ივანე (ვანიკო) აბაშიძე

ქართველი მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან აბაშიძე, ივანე (ვანიკო))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე აბაშიძე.

ივანე (ვანიკო) დავითის ძე აბაშიძე (დ. 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1896, ქუთაისი — გ. 1937) — ქართველი მსახიობი. მსახიობ დოდო აბაშიძის მამა.

ივანე აბაშიძე
დაბადების სახელი ივანე აბაშიძე
დაბადების თარიღი 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1896
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 1937
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში (1920–1922), აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში (1922–1926). 1924–1936 იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. განასახიერა სოლომონ მორბელაძის (სერგო კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“ დავით კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით), იბრაჰიმის (სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“, ვსევოლოდ ივანოვის „ჯავშნოსან 14-69-ის“ მიხედვით) და სხვა სახასიათო და კომედიური როლები. დადგა შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“ (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით), სერგო კლდიაშვილის „შემოდგომის აზნაურები“, გრიგოლ ბუხნიკაშვილის „ნაბიჭვარი“ (ვასილ შკვარკინის კომედია „სხვისი ბავშვის“ მიხედვით). საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1934). ე. წ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შინსახკომი) „დიდი სამეული“-ს განკარგულებით დახვრეტილ იქნა 1937 წელს. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება