მეჰდიზადე

(გადამისამართდა გვერდიდან აბას საჰათ)

აბას საჰათ მეჰდიზადე, აბას-ყული ალი აბას-ოღლუ (აზერ. Abbas Səhhət; დ. 1874, შემახა — გ. 11 ივლისი, 1918, განჯა) — აზერბაიჯანელი პოეტი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

მეჰდიზადე
აზერ. Abbas Səhhət
დაბადების თარიღი 1874[1]
დაბადების ადგილი შემახა[2]
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 1918(1918-07-11)[2]
გარდაცვალების ადგილი განჯა
საქმიანობა პოეტი, ექიმი, ჟურნალისტი, მასწავლებელი, მთარგმნელი, დრამატურგი, მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
ჟანრი პოეზია, ლირიკა და რომანტიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიიღო სამედიცინო განათლება თეირანში. პირველი ლექსები 1898 წელს გამოაქვეყნა. ლექსების პირველი კრებული "გატეხილი საზი" 1912 წელს გამოსცა. მეჰდიზადე რომანტიკოსია. მისი ადრეული პერიოდის პოეზია ტრადიციული -აღმოსავლურია. სტატიაში "როგორი უნდა იყოს ახალი პოეზია" (1905) მეჰდიზადემ უარყო ლექსთწყობის მოძველებული ფორმები. ავტორია პოემისა "აჰმედის გმირობა" (1912), დრამისა "უმეცრების ნაყოფი" და სხვა. თარგმნიდა რუსული და დასავლეთ ევროპული ლიტერატურის კლასიკოსებს. მეჰდიზადეს ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის "მერანის" პირველი თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე (1916).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Faceted Application of Subject Terminology
  2. 2.0 2.1 К. Талыбзаде Аббас Сиххат // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969. — Т. 1 : А — Ангоб. — С. 14.