ააფია სიდიკი
ააფია სიდიკი (დ. 2 მარტი, 1972 ) — პაკისტანელი კოგნიტური ნეირობიოლოგი. [1] 2010 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 86 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ავღანეთში ამერიკელ გამომძიებლებზე თავდასხმისთვის. [2] [3]
ააფია სიდიკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 მარტი 1972 (51 წლის) ყარაჩი პაკისტანი |
მოქალაქეობა | პაკისტანი |
პროფესია | ნეირობიოლოგი |
მეუღლე(ები) |
ამჰად ხანი (1995-2002, განქორწინებული) ამარ ალ ბალუჩი (2003-დან) |
შვილ(ებ)ი | 3 |
მშობლები |
მამა: მუჰამედ სალეი სიდიკი დედა: ისმეთ ფარუჩი |
ოთხმა ბრიტანელმა დეპუტატმა სასამართლო პროცესს უწოდა სერიოზული შეცდომა, რომელიც არღვევდა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეექვსე შესწორებას, ასევე შეერთებული შტატების, როგორც გაეროს წევრის, ვალდებულებებს და მოითხოვეს სიდიკის გათავისუფლება. აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი მიწერილ წერილში მათ განცხადება გააკეთეს მტკიცებულებებისა და სასამართლო ექსპერტიზის ნაკლებობის შესახებ. სიდიკის ბევრი მხარდამჭერი, მათ შორის ზოგიერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამტკიცებს, რომ სიდიკი არ იყო ტერორისტი და რომ ის და მისი მცირეწლოვანი შვილები უკანონოდ იყვნენ დაკავებულები, დაკითხულები და ნაწამები პაკისტანის დაზვერვისა და აშშ-ს ხელისუფლების მიერ მისი ხუთწლიანი "გაუჩინარების" პერიოდში. [4]
2010 წელს, მტკიცებულებად წარდგენილ აუდიოჩანაწერში, სინდის პროვინციის პოლიციის უფროსმა დაადასტურა მისი პირადი მონაწილეობა სიდიკის და მისი სამი მცირეწლოვანი შვილის დაკავებასა და გატაცებაში 2003 წლის მარტში, მისი თქმით, ჩართული იყო ყარაჩის ადგილობრივი ხელისუფლება, პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოების აგენტებთან ერთად (უწყებათაშორისი დაზვერვა), CIA და FBI. [5]
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმომავლობა
რედაქტირებაააფია დაიბადა ყარაჩიში, პაკისტანში, ნეიროქირურგ მუჰამედ სალეი სიდიკისა და მასწავლებლის ისმეთ ფაროჩის ოჯახში. [6] დედა გავლენიანი ოჯახიდან იყო და ასევე იყო პაკისტანის პარლამენტის წევრი. ააფია სამი შვილიდან ყველაზე უმცროსია ოჯახში. [6] მისი ძმა არქიტექტორია . და, ფავზია — ნევროლოგი. [7] სიდიკი სწავლობდა და ატარებდა სამეცნიერო სამუშაოებს აშშ-ში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ბრანდეისის უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იგი ცოლად გაჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ პაკისტანელ ექიმ მუჰამედ ამჰად ხანს, თუმცა მას 2002 წელს გაშორდა და დაბრუნდა პაკისტანში, სადაც, სავარაუდოდ გათხოვდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების ერთ-ერთი ორგანიზატორის ხალიდ შეიხ მუჰამედის ძმისშვილ ამარ ალ-ბალუჩიზე, რომელიც შეიხ მუჰამედის მსგავსად, გუანტანამოს ციხეში იხდის სასჯელს.
2003 წლის გაუჩინარება
რედაქტირება2003 წლის 1 მარტს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ხალიდ შეიხ მუჰამედი ხელში ჩაუვარდა ამერიკის სადაზვერვო სამსახურებს; ის იყო სიდიკის მეორე ქმრის ბიძა. დაკითხვის დროს ხალიდი აწამეს, მათ შორის 183-ჯერ წყლის საშუალებით. [8] როგორც ჩანს, წამების გავლენის ქვეშ, ხალიდ შეიხმა ახსენა სიდიკისა და ამჰად ხანის — მისი პირველი ქმრის სახელები. ხანი საბოლოოდ დააკავა და გამოკითხა FBI- მ, მაგრამ მალე გაათავისუფლეს. [6]
იმის შიშით, რომ FBI ყარაჩიში დააპატიმრებდნენ, შვილების უსაფრთხოების მიზნით, ააფიამ დატოვა მშობლების სახლი სამ შვილთან ერთად 30 მარტს. [9] [10] ის ტაქსით წავიდა აეროპორტში, რათა დილას ისლამაბადში გაფრენილიყო ბიძის მოსანახულებლად, მაგრამ ისლამაბადში არ ჩავიდა და გაუჩინარდა. [11] [12] ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია ააფიას ადგილსამყოფელის შესახებ 2003 წლის მარტიდან 2008 წლის ივლისამდე.
2003 წლის 1 აპრილს ადგილობრივმა გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია და პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქალი დააკავეს ტერორიზმის ბრალდებით. [9] Boston Globe წერდა, რომ მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაკისტანის ხელისუფლებამ დააკავა სიდიკი და რომ ის FBI-ს აგენტების ხელშია. [13] [14] თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, პაკისტანის მთავრობამ და FBI-მ საჯაროდ უარყვეს მის გაუჩინარებაში რაიმე მონაწილეობა. [9] სიდიკის დამ და დედამ უარყვეს, რომ სიდიკის კავშირი ჰქონდა ალ-ქაიდასთან და თვლიან, რომ აშშ-ს აგენტებმა იგი დააკავეს მას შემდეგ, რაც ააფია 2003 წლის მარტში სამ შვილთან ერთად პაკისტანში გაუჩინარდა. ისინი მიუთითებენ ფარვანის საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი პატიმრების კომენტარებზე, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ციხეში ნახეს ქალი და ეს იყო სიდიკი. [14] მისმა დამ განაცხადა, რომ სიდიკის ხუთი წლის განმავლობაში აუპატიურებდნენ და აწამებდნენ. [15] [16] ბრიტანელი ჟურნალისტის ივონ რიდლის თქმით, სიდიკიმ ეს წლები ბაგრამის ციხეში იზოლირებულ საკანში გაატარა, როგორც 650-ე პატიმარმა. ექვსმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის Amnesty International-მა მას აშშ-ს ხელისუფლების " პატიმარი მოჩვენება" უწოდა. [4] [13] თავად სიდიკი ამტკიცებს, რომ იგი გაიტაცეს ამერიკის შეერთებული შტატების და პაკისტანის სადაზვერვო სააგენტოებმა. [4]
2008 წლის მოვლენები
რედაქტირება2008 წელს ამერიკის ხელისუფლებამ მოულოდნელად გაავრცელა ცნობა სიდიკის დაპატიმრების შესახებ ავღანეთში. მათივე ინფორმაციით, 17 ივლისს ადგილობრივმა პოლიციამ იგი დააკავა, 18 ივლისს კი მასთან FBI-ის ორი აგენტი, ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო თარჯიმნები მივიდნენ. ასევე, მათი გადმოცემით, [6] [17] [18] ოთახი, სადაც ააფია დაკითხეს, ფარდით იყო გაყოფილი, რომლის უკანაც სიდიკი იმყოფებოდა. [18] ერთ-ერთმა სამხედრომ დატოვა თავისი M4 ავტომატი ფარდასთან, ხოლო სიდიკიმ აიღო ავტომატი [17] [18] და გაისროლა, სამხედროს ჩვენების მიხედვით, „ორჯერ მაინც“, თუმცა ტყვია არავის მოხვედრია. მთარგმნელებმა მას ავტომატის წართმევა დაუპირეს, რის შემდეგაც იმავე სამხედრომ მას პისტოლეტიდან ესროლა.
სასამართლო
რედაქტირება18 თვიანი დაპატიმრების შემდეგ სიდიკის სასამართლო პროცესი დაიწყო ნიუ-იორკში 2010 წლის 19 იანვარს [19] [20] [21] პირველ შეხვედრაზე სიდიკიმ განაცხადა, რომ იცოდა, ვინ განახორციელა ტერორისტული აქტები შეერთებულ შტატებში 11 სექტემბერს: [22] [23]
„მინდა დავეხმარო შეერთებული შტატების პრეზიდენტს ამ ჯგუფთან გამკლავებაში... ეს არის შიდა, ამერიკული ჯგუფი; ისენი არ არიან მუსლიმები.“
|
სიდიკის დამცველებმა განაცხადეს, რომ არ არსებობს სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ოთახში ავტომატიდან ისროდნენ. [23] მათ აღნიშნეს, რომ აშშ-ს მთავრობის ცხრა მოწმემ წარმოადგინა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ოთახში, ზუსტად სად იმყოფებოდნენ ისინი და რამდენი გასროლა მოხდა. [2] პაკისტანის Associated Press-ის ცნობით, FBI-ის ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტმა კარლო როსატიმ ჩვენება მისცა ფედერალურ სასამართლოში, იყო თუ არა სროლა M-4 ავტომატიდან სავარაუდო დანაშაულის ადგილზე; FBI-ს აგენტმა აჩვენა, რომ სიდიკის თითის ანაბეჭდები ასევე არ იყო ნაპოვნი ამ ავტომატზე. ასევე, ერთი მოწმე ამტკიცებდა, რომ სიდიკი მუხლებზე იდგა, როცა მოხდა გასროლა, მეორეს ჩვენების მიხედვით კი — იგი ფეხზე იდგა. [24] სიდიკიმ განაცხადა, რომ არ სურდა ვინმეს მის გამო შური ეძია. განაჩენის დროს, შესაძლო გასაჩივრებაზე საუბრისას მან თქვა: „მე მივმართავ ღმერთს და ის მომისმენს“.
მტკიცებულების სახით პროკურორმა წარადგინა ის ფაქტი, რომ დაკავებისას ააფიას აღმოუჩინეს ჩანაწერები "ბინძური ბომბების", ნატრიუმის ციანიდის შესახებ, ასევე მას ჰქონდა ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობების სია.
მოსამართლე ბერმანმა განაჩენის გამოტანისას თქვა, რომ სიდიკის სურდა ამერიკის და ამერიკელების განადგურება, რაზეც მან უპასუხა, რომ მან აპატია სამხედრო პირს, რომელმაც ესროლა და ასევე აპატია მოსამართლეს, და განაცხადა - ” მე მუსლიმი ვარ, მაგრამ მიყვარს ამერიკა. მე არ მინდა სისხლი დაიღვაროს, მე მხოლოდ მშვიდობა მინდა და არ მინდა ომი“. [25]
რეაქცია
რედაქტირებაომის საწინააღმდეგო აქტივისტმა სინდი შიჰანმა გააკრიტიკა განაჩენი, მთელი სასამართლო პროცესი და განაცხადა, რომ ეს იყო "კენგურუს სასამართლო", მოსამართლით, რომელიც თავიდანვე ღიად მიკერძოებული იყო. [26]
სიდიკის ამჟამინდელმა ადვოკატმა, თინა მ. ფოსტერმა განაცხადა, რომ სიდიკის დაჭრა ავღანეთში, მისი გაგზავნა ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე და მისი იძულებით გადაყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებში არის უკანონო ქმედებები და უკანონო ექსტრადიცია. [27]
2009 წლის აგვისტოში, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იუსუფ რეზა გილანი შეხვდა სიდიკის დას საკუთარ რეზიდენციაში და დაარწმუნა იგი, რომ პაკისტანი მოითხოვდა სიდიკის ექსტრადიციას შეერთებული შტატებიდან. [28] პაკისტანის მთავრობამ 2 მილიონი დოლარი დახარჯა სამ ადვოკატზე სასამართლო პროცესის დროს სიდიკის დასაცავად. სასამართლო პროცესის დროს სიდიკის ბევრი მხარდამჭერი იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში, ასევე ათობით ადამიანი შეიკრიბა სასამართლოს შენობის წინ მისი გათავისუფლების მოთხოვნით.
განაჩენის შემდეგ ათასობით სტუდენტმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა აქტივისტმა პაკისტანში საპროტესტო აქცია მოაწყო. [14] ზოგიერთი სკანდირებდა ანტიამერიკულ ლოზუნგებს. მომიტინგეებმა დაწვეს ამერიკის დროშები და პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფიგურები. [29] სიდიკის და აქტიურად მონაწილეობდა ამ აქციებში. [7] .
პაკისტანის საელჩომ ვაშინგტონში შეშფოთება გამოთქვა განაჩენის გამო და განაცხადა, რომ ის ექსტრადიციას მოითხოვდა.
News International-მა, პაკისტანის უდიდესმა ინგლისურენოვანმა ტაბლოიდმა, 2010 წლის 3 მარტს გამოაქვეყნა ისლამაბადში ჟურნალ Criterion-ის აღმასრულებელი რედაქტორის თალატ ფარუკის წერილი, რომელშიც იგი წერდა განაჩენით გამოწვეულ ანტიამერიკანიზმის ტალღაზე: [30]
„მემარჯვენე პარტიებმა კიდევ ერთხელ გაათამაშეს ანტიამერიკანიზმის კარტი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად....“
|
პაკისტანის რეაქციაზე New York Times-ის სტატიაში ნათქვამია, რომ საქმის ფაქტები "სადავო და ხშირად საკამათოა" და რომ "პაკისტანის მედია ზოგადად ასახავს სასამართლო პროცესს, როგორც "ფარსს" და უსამართლობის მაგალითს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუსლიმების მიმართ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ. “
2010 წლის სექტემბერში პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჰმან მალიქმა წერილი გაუგზავნა აშშ-ს გენერალურ პროკურორს სიდიკის ექსტრადიციის მოთხოვნით პაკისტანში. მან დაწერა, რომ სიდიკის საქმე პაკისტანში საზოგადოების შეშფოთების საგანი გახდა და მისი ექსტრადიცია შეერთებული შტატების კეთილ ზრახვების მაჩვენებელი იქნებოდა.
2014 წლის აგვისტოში გაირკვა, რომ გამტაცებლებმა, რომლებმაც აიღეს პასუხისმგებლობა ამერიკელი ფოტორეპორტიორის ჯეიმზ ფოლის სიკვდილით დასჯაზე, ახსენეს ააფია სიდიკი ფოლის ოჯახისადმი მიწერილ წერილში. მასში წერილის ავტორებმა ის მოიხსენიეს, როგორც „და“ და რომ „ისლამური სახელმწიფო “ მზად იყო ფოლი მის სანაცვლოდ დაებრუნებინა შეერთებულ შტატებში, რაზეც შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა. [31]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Neumeister, Larry (2008-08-23). „Clashing views of MIT grad suspected of terrorism“. Fox News. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-26. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ 2.0 2.1 Hughes, C. J. (2010-02-03). „Aafia Siddiqui Guilty of Shooting at Americans in Afghanistan“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-10. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ Weiser, Benjamin (2008-07-18). „Scientist Gets 86 Years for Firing at Americans“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-30. ციტირების თარიღი: 2010-09-23.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Bartosiewicz, Petra (2010-01-18). „Al-Qaeda Woman? Putting Aafia Siddiqui on Trial“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-22. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ Brittain, Victoria (2011-02-14). „The Siddiqui Case“. Counterpunch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-23. ციტირების თარიღი: 2011-03-03.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Scroggins, Deborah (2005-03-01). „The Most Wanted Woman in the World“. Vogue, reprinted by 'Access My Library'. დაარქივებულია ორიგინალიდან (Limited access, subscription required) — 2012-12-09.
- ↑ 7.0 7.1 Mashood, Salman (2010-03-05). „U.S. Sees a Terror Threat; Pakistanis See a Heroine“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-09. ციტირების თარიღი: 2010-03-06.
- ↑ Gunaratna, Rohan (2003-03-03). „Womaniser, joker, scuba diver: the other face of al-Qaida's No 3“. The Guardian(UK). London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-22. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 9.0 9.1 9.2 „Mystery of Siddiqui disappearance“. BBC News. 2008-08-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-05. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Stockman, Farah (2008-08-12). „Activist turned extremist, US says; Ex-Hub woman tied to Al Qaeda“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ Von Mittelstaedt, Juliane. (2008-11-27) America's Most Wanted: 'The Most Dangerous Woman in the World'. News – International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-03. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ Walsh, Declan (2009-11-24). „The mystery of Dr Aafia Siddiqui“. London: The Guardian (UK). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-13. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 13.0 13.1 Stockman, Farah (2008-08-12). „Activist turned extremist, US says Ex-Hub woman tied to Al Qaeda“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Rodriguez, Alex (2010-02-03). „Is she a victim of the U.S. or is she 'Terror Mom'?“. The Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-15. ციტირების თარიღი: 2010-05-14.
- ↑ Yusuf, Huma (2008-08-06). „Pakistani woman accused of aiding Al Qaeda operatives appears in court“. Christian Science Monitor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-24. ციტირების თარიღი: 2010-05-13.
- ↑ Goldenberg, Suzanne (2008-08-06). „Mystery of 'ghost of Bagram'- victim of rape and torture or captured in a shootout?“. London: The Guardian (UK). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-09. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ 17.0 17.1 Hytha, Michael (2010-01-19). „Pakistani Woman Ejected From Trial Over Afghan Attack“. BusinessWeek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-28. ციტირების თარიღი: 2010-02-12.
- ↑ 18.0 18.1 18.2 Schmitt, Eric (2008-08-05). „American-trained neuroscientist charged with trying to kill U.S. soldiers in Afghanistan“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-16. ციტირების თარიღი: 2010-04-10.
- ↑ Gendar, Alison (2010-01-14). „'Lady Al Qaeda' trial: Suspected terrorist Aafia Siddiqui tossed from courtroom after outburst“. New York Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2010-05-14.
- ↑ Gendar, Alison (2010-01-14). „'Lady Al Qaeda' cries foul: Accused terrorist Aafia Siddiqui says toss Jews from jury pool“. New York Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2010-05-14.
- ↑ Staff reporter (2010-01-16). „Exclude Jew jurors, demands Dr Aafia“. Pak Tribune (Pakistan). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-19. ციტირების თარიღი: 2010-03-07.
- ↑ Hurtado, Patricia (2010-02-04). „Pakistani Scientist Guilty of Attack on Soldiers, FBI Agents“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2010-03-07.
- ↑ 23.0 23.1 McQuillan, Alice (2010-01-19). „Reputed al-Qaida Supporter Rants at Opening Day of Trial“. NBC New York. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-04-18. ციტირების თარიღი: 2011-04-19.
- ↑ Dawn staff (2010-01-21). „Witnesses’ accounts differ at Dr. Aafia’s trial“. Dawn (Pakistan). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-22. ციტირების თარიღი: 2010-03-07.
- ↑ In sentencing her, Judge Berman repeated the prosecution witnesses claim that while she shot at Americans with an M-4 rifle she had said ‘I want to kill Americans’ and ‘Death to America.’ Ms. Siddiqui said that she forgave the soldier who had shot her, and the judge. She told the court: «I am a Muslim, but I do love America, too. I do not want any bloodshed. I really want to make peace and end the wars.»Weiser, Benjamin (2010-09-23). „Siddiqui Gets 86 Years for Attacking U.S. Questioners“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-11. ციტირების თარიღი: 2017-09-30.
- ↑ http://english.aljazeera.net/indepth/opinion/2010/10/20101016133711604162.html დაარქივებული 2011-10-19 საიტზე Wayback Machine. >> Injustice in the age of Obama
- ↑ 'Aafia Siddiqui: The Woman ISIS Wanted to Trade for Foley, Then Sotloff' დაარქივებული 2014-10-24 საიტზე Wayback Machine. , Newsweek, September 16, 2014. Retrieved 21 October 2014.
- ↑ Kearney, Christine (3 September 2009). „Pakistan to pay for lawyers of Qaeda suspect in U.S“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 19 April 2011.
- ↑ Hays, Hays (4 February 2010). „NYC conviction doesn't silence Pakistani scientist“. London: The Guardian (UK). Associated Press. ციტირების თარიღი: 14 May 2010.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. (2010-03-03).
- ↑ ISIS Email to James Foley Family Released as Nations Begin Hunt for Killer (2014-08-22). ციტირების თარიღი: 2014-10-29