აბდულმეჯიდ I (ოსმ. عبد المجيد اول [Abd ül-Mecîd-i evvel], თურქ. Birinci Abdülmecit; დ. 23 აპრილი 1823 — გ. 25 ივნისი 1861) — ოსმალეთის იმპერიის 31-ე სულთანი, ქვეყანას მართავდა 1839-1861 წლებში. მაჰმუდ II-ის უფროსი შვილი.

აბდულმეჯიდ I
ოსმალეთის 31-ე სულთანი
მმართ. დასაწყისი: 2 ივლისი, 1839
მმართ. დასასრული: 25 ივნისი, 1861
წინამორბედი: მაჰმუდ II
მემკვიდრე: აბდულაზიზი
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 აპრილი 1823
დაბ. ადგილი: სტამბოლი ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 25 ივნისი 1861
გარდ. ადგილი: სტამბოლი ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: შევქეფზა სულთანი
გიულჯემალ კადინ ეფენდი
თირიმიუჟგან სულთანი
შვილები: მურად V
აბდულჰამიდ II
მეჰმედ V
მეჰმედ VI
დინასტია: ოსმანების დინასტია
მამა: მაჰმუდ II
დედა: ბეზმიალემ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

ევროპული სახელმწიფოების დახმარებით დაიმორჩილა ეგვიპტის ხედივი მუჰამედ ალი ფაშა. ქვეყანაში გზა გაუხსნა დასავლურ კულტურას, გააგრძელა მამამისის წამოწყებული რეფორმები (ტანზიმატი). მის დროს არამუსულმანებს მიეცათ ჯარში მსახურობის ნებართვა, შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის დროშა და ჰიმნი, კანონმდებლობა დაარეგულირეს ფრანგული ნაპოლეონის კოდექსის მიხედვით, მოხდა ტექნოლოგიების გაუმჯობესება (შეიქმნა რკინიგზა და ფოსტა).

რეშიდ მეჰმედ-ფაშას რჩევით მან გამოსცა ცნობილი ჰატ-ი-შერიფი, რომლის მიხედვითაც თანაბრად დაიცვა ოსმალეთში მცხოვრები უმცირესობების უფლებები, ხელუხლებელი იყო მათი სიცოცხლე და ქონება.

აბდულმეჯიდის ბრძანებით სტამბოლში ააშენეს ბაროკოს სტილის დოლმაბაჰჩე, რამაც ოსმალთა სულთნების რეზიდენციად ჩაანაცვლა თოფქაფის სასახლე.

1840-იან წლებში სულთანი პურით და ფულით დაეხმარა ირლანდიელებს დიდი შიმშილობის დროს.

სულთანი აბდულმეჯიდი გარდაიცვალა ტუბერკულოზით, 1861 წლის 25 ივლისს. დარჩა 8 გოგო და 6 ბიჭი, ტახტზე ავიდა მისი ძმა აბდულაზიზი, მისი მომდევნო ოთხი სულთანი მურად V, აბდულჰამიდ II, მეჰმედ V და მეჰმედ VI იყვნენ აბდულმეჯიდის შვილები სხვადასხვა ცოლისაგან.

ცოლები და ხარჭები

რედაქტირება
  • მურად V (1840–1904), შევქეფზა სულთნისგან
  • აბდულჰამიდ II (1842–1918), თირიმიუჟგან სულთნისგან
  • შეჰზადე მეჰმედ ზიაედინ ეფენდი (1842–1845), ნესრინ ჰანიმეფენდისგან
  • მეჰმედ V (1844–1918), გიულჯემალ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე აჰმედ ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1846), ნუჰეთსეზა ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ აბიდ ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1848), თირიმიუჟგან სულთნისგან
  • შეჰზადე აჰმედ ქემალედინ ეფენდი (1848–1905), ვერდიჯანან ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ ფუად ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1848), ნერგიზ ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ ბურჰანედინ ეფენდი (1849–1876), ნუჰეთსეზა ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე ნიზამედინ ეფენდი (1850–1853), ნესრინ ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე ბაჰაედინ ეფენდი (1850–1852), ნესრინ ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ ვამიკ ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1850)
  • შეჰზადე მეჰმედ რუშდი ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1852), ჯეილანარ ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე აჰმედ ნურედინ ეფენდი (1852–1885), მეჰთაბ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე ოსმან საფიედინ ეფენდი (1852–1855), აიშე სერფირაზ ქადინეფენდისგან
  • შეჰზადე მეჰმედ აბდუსამედ ეფენდი (1853–1855), ნალანიდილ ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე აბდულა ეფენდი (დაიბადა და გარდაიცვალა 1853), შაიესთე ჰანიმეფენდისგან
  • შეჰზადე სულეიმან სელიმ ეფენდი (1860–1909), აიშე სერფირაზ ქადინეფენდისგან
  • მეჰმედ VI (1861–1926), გიულიუსთიუ ქადინეფენდისგან.

ქალიშვილები

რედაქტირება
  • მევჰიბე სულთანი (1840–1841), ჰოშიარ ქადინეფენდისგან
  • ნაილე სულთანი (1840–1843), თირიმიუჟგან ქადინეფენდისგან
  • ფატმა სულთანი (1840–1884), გიულჯემალ ქადინეფენდისგან
  • ბეჰიე სულთანი (1841–1847)
  • ალიე სულთანი (1842–1845), შევქეფზა სულთნისგან
  • რეფია სულთანი (1842–1880), გიულჯემალ ქადინეფენდისგან
  • ჰატიჯე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1842), გიულჯემალ ქადინეფენდისგან
  • ჯემილე სულთანი (1843–1915), დიუზდიდილ ქადინეფენდისგან
  • მუნირე სულთანი (1844–1862), ვერდიჯანან ქადინეფენდისგან
  • სამიე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1845),
  • ფატმა ნაზიმე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1847)
  • ბეჰიჯე სულთანი (1848–1876), ნესრინ ჰანიმეფენდისგან
  • საბიჰა სულთანი (1848–1849), მეჰთაბ ქადინეფენდისგან
  • რუქიე სულთანი (დაიბადა 1853), გიულჯემალ ქადინეფენდისგან
  • მუქბილე სულთანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1850)
  • სენიჰა სულთანი (1852–1931), ნალანიდილ ჰანიმეფენდისგან
  • ზეკიე სულთანი (1855–1856), გიულიუსთიუ ქადინეფენდისგან
  • ფეჰიმე სულთანი (1855–1856), გიულიუსთიუ ქადინეფენდისგან
  • მედიჰა სულთანი (1856–1928), გიულიუსთიუ ქადინეფენდისგან
  • ნაილე სულთანი (1856–1882), შაიესთე ჰანიმეფენდისგან
  • ბედია სულთანი (1857–1858), აიშე სერფირაზ ჰანიმეფენდისგან.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • Sakaoğlu, Necdet (1999). Bu Mülkün Sultanları. İstanbul: Oğlak Yayınları. ISBN 875-329-299-6. say.436-453
  • Kinross, Lord (1977). The Ottoman Centuries. İstanbul: Sander Kitabevi. ISBN 0-224-01379-8.