დურანი (ტომი)

(გადამისამართდა გვერდიდან აბდალი (ტომი))

დურანი (სპარს. درانی) იგივე აბდალი (სპარს. ابدالی) — პუშტუნთა ტომების მსხვილი გაერთიანება, ასევე მისგან წარმოქმნილი დურანის სახელმწიფოს მმართველების დინასტიის დასახელება.[1][2]

ძველად ამ ხალხს ერქვა აბდალი, მაგრამ დურანის სახელმწიფოს დამაარსებლის აჰმად-შაჰ დურანის მმართველობის დროიდან (1747 წლიდან) ასევე ეწოდებათ დურანი. მიახლოებითი შეფასებით, დურანის ხალხის რაოდენობა შეადგენს ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით 16 %-ს, ანუ 5 მილიონ ადამიანს. ასევე დაახლოებით 2 მილიონამდე ცხოვრობს დასავლეთ პაკისტანში. დურანის ხალხი ორენოვანია. ისინი ლაპარაკობენ როგორც სპარსულ ენაზე (დარი), ასევე პუშტუს ენაზე. დურანის ხალხის წარმომადგენლებს შორის ქალაქის მოსახლეობის ყველაზე უფრო მეტი პროცენტული რაოდენობაა. ისინი ასევე ავღანეთში ყველაზე უფრო მეტად განათლებული ხალხია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება