აბდულ ალი მაზარი (სპარს. عبدلعلی مزاری‎, 194613 მარტი, 1995)ავღანელი პოლიტიკოსი აჯანყებული ჰაზარელების ლიდერი ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის დროს და მის შემდეგ.[3] 1990 წელს დააარსა ავღანელ შიიტთა ავღანეთის ისლამური ერთიანობის პარტია (ჰეზბე ვაჰდათ), რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობდა ირანთან. ის ამტკიცებდა, რომ ავღანეთში შიდა დავების გადაწყვეტა დევს მმართველობის ფედერალურ სისტემაში, სადაც თითოეულ ეთნიკურ ჯგუფს აქვს გარკვეული კონსტიტუციური უფლებები და შეუძლია მართოს საკუთარი მიწა და ხალხი.

აბდულ ალი მაზარი
დაბადების თარიღი 1946[1]
დაბადების ადგილი ბალხი, ავღანეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 13 მარტი, 1995(1995-03-13)[2]
გარდაცვალების ადგილი ღაზნი, Islamic State of Afghanistan
მოქალაქეობა Islamic State of Afghanistan
babamazari.info

1992 წლის დასაწყისში აჰმად შაჰ მასუდთან და ავღანელი ისმაილიტების ლიდერ მანსურ ნადერთან ერთად წამოიწყო აჯანყება ავღანეთის ჩრდილოეთში.

აბდულ ალი მაზარი ტყვედ ჩავარდა. მოკლეს თალიბებმა (შვეულმფრენიდან ჰაერში გადააგდეს). მისი ცხედარი ქალაქ ღაზნის მახლობლად იპოვეს. 2016 წელს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „ეროვნული ერთიანობის მოწამის“ წოდება.[4] აბდულ ალი მაზარი მხარს უჭერდა ავღანეთში ყველა ეთნიკური ჯგუფის თანაბარ წარმომადგენლობას, განსაკუთრებით ჰაზარელების, რომელთაც ჯერ კიდევ დევნიან ავღანეთში [5] [6] [7]

ადრეული წლები

რედაქტირება

აბდულ ალი მაზარი დაიბადა სოფელ ჩარკენტში, ჩრდილოეთ ქალაქ მაზარ-ი-შარიფის სამხრეთით. სწორედ მისი დაბადების ადგილს უკავშირდება გვარი „მაზარი“. დაწყებითი სასულიერო განათლება მიიღო სოფლის ადგილობრივ სკოლაში, შემდეგ წავიდა მაზარ-ი-შარიფში, შემდეგ კი ყუმში, ირანში და ნაჯაფში, ერაყში.

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

საბჭოთა ჯარების მიერ ავღანეთის ოკუპაციის პარალელურად, აბდულ ალი მაზარი დაბრუნდა სამშობლოში და გამორჩეული ადგილი დაიკავა ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში. წინააღმდეგობის პირველ წლებში მან დაკარგა უმცროსი ძმა მოჰამედ სულთანი საბჭოთა ჯარებთან ბრძოლის დროს. მან მალევე დაკარგა თავისი და და ოჯახის სხვა წევრები წინააღმდეგობის გაწევისას. მისი ბიძა, მოჰამად ჯაფარი და მისი ვაჟი, მოჰამად აფზალი, დააპატიმრეს და მოკლეს საბჭოთა კავშირის მიერ მხარდაჭერილი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით. ომში დაიღუპა მისი მამა ჰაჯი ხუდადადი და მისი ძმა ჰაჯი მუჰამედ ნაბი.

„ჰეზბე ვაჰდათი “ — ავღანეთის ისლამური ერთიანობის პარტია

რედაქტირება

აბდულ ალი მაზარი იყო „ჰეზბე ვაჰდათის“ პარტიის (ავღანეთის ისლამური ერთიანობის პარტია) ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ლიდერი. ბამიანის პირველ პარტიულ ყრილობაზე აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელად, მეორე ყრილობაზე კი — გენერალურ მდივნად. მაზარის ინიციატივით შეიქმნა „ჯონბეშ-ე-შამალი“ (ჩრდილოეთის მოძრაობა), სადაც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები აჯანყებულთა მოკავშირეები იყვნენ. ამან გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება და კომუნისტური რეჟიმის საბოლოო დაცემა ქაბულში.[8]

სამოქალაქო ომი

რედაქტირება

ქაბულის დაცემის შემდეგ, ავღანეთის პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას მშვიდობისა და ძალაუფლების გაზიარების შესახებ ფეშავარის შეთანხმების მიხედვით. ფეშავარის შეთანხმებამ ჩამოაყალიბა ავღანეთის ისლამური სახელმწიფო და დანიშნა დროებითი მთავრობა გარდამავალი პერიოდისთვის, რასაც მოჰყვა საყოველთაო არჩევნები. Human Rights Watch-ის მიხედვით:

 
„ავღანეთის სუვერენიტეტი ოფიციალურად ეკუთვნოდა ავღანეთის ისლამურ სახელმწიფოს, რომელიც ჩამოყალიბდა 1992 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის მხარდაჭერილი ნაჯიბულას მთავრობის დაცემის შემდეგ... ჰეზბ-ისლამის, პუშტუნი მეომარი გულბუდინ ჰექმათიარის გარდა, ყველა პარტია სავარაუდოდ გაერთიანდა ხელისუფლების ქვეშ 1992 წლის აპრილში. ...ჰექმათიარის ჰეზბე-ისლამი, თავის მხრივ, ამ მოხსენებაში განხილული პერიოდის განმავლობაში უარს აცხადებდა მთავრობის აღიარებაზე და თავდასხმები ხორციელდებოდა სამთავრობო ძალებზე, მაგრამ ჭურვები და რაკეტები მთელ ქაბულში ცვიოდა, რამაც გამოიწვია დიდი მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებსს შორის.“

ჰეზბე ვაჰდათი თავდაპირველად მონაწილეობდა ისლამური სახელმწიფოს მმართველობაში და რამდენიმე თანამდებობას იკავებდა მთავრობაში. თუმცა მალევე დაიწყო კონფლიქტი მაზარის ჰეზბე -ვაჰდათსა და საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ პუშტუნი მეომარ აბდულ რასულ საიაფის ითთიჰად-ი-ისლამის შორის.[9] [10] [11] თავდაცვის მინისტრმა აჰმად შაჰ მასუდმა გარკვეული წარმატებით სცადა შუამავლობა ფრაქციებს შორის, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. 1992 წლის ივნისში ჰეზბე ვაჰდათი და ითთიჰად ისლამი ჩაერთნენ ქუჩის სასტიკ ბრძოლებში ერთმანეთის წინააღმდეგ. საუდის არაბეთის მხარდაჭერით საიაფის ძალებმა არაერთხელ შეუტიეს ქაბულის დასავლეთ გარეუბნებს, რამაც გამოიწვია დიდი რაოდენობით მსხვერპლი სამოქალაქო პირებს შორის. გარდა ამისა, მაზარის ჯარები ასევე დაადანაშაულეს დასავლეთში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმაში.[12] მაზარიმ აღიარა პუშტუნი მშვიდობიანი მოქალაქეების დატყვევება, მაგრამ დაიცვა ეს ქმედება და განაცხადა, რომ საიაფის ძალებმა პირველმა აიყვანეს ჰაზარელები.[13] მაზარის ჯგუფმა ჰექმათიარის ჯგუფთან თანამშრომლობა 1993 წლის იანვარში დაიწყო. [14]

სიკვდილი

რედაქტირება

1995 წლის 12 მარტს თალიბანის ლიდერმა მულა ბურჯანმა მოითხოვა პირადი შეხვედრა მაზართან და ისლამური ვაჰდათის ცენტრალური პარტიის დელეგაციასთან (აბუზარ, ეჰლაასი, ეიდ მოჰამად იბრაჰიმი ბესუდი, გასემი, ჯან მოჰამად, საიდ ალი ალავი, ბაჰადარი და ჯან ალი) ქალაქ ჩაჰარ-ასიაბში, ქაბულთან ახლოს.[15] ჩასვლისთანავე ჯგუფი გაიტაცეს და აწამეს. მეორე დღეს მაზარი სიკვდილით დასაჯეს. მისი ცხედარი ღაზნის რაიონში იპოვეს. თალიბებმა გაავრცელეს განცხადება, რომ მაზარი თავს დაესხა თალიბანის მესაზღვრეებს ყანდაჰარში ფრენისას. მოგვიანებით მისი და მისი თანამებრძოლების დასახიჩრებული ცხედრები „ჰეზბე ვაჰდათს“ გადასცეს. მაზარის ცხედარი მისმა მიმდევრებმა ღაზნიდან ჩრდილოეთით მაზარ-ი-შარიფში (იმ დროს იყო მისი მოკავშირის აბდულ რაშიდ დოსტუმის კონტროლის ქვეშ) ჰაზარელების მიწების გავლით ატარეს ორმოცი დღის განმავლობაში. მაზარ-ი-შარიფში აბდულ ალი მაზარის დაკრძალვას ასობით ათასი ადამიანი დაესწრო. 2016 წელს პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მაზარი ოფიციალურად გამოაცხადა ავღანეთის ეროვნული ერთიანობისთვის წამებულად.

  1. http://www.mcnbiografias.com/app-bio/do/show?key=mazari-abdul-ali
  2. https://www.afghan-web.com/biographies/biography-of-abdul-ali-mazari/
  3. Afghanistan rocked by northern bombing. Asia Times Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-18. ციტირების თარიღი: 2008-05-28.
  4. Mazari Conferred Title Of 'Martyr Of National Unity'. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  5. The Hazaras – Afghanistan's oppressed minority. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  6. They Are Thriving After Years of Persecution but Fear a Taliban Deal. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  7. 'It's inhumane': Hazara react after 63 killed in targeted ISIS attack. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  8. Father of Hazara Nation — Abdul Ali Mazari დაარქივებული 2021-06-05 საიტზე Wayback Machine. at Hazara.net. Accessed 2011-02-28
  9. Blood-Stained Hands, Past Atrocities in Kabul and Afghanistan's Legacy of Impunity. Human Rights Watch. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  10. (2004) Modern Afghanistan: A History of Struggle and Survival. I.B. Tauris & Co. 
  11. Gutman, Roy (2008): How We Missed the Story: Osama Bin Laden, the Taliban and the Hijacking of Afghanistan, Endowment of the United States Institute of Peace, 1st ed., Washington DC.
  12. Afghanistan: Blood-Stained Hands: III. The Battle for Kabul: April 1992-March 1993. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  13. Afghanistan: Blood-Stained Hands: III. The Battle for Kabul: April 1992-March 1993. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  14. Afghanistan: Blood-Stained Hands: III. The Battle for Kabul: April 1992-March 1993. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  15. Father of Hazara Nation - Abdul Ali Mazari. ციტირების თარიღი: 2019-06-11