შევქეფზა სულთანი
შევქეფზა ვალიდე სულთანი ( დ. 12 დეკემბერი, 1820 — გ. 17 სექტემბერი, 1889, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — ოსმალეთის სულთნის, აბდულმეჯიდ I-ის მეორე ცოლი. სულთან მურად V-ის დედა და ვალიდე სულთანი.
შევქეფზა სულთანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Şevkefza Sultan |
დაბადების თარიღი |
12 დეკემბერი 1820 ფოთი, იმერეთის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
17 სექტემბერი 1889 სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე(ები) | აბდულმეჯიდ I |
შვილ(ებ)ი |
მურად V ალიე სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშევქეფზა სულთანი დაიბადა 1820 წლის 12 დეკემბერს. ის ქართული (მეგრელი) წარმოშობის იყო. 1839 წლის 1 აგვისტოს გახდა სულთან აბდულმეჯიდ I-ის ცოლი. 1840 წლის 21 სექტემბერს შეეძინა შეჰზადე მურადი, ხოლო 1842 წელს ქალიშვილი — ალიე სულთნი. 1876 წელს შვილის სამთვიანი მმართველობის დროს იყო ვალიდე სულთანი. შევქეფზა სულთანი გარდაიცვალა 1889 წელს. დაკრძალულია ენის მეჩეთში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Osmanli Hanedan mensuplari:Şevkefza Valide Sultan დაარქივებული 2012-04-16 საიტზე Wayback Machine.