ირან-ერაყის ომი
თარიღი 6 ნოემბერი 1980 - 27 სექტემბერი 1981
მდებარეობა აბადანი,ირანი
შედეგი ირანის გამარჯვება
მხარეები
ირანი ერაყი
მეთაურები
აბოლჰასან ბანისადრი, მუსტაფა ჩამრანი სადამ ჰუსეინი
ძალები
15 000 კაცი

50—60 ტანკი

24 500—60 000 კაცი

360—800 ტანკი

დანაკარგები
ბევრი 3500—4000

აბადანის ალყაირან-ერაყის ომის საწყისი ეტაპის ყველაზე დიდი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა 1980 წლის 6 ნოემბრიდან 1981 წლის 27 სექტემბრამდე. ალყა დასრულდა ერაყის ჯარების უკანდახევით.

ისტორია რედაქტირება

აბადანში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამან განსაზღვრა ქალაქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ერაყსა და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში.

1980 წლის სექტემბერში ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა მოულოდნელი შეტევა დაიწყო ირანზე და ერაყის ჯარები ირანის ფრონტზე შეიჭრნენ. ერაყის არმიის აბადანზე თავდასხმის თავდაპირველი გეგმა ითვალისწინებდა ძლიერი ჯავშანტექნიკის გადაკვეთას მდინარე შატ ალ-არაბზე ქალაქ ხარკიასთან. ეს გზა უნდა გასულიყო ბაღდადიდან ბასრამდე მიმავალი გზის გასწვრივ, შემდეგ კი სამხრეთით გადადიოდა ქალაქების ხორამშაჰრისა და აბადანის დასაპყრობად და წინააღმდეგობის კერების გასანადგურებლად. ეს გაძლიერებული დანაყოფი მოიცავდა 500-600 ტანკს, ასევე სპეცრაზმის ზოგიერთ ქვედანაყოფს, სულ 20 000 ჯარისკაცით.

ერაყელმა სპეცნაზმა 22 სექტემბერს გადალახა მდინარე კარუნი და მიაღწია აბადანის გარეუბანს, მაგრამ იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ ირანის ფორმირებების ძლიერი წინააღმდეგობის გამო, რის შედეგადაც ერაყელები კარუნის დასავლეთ მხარეს დაიხიეს. 4 ოქტომბრისთვის ერაყელმა მეთაურებმა განაცხადეს, რომ მათ დაიკავეს მთავარი გზა აბადანიდან აჰვაზამდე, მაგრამ ქალაქამდე ხიდის აღება მხოლოდ ნოემბრის ბოლოს შეძლეს.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყელებმა მოიგერიეს ირანული პასდარანის რაზმი, ირანელებმა მოახერხეს აბადანის სამი მხრიდან ალყაში მოქცევა და ქალაქის ნაწილის დაკავება. თუმცა ერაყელებმა სასტიკი წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს. ქალაქში გამაგრებული ირანელი ჯარისკაცები ღამით ნავებითა და ვერტმფრენებით იღებდნენ საჭირო შეიარაღებას. ერაყელებმა რამდენიმე თვე განაგრძეს ალყა, მაგრამ აბადანის აღება ვერ მოახერხეს. ქალაქის დიდი ნაწილი, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ძლიერ დაზიანდა ან განადგურდა დაბომბვის შედეგად.

ჯარისკაცებს შორის მორალურმა დაცემამ და შატ ალ-არაბის წყლის გზის ირანულმა ბლოკადამ აიძულა სადამ ჰუსეინი წამოეწყო შეტევა 1981 წლის ივნისში. ამ დროისთვის ირანელებმა აბადანის გარნიზონი გააძლიერეს 15000 ჯარისკაცით. ერაყმა 60 000 ჯარისკაცითა და ტანკით დაიწყო შეტევა ქალაქზე. მათი რაოდენობა აღემატებოდა ირანელებისას. ამის მიუხედავად, ირანელებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმა და გამოიყენეს ტანკები ერაყელების გასაბრუნებლად.

1981 წლის 22 სექტემბრიდან 27 სექტემბრამდე ირანმა ჩაატარა ოპერაცია, რომლის დროსაც მან პირველად გამოიყენა ფსიქიკური შეტევა. აბადანის ალყა გაირღვა, ირანმა დაკარგა 3000 კაცი, ხოლო ერაყელების დანაკარგები დაახლოებით 1500 იყო. ირანმა ასევე შეიპყრო 2500 ტყვე და გაანადგურა მტრის ჯავშანტრანსპორტიორი.

15 ოქტომბერს ერაყელები შეიჭრნენ აბადანის გარეუბანში და აიღეს ქალაქის რადიოსადგური. ჩრდილოეთით გამართულ ბრძოლაში, დარ ჰუის ერაყის საგუშაგოსთან ახლოს, ერაყი თავს დაესხა ირანულ დიდ კოლონას, რომელიც მოემართებოდა აჰვაზიდან. როგორც ჩანს, ირანელები აბადან-აჰვაზის საავტომობილო გზის გავლით ცდილობდნენ რესურსების მიწოდებას აბადანის ალყაში მოქცეული დამცველებისთვის. ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიური ბრძოლა გაიმართა ერაყელებსა და ირანელებს შორის. ეს შეტაკება ერაყის გამარჯვებით დასრულდა, რადგან ირანელებმა დატოვეს ბრძოლის ველზე სულ მცირე 20 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა და ფეხით დაიხიეს უკან.

ალყის დროს აბადანი თითქმის განადგურდა. თუმცა, ქალაქისთვის ერაყის საფრთხე ჩაიშალა და ირანელებმა მოახერხეს ერაყის წინააღმდეგ პირველი წარმატებული შეტევის განხორციელება. საბოლოოდ ამან გამოიწვია ერაყის ჯარების განდევნა ირანიდან და 1982 წელს ხორამშაჰრის განთავისუფლება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება