააპატიმრა ისრაელის ხელისუფლებამ და მიუსაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა და იარაღის არსენალის ფლობისთვის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, კიდევ 1150 პატიმართან ერთად, გაათავისუფლეს ეგრეთ წოდებული „ჯიბრილის გარიგების“ საფუძველზე.[6]

1987 წელს, პალესტინის ინტიფადას დროს, იასინმა,  მუსლიმთა საძმოს სხვა წევრებთან ერთად, ჩამოაყალიბა  მოძრაობა ჰამასი და გახდა მისი მთავარი იდეოლოგი. სხვა საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა მოუწოდებდა,  ყველა ისრაელელი ჩაეთვალათ დამპყრობლებად და გაენადგურებინათ ისრაელი.[7][8]

1989 წელს იასინი, რომელმაც  სანახევროდ დაკარგა მხედველობა, კვლავ დააპატიმრეს. 1991 წელს მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა იმ პალესტინელების მკვლელობაში მონაწილეობისათვის, რომლებიც "ისრაელის მთავრობასთან თანამშრომლობდნენ" და ისრაელელი ჯარისკაცების მკვლელობის მცდელობისთვის.[9]

1997 წელს ისრაელმა იორდანიის ტერიტორიაზე დაიწყო ხალედ მაშალის სალიკვიდაციო  საიდუმლო ოპერაცია . ოპერაცია ჩაიშალა და ისრაელის აგენტები დააკავეს. სკანდალის მოსაგვარებლად ისრაელი იძულებული გახდა გაეთავისუფლებინათ იასინი. ივლისში შეიხი გადაასახლეს იორდანიაში და იქიდან გაემგზავრა პალესტინის  ავტონომიის ტერიტორიაზე.

2000 წლის ოქტომბერში, მოსკოვის გაზეთ "ვრემია ნოვოსტეისთან" ინტერვიუში, შეიხ იასინმა მოუწოდა "ჩეჩნეთში მებრძოლ მუსლიმებს" " რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ" (იხ. ჩეჩნეთის მეორე ომი). ”ჩვენ  ჩვენი ოკუპანტი გვყავს, მათ —  თავისი”, - აღნიშნა მან.

2003 წლის ზაფხულში ისრაელმა სცადა ჰამასის ლიდერების და აჰმედ იასინის მკვლელობა,  თუმცა, ოპერაციის შედეგად შეიხი გადარჩა.[10]

გარდაცვალება

რედაქტირება

შეიხი იასინი მოკლეს 2004 წლის 22 მარტს ღაზის სექტორში მას შემდეგ, რაც მეჩეთიდან ინვალიდის ეტლით გამოვიდა. მასთან ერთად სამი ადამიანი დაიღუპა და ათი დაიჭრა. გარდაცვალების მიზეზი ისრაელის ვერტმფრენიდან ნასროლი რაკეტა იყო.[11][12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Sheikh Ahmed Yassin // Encyclopædia Britannica
  2. "The life and death of Shaikh Yasin". Al Jazeera. 27 March 2004. Archived from the original on 16 August 2007. Retrieved 7 August 2007.
  3. "Sheikh Ahmad Yassin". Jewish Virtual Library. 2004. Retrieved 6 April 2008. Ahmed Yassin's Palestinian passport listed his date of birth as 1 January 1929, but Palestinian sources listed his birth year as 1937 (other Western media reported it as 1938).
  4. Faisal Bodi, "My Meeting with Sheikh Yasin", Al-Jazeera (English), 22 March 2004.
  5. "islam.about.com". Retrieved 18 June 2007.
  6. Higgins, Andrew (24 January 2009). "How Israel Helped to Spawn Hamas". The Wall Street Journal. Archived from the original on 7 December 2015.
  7. Gunning, Jeroen (2009). Hamas in Politics. Columbia University Press. p. 26.
  8. "Hamas Ceasefire Proposal: Peace or Pause?"[მკვდარი ბმული]. The Washington Institute.
  9. Brown, Derek (19 April 2004). "Leader of Hamas for just 25 days, he fought for a free Palestine". The Guardian.
  10. "Hamas founder targeted in Gaza airstrike"[მკვდარი ბმული]. CNN. 6 September 2003. Retrieved 18 June 2007.
  11. Prusher, Ilene R. Killing of Yassin a Turning Point The Christian Science Monitor. 23 March 2004.
  12. N/A. "Hamas leader killed in Israeli airstrike". CNN International. Cable News Network LP, LLLP. Retrieved 3 June 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აჰმედ_იასინი“-დან