Орёл & решка

უკრაინული ტელეგადაცემა

Орёл & решка, აგრეთვე Орёл и решка (ქართ. არიოლი და რეშკა, სიტყვასიტყვით - მონეტაზე გამოსახული არწივი და წარწერა) — უკრაინული შემეცნებითი გადაცემა მოგზაურობაზე. საპრემიერო ჩვენება და პირველი ტრანსლაციები უკრაინულ ტელეარხ „Интер“-ზე შედგა. გადაცემის ჩვენება აგრეთვე შემდეგ არხებზე მიმდინარეობს: „К1“ (უკრაინა), „Пятница!“ (რუსეთი), „Седьмой канал“ (ყაზახეთი)[2], „ТТV“ (პოლონეთი) და „Беларусь 2“ (ბელარუსი).

Орёл & решка
ჟანრი სამოგზაურო შოუ
ავტორი ელენა სინელნიკოვა
შეიმუშავა TeenSpirit Studio
სცენარი სერგეი სიმანჩუკი
დარია კობიაკოვა
რეჟისორი ევგენი სინელნიკოვი
ანტონ შჩერბაკოვი
ვასილი ხომკო
იაროსლავ ანდრუშჩენკო
წამყვანი ალან ბადოევი
ჟანა ბადოევა
ანდრეი ბედნიაკოვი
ლესია ნიკიტიუკი
ანასტასია კოროტკაია
კოლია სერგა
რეგინა ტოდორენკო
ევგენი სინელნიკოვი
პეტრე რომანოვი
გახმოვანება ევგენი სინჩუკოვი
ალან ბადოევი
ჟანა ბადოევა
ანდრეი ბედნიაკოვი
ლესია ნიკიტიუკი
ანასტასია კოროტკაია
კოლია სერგა
რეგინა ტოდორენკო
ევგენი სინელნიკოვი
პეტრე რომანოვი
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ენა რუსული
სეზონი 13
ეპიზოდი 246
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ნათელა კრაპივინა[1]
ელენა სინელნიკოვა
ადგილ(ებ)ი მთელი მსოფლიო
ოპერატორი კონსტანტინ ლობოდა
ოლეგ ავილოვი
რედაქტორ(ებ)ი ნიკიტა ჩიჟოვი
ხანგრძლივობა 37-48 წუთი
ეთერი
ორიგინალური არხი უკრაინის დროშა Интер
რუსეთის დროშა Пятница!
ჩვენების ფორმატი 16:9
აუდიო ფორმატი სტერეო
ეთერში 13 თებერვალი 2011 — მიმდინარეობს
ქრონოლოგია
შემდეგი Орёл & решка. Шопинг
დაკავშირებული შოუები Мир наизнанку
Верю — не верю
რესურსები ინტერნეტში
საიტი

აღწერა რედაქტირება

ყოველ შაბათ-კვირას ორი წამყვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. გადაცემის წესების მიხედვით, ერთ-ერთმა მათგანმა ორი დღე 100$-ით უნდა იცხოვროს (ევროპის ქვეყნების შემთხვევაში - 70€ ან მეტი, მიმდინარე გაცვლითი კურსის მიხედვით), ხოლო მეორეს შეუზღუდავი რაოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლია, რომელიც „ოქროს“ საბანკო ბარათზე ინახება. იმის გასარკვევად თუ ვინ გახდება „ოქროს ბარათის“ მფლობელი, წამყვანები ყოველი მოგზაურობის დასაწყისში მონეტას აგდებენ და ყველაფერს „არიოლი“ და „რეშკა“ წყვეტს[3]. „არიოლის“ დაჯდომის შემთხვევაში, ოქროს ბარათი იმ წამყვანს გადაეცემა რომელმაც მონეტა ააგდო, მის პარტნიორს კი - 100$[4], ხოლო „რეშკის“ შემთხვევაში პირიქით. ერთადერთი შემთხვევა როდესაც გამარჯვებულმა წამყვანმა თავის მეწყვილეს ოქროს ბარათი დაუთმო, გადაცემის მე-15, თბილისში გადაღებული ეპიზოდი იყო, მაშინ ალანმა ბარათი ჟანას მისცა.

გადაცემის მიმდინარეობისას, წამყვანები მაყურებლებს ამ ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობებს აცნობენ. ეუბნებიან სასტუმროების სახელებს და ამა თუ იმ მომსახურების ფასებს.

გადაცემის მეორე სეზონში სპონსორის სახით ერთ-ერთი უკრაინული ღვინის მწარმოებელი კომპანიის გაჩენამ, ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. რომლის თანახმადაც ოქროს ბარათის მფლობელი წამყვანი ქალაქში დაბეჭდილ ბოთლს მალავს, რომელშიც 100$ და წერილია ჩადებული. ბოთლის მპოვნელებს, გადაცემაში ამ პროცესის ამსახველი ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნას თხოვენ[5].

წამყვანები რედაქტირება

გადაცემის 1-ლი სეზონის წამყვანები უკრაინელი რეჟისორი ალან ბადოევი და იმ დროს მისი ცოლი, მსახიობი ჟანა ბადოევა იყვნენ. მე-2 სეზონში ბადოევმა პროექტი დატოვა და მხოლოდ სარეჟისორო საქმიანობაზე გადართვა გადაწყვიტა. იგი მსახიობმა და პაროდისტმა ანდრეი ბედნიაკოვმა შეცვალა, რომელმაც მე-2 და მე-3 სეზონებში ჟანასთან ტანდემში იმუშავა. მე-4 და მე-5 სეზონებში ჟანას ადგილი შოუ „Розсміши коміка“-ს გამარჯვებულმა ლესია ნიკიტიუკმა დაიკავა. გადაცემის მე-6 და მე-7 სეზონს ანდრეი ბედნიაკოვი ნასტია კოროტკაიასთან, იმ დროს საცოლესთან ერთად უძღვებოდა[6].

მე-8 სეზონში გადაცემის ახალი წამყვანები უკრაინელი მომღერლები კოლია სერგა და რეგინა ტოდორენკო გახდნენ. მე-9 სეზონში მუსიკალური კარიერის გამო პროექტიდან წასული კოლია, გადაცემის რეჟისორმა და თანაავტორმა ევგენი სინელნიკოვმა შეცვალა.

„საიუბილეო“ მე-10 და მე-11 სეზონებს (2010 წელს გადაცემის პირველი სეზონის დაწყებიდან 5 წლის იუბილის აღსანიშნავად) ყველა ის წამყვანი უძღვებოდა რომლებიც პროექტს მისი დაარსების დღიდან, პერიოდულად ჰყავდა.

2015 წლის დეკემბერში სტარტი აიღო მე-12 სეზონმა სახელწოდებით „Кругосветка“ (მსოფლიოს გარშემო), რომლის გადაღებებიც 9 თვე გრძელდებოდა. წამყვანების ლესია ნიკიტიუკისა და რეგინა ტოდორენკოს გარდა, მასში მონაწილეობდნენ პროექტის გენერალური დირექტორი ელენა სინელნიკოვა, რეჟისორები ევგენი სინელნიკოვი და იაროსლავ ანდრუშჩენკო, ოპერატორები დიმიტრი ოხრიმენკო, ოლეგ შევჩიშინი და ოლეგ ავილოვი. 24-ე გადაცემის შემდეგ ლესიამ გადაცემა თავისი ახალი შოუს გამო დატოვა[7]. იგი რუსმა კინომსახიობმა პეტრე რომანოვმა ჩაანაცვლა.

2016 წლის ბოლოს მე-13 სეზონის გადაღებები დაიწყო, რომელიც მსოფლიოს ნამდვილ სამოთხესა და ყველაზე ჯოჯოხეთურ ადგილებს ეხება[8]. ამ სეზონის წამყვანები კვლავ ლესია და რეგინა გახდნენ.

2017 წლის მარტში მე-13 სეზონის პარალელურად დაიწყო მე-14 სეზონის „Перезагрузка“ (გადატვირთვა) გადაღებები, რომელიც მიზნად ისახავს გადაცემის ადრეულ გამოშვებებში ნაჩვენები ადგილების გამეორებას. უფრო კონკრეტულად, რა შეიცვალა ამ ქვეყანაში თუ ქალაქში, რა გაჩნდა ახალი და რისი გადაღება ვერ მოახერხეს პირველ გადაცემებში. ამ სეზონის წამყვანები უკრაინელი დიჯეი ანტონ პტუშკინი და რუსი ტელეწამყვანი და ვიდეობლოგერი ანასტასია ივლეევა გახდნენ.


სეზონი წამყვანი (მამაკაცი) წამყვანი (ქალი)
1 სეზონი ალან ბადოევი ჟანა ბადოევა
2 სეზონი ანდრეი ბედნიაკოვი
3 სეზონი
4 სეზონი ლესია ნიკიტიუკი
5 სეზონი
6 სეზონი - „საკურორტო“ ნასტია კოროტკაია
7 სეზონი - „უკან სსრკ-ში“
8 სეზონი - „სამყაროს დასალიერში“ კოლია სერგა რეგინა ტოდორენკო
9 სეზონი - „შეუსწავლელი ევროპა“ ევგენი სინელნიკოვი
10 სეზონი - საიუბილეო (ნაწილი 1) ალან ბადოევი[9], ანდრეი ბედნიაკოვი,
კოლია სერგა, ევგენი სინელნიკოვი.
ჟანა ბადოევა, ლესია ნიკიტიუკი,
ნასტია კოროტკაია, რეგინა ტოდორენკო.
11 სეზონი - საიუბილეო (ნაწილი 2) ალან ბადოევი, ანდრეი ბედნიაკოვი,
კოლია სერგა, ევგენი სინელნიკოვი.
ლესია ნიკიტიუკი,
ნასტია კოროტკაია, რეგინა ტოდორენკო.
12 სეზონი - „მსოფლიოს გარშემო“ პეტრე რომანოვი (25 - 40 გამოშვებები) ლესია ნიკიტიუკი (1 - 24 გამოშვებები), რეგინა ტოდორენკო
13 სეზონი - „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ ლესია ნიკიტიუკი, რეგინა ტოდორენკო
14 სეზონი - „გადატვირთვა“ ანტონ პტუშკინი ანასტასია ივლეევა

ეპიზოდების სია რედაქტირება

პირველი სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (1)   ნიუ-იორკი დოლარი ალანი 13 თებერვალი, 2011
2 (2)   ლას-ვეგასი დოლარი ალანი 20 თებერვალი, 2011
3 (3)   სან-ფრანცისკო დოლარი ჟანა 27 თებერვალი, 2011
4 (4)   ლოს-ანჯელესი დოლარი ალანი 6 მარტი, 2011
5 (5)   ბარსელონა ევრო ალანი 13 მარტი, 2011
6 (6)   იორდანია დოლარი ალანი 20 მარტი, 2011
7 (7)   ისრაელი დოლარი ჟანა 27 მარტი, 2011
8 (8)   რომი ევრო ჟანა 10 აპრილი, 2011
9 (9)   მადრიდი ევრო ალანი 17 აპრილი, 2011
10 (10)   მილანი ევრო ჟანა 24 აპრილი, 2011
11 (11)   პნომპენი დოლარი ალანი 1 მაისი, 2011
12 (12)   ბანგკოკი დოლარი ალანი 8 მაისი, 2011
13 (13)   ხოშიმინი დოლარი ჟანა 15 მაისი, 2011
14 (14)   ბაქო დოლარი ალანი 22 მაისი, 2011
15 (15)   თბილისი დოლარი ჟანა 29 მაისი, 2011
მეორე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (16)   მეხიკო დოლარი ჟანა 3 სექტემბერი, 2011
2 (17)   ჰავანა დოლარი ჟანა 10 სექტემბერი, 2011
3 (18)   ამსტერდამი ევრო ანდრეი 17 სექტემბერი, 2011
4 (19)   კანკუნი დოლარი ანდრეი 24 სექტემბერი, 2011
5 (20)   ბათუმი დოლარი ჟანა 1 ოქტომბერი, 2011
6 (21)   პარიზი ევრო ანდრეი 8 ოქტომბერი, 2011
7 (22)   სტამბოლი დოლარი ჟანა 15 ოქტომბერი, 2011
8 (23)   ბერლინი ევრო ჟანა 22 ოქტომბერი, 2011
9 (24)   ათენი ევრო ანდრეი 29 ოქტომბერი, 2011
10 (25)   დუბაი დოლარი ანდრეი 5 ნოემბერი, 2011
11 (26)   კატმანდუ დოლარი ჟანა 12 ნოემბერი, 2011
12 (27)   მუმბაი დოლარი ჟანა 19 ნოემბერი, 2011
13 (28)   ჩიკაგო დოლარი ანდრეი 3 დეკემბერი, 2011
14 (29)   ახალი ორლეანი დოლარი ჟანა 10 დეკემბერი, 2011
15 (30)   დალასი დოლარი ანდრეი 17 დეკემბერი, 2011
16 (31)   სტოკჰოლმი დოლარი ჟანა 24 დეკემბერი, 2011
17 (32)   ლაპლანდია ევრო ანდრეი 31 დეკემბერი, 2011
მესამე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (33)   პეკინი დოლარი ჟანა 11 თებერვალი, 2012
2 (34)   ჰონგ-კონგი დოლარი ანდრეი 18 თებერვალი, 2012
3 (35)   იამაიკა დოლარი ანდრეი 25 თებერვალი, 2012
4 (36)   მაიამი დოლარი ანდრეი 3 მარტი, 2012
5 (37)   მანაგუა დოლარი ჟანა 10 მარტი, 2012
6 (38)   ბეირუთი დოლარი ჟანა 17 მარტი, 2012
7 (39)   რიო-დე-ჟანეირო დოლარი ჟანა 24 მარტი, 2012
8 (40)   სანტიაგო დოლარი ჟანა 31 მარტი, 2012
9 (41)   სან-პაულუ დოლარი ანდრეი 7 აპრილი, 2012
10 (42)   მაჩუ-პიქჩუ დოლარი ჟანა 14 აპრილი, 2012
11 (43)   ბუენოს-აირესი დოლარი ანდრეი 21 აპრილი, 2012
12 (44)   სინგაპური დოლარი ჟანა 28 აპრილი, 2012
13 (45)   შრი-ლანკა დოლარი ჟანა 5 მაისი, 2012
14 (46)   კუალა-ლუმპური დოლარი ანდრეი 12 მაისი, 2012
15-16 (47-48)   კიევი გრივნა ანდრეი 19 და 26 მაისი, 2012
მეოთხე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (49)   სანქტ-პეტერბურგი დოლარი ანდრეი 8 სექტემბერი, 2012
2 (50)   ედინბურგი დოლარი ანდრეი 15 სექტემბერი, 2012
3 (51)   ნაირობი დოლარი ანდრეი 22 სექტემბერი, 2012
4 (52)   რიგა დოლარი ლესია 29 სექტემბერი, 2012
5 (53)   ლონდონი დოლარი ანდრეი 6 ოქტომბერი, 2012
6 (54)   კოპენჰაგენი დოლარი ანდრეი 13 ოქტომბერი, 2012
7 (55)   კეიპტაუნი დოლარი ლესია 20 ოქტომბერი, 2012
8 (56)   ოლესუნი დოლარი ლესია 27 ოქტომბერი, 2012
9 (57)   პალერმო დოლარი ანდრეი 3 ნოემბერი, 2012
10 (58)   მადაგასკარი დოლარი ლესია 10 ნოემბერი, 2012
11 (59)   ლაჟვარდოვანი ნაპირი ევრო ლესია 17 ნოემბერი, 2012
12 (60)   მარაკეში დოლარი ლესია 24 ნოემბერი, 2012
13 (61)   კანარის კუნძულები ევრო ანდრეი 1 დეკემბერი, 2012
14 (62)   ლისაბონი ევრო ანდრეი 8 დეკემბერი, 2012
15 (63)   შანხაი დოლარი ლესია 15 დეკემბერი, 2012
16 (64)   ბალი დოლარი ანდრეი 22 დეკემბერი, 2012
17 (65)   სეული დოლარი ლესია 29 დეკემბერი, 2012
მეხუთე სეზონი
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (66)   ლუცერნი დოლარი ლესია 9 თებერვალი, 2013
2 (67)   ვენა ევრო ანდრეი 16 თებერვალი, 2013
3 (68)   პრაღა დოლარი ლესია 23 თებერვალი, 2013
4 (69)   ბრიუსელი ევრო ანდრეი 2 მარტი, 2013
5 (70)   ვენეცია ევრო ანდრეი 9 მარტი, 2013
6 (71)   ლა-პასი დოლარი ლესია 14 აპრილი, 2013
7 (72)   კიტო დოლარი ანდრეი 21 აპრილი, 2013
8 (73)   კოსტა-რიკა დოლარი ლესია 28 აპრილი, 2013
მეექვსე სეზონი („Курортный“ - „საკურორტო“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (74)   აბუ-დაბი დოლარი ნასტია 12 მაისი, 2013
2 (75)   ანტალია დოლარი ანდრეი 19 მაისი, 2013
3 (76)   კორსიკა ევრო ნასტია 26 მაისი, 2013
4 (77)   დუბროვნიკი დოლარი ნასტია 2 ივნისი, 2013
5 (78)   მალტა ევრო ანდრეი 9 ივნისი, 2013
6 (79)   ვალენსია ევრო ანდრეი 16 ივნისი, 2013
7 (80)   კრეტა ევრო ნასტია 23 ივნისი, 2013
8 (81)   ივისა ევრო ანდრეი 30 ივნისი, 2013
მეშვიდე სეზონი („Назад в СССР“ - უკან სსრკ-ში“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (82)   მინსკი დოლარი ნასტია 25 აგვისტო, 2013
2 (83)   ვილნიუსი დოლარი ანდრეი 1 სექტემბერი, 2013
3 (84)   ყაზანი რუბლი ანდრეი 8 სექტემბერი, 2013
4 (85)   ყირიმი გრივნა ანდრეი 15 სექტემბერი, 2013
5 (86)   კიშინიოვი დოლარი ნასტია 22 სექტემბერი, 2013
6 (87)   ოდესა გრივნა ნასტია 29 სექტემბერი, 2013
7 (88)   ტალინი ევრო ნასტია 6 ოქტომბერი, 2013
8 (89)   ბაიკალი რუბლი ანდრეი 13 ოქტომბერი, 2013
9 (90)   ვლადივოსტოკი რუბლი ნასტია 20 ოქტომბერი, 2013
10 (91)   კამჩატკა რუბლი ნასტია 27 ოქტომბერი, 2013
11 (92)   გროზნო რუბლი ნასტია 3 ნოემბერი, 2013
12 (93)   ერევანი დოლარი ანდრეი 10 ნოემბერი, 2013
13 (94)   საქართველო დოლარი ანდრეი 17 ნოემბერი, 2013
14 (95)   დუშანბე დოლარი ნასტია 24 ნოემბერი, 2013
15 (96)   ბიშკეკი დოლარი ნასტია 1 დეკემბერი, 2013
16 (97)   ალმათი დოლარი ანდრეი 8 დეკემბერი, 2013
17 (98)   ბაქო 2 დოლარი ანდრეი 15 დეკემბერი, 2013
18 (99)   კალინინგრადი რუბლი ანდრეი 22 დეკემბერი, 2013
19 (100)   ლვოვი გრივნა ნასტია 29 დეკემბერი, 2013
20 (101)   მოსკოვი რუბლი ანდრეი 31 დეკემბერი, 2013
მერვე სეზონი („На краю света“ - „სამყაროს დასალიერში“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (102)   მალდივის კუნძულები დოლარი რეგინა 2 თებერვალი, 2014
2 (103)   ადის-აბება დოლარი კოლია 9 თებერვალი, 2014
3 (104)   ტანზანია დოლარი კოლია 16 თებერვალი, 2014
4 (105)   სეიშელის კუნძულები დოლარი რეგინა 23 თებერვალი, 2014
5 (106)   მანილა დოლარი კოლია 2 მარტი, 2014
6 (107)     ბორნეო დოლარი კოლია 9 მარტი, 2014
7 (108)   ჰანოი დოლარი რეგინა 16 მარტი, 2014
8 (109)   პალაუ დოლარი კოლია 23 მარტი, 2014
9 (110)   მელბურნი დოლარი კოლია 30 მარტი, 2014
10 (111)   ოკლენდი დოლარი კოლია 6 აპრილი, 2014
11 (112)   ვანუატუ დოლარი რეგინა 13 აპრილი, 2014
12 (113)   სიდნეი დოლარი რეგინა 20 აპრილი, 2014
13 (114)   ტოკიო დოლარი რეგინა 27 აპრილი, 2014
14 (115)   კიოტო დოლარი კოლია 4 მაისი, 2014
15 (116)   ტაიბეი დოლარი კოლია 11 მაისი, 2014
16 (117)   ულან-ბატორი დოლარი კოლია 19 მაისი, 2014
17 (118)   ჰონოლულუ დოლარი კოლია 26 მაისი, 2014
18 (119)   ალასკა დოლარი კოლია 2 ივნისი, 2014
19 (120)   ტორონტო დოლარი რეგინა 9 ივნისი, 2014
20 (121)   მონრეალი დოლარი კოლია 16 ივნისი, 2014
21 (122)   ისლანდია დოლარი კოლია 23 ივნისი, 2014
22 (123)   გრენლანდია დოლარი რეგინა 30 ივნისი, 2014
23 (124)   ირლანდია ევრო კოლია 7 ივლისი, 2014
24 (125)   მავრიკი დოლარი რეგინა 14 ივლისი, 2014
25 (126)   პანამა დოლარი კოლია 21 ივლისი, 2014
26 (127)   ბოგოტა დოლარი რეგინა 28 ივლისი, 2014
27 (128)   უშუაია დოლარი რეგინა 4 აგვისტო, 2014
28 (129)   აღდგომის კუნძული დოლარი რეგინა 11 აგვისტო, 2014
მეცხრე სეზონი („Неизведанная Европа“ - „შეუსწავლელი ევროპა“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (130)   ბორდო ევრო ჟენია 8 სექტემბერი, 2014
2 (131)   ფრანკფურტი ევრო ჟენია 15 სექტემბერი, 2014
3 (132)   ნორმანდია ევრო რეგინა 22 სექტემბერი, 2014
4 (133)   როტერდამი ევრო რეგინა 29 სექტემბერი, 2014
5 (134)   სარაევო ევრო ჟენია 6 ოქტომბერი, 2014
6 (135)   ბასკეთი ევრო ჟენია 13 ოქტომბერი, 2014
7 (136)   სარაგოსა ევრო რეგინა 20 ოქტომბერი, 2014
8 (137)   ბელგრადი დოლარი რეგინა 27 ოქტომბერი, 2014
9 (138)   ფარერის კუნძულები ევრო ჟენია 3 ნოემბერი, 2014
10 (139)   ბოლონია ევრო ჟენია 10 ნოემბერი, 2014
11 (140)   კრაკოვი დოლარი რეგინა 17 ნოემბერი, 2014
12 (141)   კარპატები დოლარი რეგინა 24 ნოემბერი, 2014
13 (142)   აზორის კუნძულები ევრო ჟენია 1 დეკემბერი, 2014
14 (143)   ნოტინგემი დოლარი რეგინა 8 დეკემბერი, 2014
15 (144)   ლივერპული დოლარი რეგინა 15 დეკემბერი, 2014
16 (145)   გლაზგო დოლარი ჟენია 22 დეკემბერი, 2014
17 (146)   ტიროლი ევრო ჟენია 29 დეკემბერი, 2014
მეათე სეზონი („Юбилейный“ - „საიუბილეო“ ნაწილი 1)
ნომერი ადგილი ვალუტა წამყვანები[10] ეპიზოდის პრემიერა
1 (147)   დელი დოლარი რეგინა და ჟენია 9 თებერვალი, 2015
2 (148)   გუანჯოუ დოლარი კოლია და რეგინა 16 თებერვალი, 2015
3 (149)   ვარანასი დოლარი ლესია და ჟენია 23 თებერვალი, 2015
4 (150)   მანდალაი დოლარი ლესია და კოლია 2 მარტი, 2015
5 (151)   გვატემალა დოლარი ანდრეი და კოლია 9 მარტი, 2015
6 (152)   ლუანგპრაბანგი დოლარი ლესია და ნასტია 16 მარტი, 2015
7 (153)   კაირო დოლარი ნასტია და რეგინა 23 მარტი, 2015
8 (154)   პუერტო-რიკო დოლარი კოლია და რეგინა 30 მარტი, 2015
9 (155)   დომინიკელთა რესპუბლიკა დოლარი ნასტია და ჟენია 6 აპრილი, 2015
10 (156)   სანტიაგო-დე-კუბა დოლარი ლესია და ჟენია 13 აპრილი, 2015
11 (157)   ნეაპოლი ევრო ჟანა და ანდრეი 20 აპრილი, 2015[11]
12 (158)   ვაშინგტონი დოლარი რეგინა და ჟენია 27 აპრილი, 2015
13 (159)   ბუდაპეშტი დოლარი ჟანა და კოლია 4 მაისი, 2015
14 (160)   სიეტლი დოლარი ანდრეი და რეგინა 11 მაისი, 2015
15 (161)   არიზონა დოლარი ანდრეი და ჟენია 18 მაისი, 2015
16 (162)   სან-დიეგო დოლარი ლესია და რეგინა 25 მაისი, 2015
17 (163)   კაბო-ვერდე დოლარი ლესია და ჟენია 1 ივნისი, 2015
18 (164)   დაკარი დოლარი რეგინა და ჟენია 8 ივნისი, 2015
19 (165)   მადეირა ევრო ლესია და რეგინა 15 ივნისი, 2015
20 (166)   სევილია ევრო ალანი და ჟანა 22 ივნისი, 2015
მეთერთმეტე სეზონი („Юбилейный“ - „საიუბილეო“ ნაწილი 2)
ნომერი ადგილი ვალუტა წამყვანები[10] ეპიზოდის პრემიერა
1 (167)   ორლანდო დოლარი ანდრეი და ნასტია 17 აგვისტო, 2015
2 (168)   ბოსტონი დოლარი ალანი და რეგინა 24 აგვისტო, 2015
3 (169)   სავანა დოლარი ალანი და ნასტია 31 აგვისტო, 2015
4 (170)   იელოუსტოუნი დოლარი ანდრეი და ლესია 7 სექტემბერი, 2015
5 (171)   სალონიკი ევრო ნასტია და კოლია 14 სექტემბერი, 2015
6 (172)   ოსლო დოლარი ლესია და რეგინა 21 სექტემბერი, 2015
7 (173)   ალბანეთი დოლარი ლესია და ჟენია 28 სექტემბერი, 2015
8 (174)   შპიცბერგენი დოლარი რეგინა და ჟენია 5 ოქტომბერი, 2015
9 (175)   ვარშავა დოლარი კოლია და რეგინა 12 ოქტომბერი, 2015
10 (176)   დეტროიტი დოლარი ლესია და ჟენია 19 ოქტომბერი, 2015
11 (177)   ტრანსილვანია დოლარი კოლია და ჟენია 26 ოქტომბერი, 2015
12 (178)   კვებეკი დოლარი ლესია და რეგინა 2 ნოემბერი, 2015
13 (179)   რინო დოლარი რეგინა და ჟენია 9 ნოემბერი, 2015
14 (180)   მიუნხენი ევრო ლესია და რეგინა 16 ნოემბერი, 2015
15 (181)   ლიხტენშტაინი დოლარი ალანი და ლესია 23 ნოემბერი, 2015
16 (182)   ჰელსინკი ევრო ლესია და კოლია 30 ნოემბერი, 2015
17 (183)   მანაუსი დოლარი კოლია და რეგინა 7 დეკემბერი, 2015
18 (184)   ლიმა დოლარი ლესია და ჟენია 14 დეკემბერი, 2015
19 (185)     პატაგონია დოლარი კოლია და ჟენია 21 დეკემბერი, 2015
20 (186)   ნიუ-იორკი 2 დოლარი ალანი და ლესია 28 დეკემბერი, 2015
მეთორმეტე სეზონი („Кругосветка“ - „მსოფლიოს გარშემო“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (187)   ანტვერპენი ევრო რეგინა 15 თებერვალი, 2016
2 (188)   დიუსელდორფი ევრო რეგინა 22 თებერვალი, 2016
3 (189)   ფლორენცია ევრო რეგინა 29 თებერვალი, 2016
4 (190)   ნამიბია დოლარი ლესია 7 მარტი, 2016
5 (191)   იოჰანესბურგი დოლარი ლესია 14 მარტი, 2016
6 (192)   ჰარარე დოლარი რეგინა 21 მარტი, 2016
7 (193)   მაპუტუ დოლარი ლესია 28 მარტი, 2016
8 (194)   უგანდა დოლარი რეგინა 4 აპრილი, 2016
9 (195)   მასკატი დოლარი ლესია 11 აპრილი, 2016
10 (196)   გოა დოლარი ლესია 18 აპრილი, 2016
11 (197)   ბანგალორი დოლარი რეგინა 25 აპრილი, 2016
12 (198)   პოკჰარა დოლარი რეგინა 2 მაისი, 2016
13 (199)   დაკა დოლარი ლესია 9 მაისი, 2016
14 (200)   ფხუკეტი დოლარი ლესია 16 მაისი, 2016
15 (201)   ჩიანგმაი დოლარი რეგინა 23 მაისი, 2016
16 (202)   ჯაკარტა დოლარი ლესია 30 მაისი, 2016
17 (203)   ხაინანი დოლარი რეგინა 6 ივნისი, 2016
18 (204)   მაკაო დოლარი ლესია 13 ივნისი, 2016
19 (205)   სებუ დოლარი ლესია 20 ივნისი, 2016
20 (206)   ჰიროსიმა დოლარი ლესია 27 ივნისი, 2016
21 (207)   ოსაკა დოლარი რეგინა 4 ივლისი, 2016
22 (208)   საიპანი დოლარი რეგინა 11 ივლისი, 2016
23 (209)   ფიჯი დოლარი ლესია 18 ივლისი, 2016
24 (210)   ტაიტი დოლარი ლესია 25 ივლისი, 2016
25 (211)   ვანკუვერი დოლარი პეტია 1 აგვისტო, 2016
26 (212)   საკრამენტო დოლარი რეგინა 8 აგვისტო, 2016
27 (213)   სოლტ-ლეიკ-სიტი დოლარი პეტია 15 აგვისტო, 2016
28 (214)   გვადალახარა დოლარი პეტია 22 აგვისტო, 2016
29 (215)   აკაპულკო დოლარი პეტია 29 აგვისტო, 2016
30 (216)   ჰონდურასი დოლარი რეგინა 5 სექტემბერი, 2016
31 (217)   გუაიაკილი დოლარი პეტია 12 სექტემბერი, 2016
32 (218)   იკიტოსი დოლარი პეტია 19 სექტემბერი, 2016
33 (219)   ატაკამა დოლარი პეტია 26 სექტემბერი, 2016
34 (220)   გაიანა დოლარი რეგინა 3 ოქტომბერი, 2016
35 (221)   ასუნსიონი დოლარი პეტია 10 ოქტომბერი, 2016
36 (222)   მონტევიდეო დოლარი რეგინა 17 ოქტომბერი, 2016
37 (223)   პორტუ ევრო რეგინა 24 ოქტომბერი, 2016
38 (224)   ფესი დოლარი პეტია 31 ოქტომბერი, 2016
39 (225)   კორდოვა ევრო პეტია 7 ნოემბერი, 2016
40 (226)   ნანტი ევრო პეტია 14 ნოემბერი, 2016
მეცამეტე სეზონი („Рай и ад“ - „სამოთხე და ჯოჯოხეთი“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (227)   ტაილანდი დოლარი რეგინა 13 თებერვალი, 2017
2 (228)   ინდონეზია დოლარი ლესია 20 თებერვალი, 2017
3 (229)   მომბასა დოლარი რეგინა 27 თებერვალი, 2017
4 (230)   ვიეტნამი დოლარი ლესია 6 მარტი, 2017
5 (231)   კოლკატა დოლარი რეგინა 13 მარტი, 2017
6 (232)   კამბოჯა დოლარი რეგინა 20 მარტი, 2017
7 (233)   იამაიკა 2 დოლარი რეგინა 27 მარტი, 2017
8 (234)   სან-პედრო-სულა დოლარი რეგინა 3 აპრილი, 2017
9 (235)   კიურასაო დოლარი ლესია 10 აპრილი, 2017
10 (236)   ბაჰამის კუნძულები დოლარი რეგინა 17 აპრილი, 2017
11 (237)   კარაკასი დოლარი ლესია 24 აპრილი, 2017
12 (238)   კუინსტაუნი დოლარი ლესია 1 მაისი, 2017
13 (239)   ახალი კალედონია დოლარი რეგინა 8 მაისი, 2017
14 (240)   სოლომონის კუნძულები დოლარი ლესია 15 მაისი, 2017
15 (241)   კუინზლენდი დოლარი ლესია 22 მაისი, 2017
16 (242)   ჟენევა დოლარი ლესია 29 მაისი, 2017
17 (243)   ნიგერია დოლარი ლესია 5 ივნისი, 2017
18 (244)   განა დოლარი რეგინა 12 ივნისი, 2017
19 (245)   ტუნისი დოლარი რეგინა 19 ივნისი, 2017
20 (246)   კორფუ ევრო ლესია 26 ივნისი, 2017
მეთოთხმეტე სეზონი („Перезагрузка“ - „გადატვირთვა“)
ნომერი ადგილი ვალუტა ოქროს ბარათის მფლობელი ეპიზოდის პრემიერა
1 (247)   ჰონგ-კონგი 2 დოლარი ანტონი 14 მარტი, 2017
2 (248)   შრი-ლანკა 2 დოლარი ანტონი 21 მარტი, 2017
3 (249)   ბანგკოკი 2 დოლარი ნასტია 28 მარტი, 2017
4 (250)   კატმანდუ 2 დოლარი ანტონი 4 აპრილი, 2017
5 (251)   სინგაპური 2 დოლარი ნასტია 11 აპრილი, 2017
6 (252)   რიო-დე-ჟანეირო 2 დოლარი ანტონი 18 აპრილი, 2017
7 (253)   კიტო 2 დოლარი ნასტია 25 აპრილი, 2017
8 (254)   მეხიკო 2 დოლარი ნასტია 2 მაისი, 2017
9 (255)   კანკუნი 2 დოლარი ანტონი 9 მაისი, 2017
10 (256)   ჰავანა 2 დოლარი ანტონი 16 მაისი, 2017
11 (257)   მაიამი 2 დოლარი ანტონი 23 მაისი, 2017
12 (258)   ლას-ვეგასი 2 დოლარი ანტონი 30 მაისი, 2017
13 (259)   ლოს-ანჯელესი 2 დოლარი ნასტია 6 ივნისი, 2017
14 (260)   სან-ფრანცისკო 2 დოლარი ანტონი 13 ივნისი, 2017
15 (261)   ჩიკაგო 2 დოლარი ნასტია 20 ივნისი, 2017
16 (262)   ამსტერდამი 2 ევრო ანტონი 27 ივნისი, 2017
17 (263)   ბერლინი 2 ევრო ნასტია 4 ივლისი, 2017
18 (264)   პარიზი 2 ევრო ნასტია 11 ივლისი, 2017
19 (265)   პრაღა 2 დოლარი ანტონი 18 ივლისი, 2017

გამოუცემელი რედაქტირება

გამოუცემელი
ნაწილი ეპიზოდი ეპიზოდის პრემიერა
1 (1)   ვენეცია,   ტანზანია,   ალმათი,   ნაირობი,   რიო-დე-ჟანეირო,   ბაიკალი 18 აგვისტო, 2014
2 (2)   კიტო,   ტოკიო,   ჰონგ-კონგი,   აბუ-დაბი,   ლისაბონი,   ჩიკაგო,   მაჩუ-პიქჩუ 25 აგვისტო, 2014
3 (3)   ისლანდია,   სეული,   მავრიკი,   ჰონგ-კონგი,   სანქტ-პეტერბურგი 1 სექტემბერი, 2014
საიუბილეო სეზონი.
გამოუცემელი
1 (4)   ნეაპოლი,   ელ-სუვაირა,   ნიუ-დელი,   კაირო,   აზორის კუნძულები 3 აგვისტო, 2015
2 (5)   ლუანგპრაბანგი,   ლა-პასი,   ნიუ-დელი,   გვატემალა,   სევილია,   ისლანდია 10 აგვისტო, 2015
მსოფლიოს გარშემო.
გამოუცემელი
1 (6)   ანტვერპენი,   იკიტოსი,   პოკჰარა,   ჰარარე 21 ნოემბერი, 2016
2 (7)   მაპუტუ,   ასუნსიონი,   ტაიტი,   ჰონდურასი 28 ნოემბერი, 2016
3 (8)   ვანკუვერი 5 დეკემბერი, 2016
4 (9)   უგანდა,   მასკატი 12 დეკემბერი, 2016

სპეციალური გამოშვებები რედაქტირება

ნომერი ადგილი ვალუტა წამყვანები[10] ეპიზოდის პრემიერა
1 (1)   სოჭი დოლარი ჟანა ბადოევა და ანტონ ლავრენტიევი 19 აგვისტო, 2016

არგადაღებული ეპიზოდები რედაქტირება

მეშვიდე სეზონი („უკან სსრკ-ში“)
ადგილი წამყვანები ეპიზოდის გაუქმების მიზეზი
  ტაშკენტი ანდრეი და ნასტია გადამღებმა ჯგუფმა უზბეკეთის ხელისუფლებისგან გადაღების ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო.
  სამარყანდი
  აშხაბადი გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო თურქმენეთის ვიზა.
მეათე სეზონი („საიუბილეო“)
  ელ-სუვაირა ლესია და კოლია გადამღებმა ჯგუფმა მაროკოში ჩასვლის შემდეგ გადაღების ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო.
მეთორმეტე სეზონი („მსოფლიოს გარშემო“)
  თეირანი ლესია და რეგინა გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო ირანის ვიზა.
  დოჰა გადამღებმა ჯგუფს კატარმა ვიზა არ გაუხსნა.
  კუინსტაუნი გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო ახალი ზელანდიის ვიზა.

რეგიონალური ვერსიები რედაქტირება

გადაცემის მე-7 სეზონი „უკან სსრკ-ში“ ტელეკომპანია „Интер“-ისა (უკრაინა) და „Пятница!“-სთვის (რუსეთი) სხვადასხვა რედაქციით მომზადდა. ვერსიები ერთმანეთისგან სპონსორებითა და ვალუტით განსხვავდებოდა: უკრაინისთვის ყველა ხარჯი გრივნებში იყო მითითებული, ხოლო რუსეთისთვის - რუბლებში. აღსანიშნავია, რომ შესავალში და აეროპორტში 1 საბჭოთა მანეთის აგდება ხდება, ხოლო ტელეარხ „Интер“-ის ეთერში გასულ ვერსიაში ის 1 გრივნის მონეტით იყო შეცვლილი.

Орёл & решка. Новый год რედაქტირება

„Орёл & решка. Новый год“ — საახალწლო სერიალი, რომელშიც მე-12 სეზონის („მსოფლიოს გარშემო“) ყველა მონაწილე ფიგურირებს - რეგინა ტოდორენკო, პეტრე რომანოვი, ევგენი სინელნიკოვი, ელენა სინელნიკოვა, ოლეგ ავილოვი, ოლეგ შევჩიშინი და იაროსლავ ანდრუშჩენკო.

სცენარით, პირველი ნაწილის მოქმედება სოფელ რეშკინოში, ხის სახლში ვითარდება. თითქოს გადამღები ჯგუფი ახლახან დაბრუნდა მოგზაურობიდან და ახალი წლის ჩვეულებრივი ხალხივით აღნიშვნა გადაწყვიტეს. მაგრამ სადღესასწაულო მზადება ასეთი მშვიდი არ შეიძლება იყოს, ამიტომ თანდათანობით სახლში სტუმრები ლესია ნიკიტიუკი, მარია ივაკოვა და ჟანა ბადოევა მიდიან. საქმესთან ერთად გმირები იხსენებენ „მსოფლიოს გარშემო“ გადამხდარ თავგადასავლებს: რას ჭამდნენ, როგორ კამათობდნენ, როგორ ძლებდნენ სიყვარულის გარეშე, რა დანაკარგები ჰქონდათ მათ მოგზაურობისას და ა.შ. მეორე ნაწილში, 1 იანვრის დილას, ყველანი აჩნევენ არაჩვეულებრივ მოვლენებს: რეგინა აზრებს კითხულობს, იაროსლავს ეუბნებიან ყველაფერს რასაც მასზე ფიქრობენ, ოლეგ ავილოვს თმები ამოუვიდა, ხოლო ჟენიას ყველაფერი უკვირს! მაგრამ გადაცემის „ხმის“ (ევგენი სინჩუკოვი) დახმარებით, პერსონაჟები იგებენ, რომ მათ მიერ 12 საათზე ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდა. პეტრე რომანოვი სურვილისამებრ სანაპიროზე „ოქროს ბარათით“ აღმოჩნდა. ყველა მის საძებნელად მიეშურება. სერიის ბოლოში მოგზაურები თავიანთ მეგობარს ურეკავენ ტაიტიზე, სადაც ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და მას სთხოვენ გმირების მიერ ჩაფიქრებული სურვილების გაუქმება ისურვოს. ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება და მოგზაურები გადაცემის გაგრძელების გადასაღებად მიდიან.

გადაღება 2016 წლის დეკემბერში, კიევის ოლქში მიმდინარეობდა. ჩვენება ტელეკომპანია „Пятница!“-ს ეთერში 31 დეკემბერსა და 1 იანვარს გაიმართა. გაურკვეველი მიზეზების გამო სერიალის ჩვენება „Интер“-ის ეთერში არ შედგა. სულ 2 საათნახევრიანი სერია გამოვიდა.

სქოლიო რედაქტირება

  1. ДУСЯ (8 апреля 2013). „ПРОДЮСЕР СВЕТЛАНЫ ЛОБОДЫ НАТЕЛЛА КРАПИВИНА: «МЫ РЕШИЛИ В НАШЕЙ СТРАНЕ БОЛЬШЕ НЕ УЧАСТВОВАТЬ В ТЕЛЕПРОЕКТАХ»“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-11-16. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. ВсёТВ - "Интер" продолжит показ популярного travel show "Орел и решка". ციტირების თარიღი: 2013-03-09.
  3. Даша АЛИШЕВСКАЯ (14.10.2013). „Шоу «Орел и решка» собирается в Сомали?“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2013-10-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. Как правило, программу ведут мужчина и женщина, при этом монету бросает мужчина-ведущий. Соответственно, если монета выпадает «орлом», золотая карта достаётся мужчине, а женщина-ведущая уходит с $100. Однако, в связи с тем, что в 10-м и 11-м сезонах некоторые выпуски ведут двое мужчин или две женщины, золотая карта достаётся тому (или той), кто подбросил монету, если она выпала «орлом».
  5. Евгений Ленов (25.10.2011). "Орёл и решка": первый клад найден в Стамбуле“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2013-10-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. «Орел и решка»: как нельзя брендировать туристический Кыргызстан
  7. Леся Никитюк ушла из шоу «Орел и решка» ради идеального мужчины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
  8. В «Орле и решке» покажут адские и райские уголки мира
  9. მხოლოდ საფინალო გამოშვება.
  10. 10.0 10.1 10.2 ოქროს ბარათის მფლობელი გამოყოფილია მუქი შრიფტით.
  11. უცნობი მიზეზის გამო, უკრაინაში (ტელეკომპანია „Интер“) 157-ე ეპიზოდი 156-ზე უფრო ადრე გავიდა ეტერში.