კარუნი
კარუნი (არაბ. بِركة قارون, ბირქტ-კარუნ) — ტბა ეგვიპტეში. მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ფაიუმის ოაზისში. ფართობი 233 კმ². წარმოადგენს ძველი, ფართობით უფრო დიდი ტბის ნაშთს. ძველი ტბის ძველბერძნული დასახელებაა მერისი (ძვ. ბერძნ. Μοῖρις, ნათესაობითში — Μοίριδος), რაც მოდის სიტყვიდან მერურ (სიტყვასიტყვით — დიდი არხი). მის ნაპირებზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დაარსდა ოლქის დედაქალაქი შეთეთი (ბერძნულად კროკოდილოპოლი). XII დინასტიის დროს (ძვ. წ. XX–XVIII სს.), განსაკუთრებით კი ფარაონების სენუსერტ II-ისა და ამენემჰეტ III-ის ზეობისას, ტბის მიდამოებში განხორციელდა დიდი ამოსაშრობი და საირიგაციო სამუშაოები. ითვლება, რომ ძველი ტბის ფართობი ახლანდელისას ბევრად აღემატებოდა (შეადგენდა დაახლ. 2000 კმ²-ს). მერისი აღწერილია ჰეროდოტეს მიერ.[1]
კარუნი | |
---|---|
არაბ. بِركة قارون | |
ნავები კარუნის ტბაზე | |
კოორდინატები: 29°27′13″ ჩ. გ. 30°34′51″ ა. გ. / 29.45361° ჩ. გ. 30.58083° ა. გ. | |
მდებარეობა | ეგვიპტე |
ტერიტორიული ერთეული | ელ-ფაიუმის მუჰაფაზა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | −45 მ |
სიგრძე | 42 კმ |
სიგანე | 9 კმ |
ფართობი | 233 კმ² |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Меридово озеро // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 16 — М., 1974.