გრენლანდია (დან. Grønland – „მწვანე ქვეყანა“; გრენ. Kalaallit Nunaat – „ადამიანთა მიწა“) — კუნძული ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და ატლანტის ოკეანეში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია.

გრენლანდია
Kalaallit Nunaat
Grønland
გრენლანდია
გრენლანდიის
დროშა გერბი
ჰიმნი: შენ, ჩვენო უძველესო ქვეყანავ
გრენლანდიის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ნუუკი
64°10′ ჩ. გ. 51°43′ დ. გ. / 64.167° ჩ. გ. 51.717° დ. გ. / 64.167; -51.717
ოფიციალური ენა გრენლანდიური, დანიური
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ფრედერიკ X
 -  გრელანდიის მთავარი კომისარი მიხაელა ენგელი
 -  პრ.-მინისტრი კუპიკ კლეისტი
ფართობი
 -  სულ 2 166 086 კმ2 (მე-12)
 -  წყალი (%) 83.1
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 56 615[1] (138-ე)
 -  სიმჭიდროვე 0,027 კაცი/კმ2 (241-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $2.122 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $37,517 
აგი (2010) 0.927[2] 
ვალუტა დანიური კრონა (DKK)
დროის სარტყელი UTC±00:00-დან UTC-04:00-მდე
ქვეყნის კოდი GRL
Internet TLD .gl
სატელეფონო კოდი 298

გრენლანდია მსოფლიოს უდიდესი კუნძულია. ფართობი — 2 166 086 კმ². მოსახლეობა (2005, აღწ.) — 56 375 ადამიანი, მათ შორის 90% – ესკიმოსები.

1386 წლიდან კუნძული ეკუთვნოდა ნორვეგიას, 1814 წელს კი დანიის დაქვემდებარებაში მოექცა. 1979 წელს დანიის პარლამენტმა გრენლანდიას ფართო ავტონომია მიანიჭა.

ადმინისტრაციული ცენტრი — ნუუკი (გოტჰობი).

ეტიმოლოგია რედაქტირება

 
გრენლანდიის რუკა

სახელი გრენლანდია მოდის ძველი სკანდინავიელი მოსახლეებისგან. ისლანდიელებზე საგებში მოთხრობილია ერიკ წითურის შესახებ, რომელიც დაიბადა ნორვეგიაში და შემდეგ ის ისლანდიიდან მკვლელობის გამო გადაასახლეს. ის თავის ოჯახსა და ტრელებთან ერთად ჩაჯდა გემებში და მიწის საპოვნელად გაცურა ჩრდილო-დასავლეთით. მიწის აღმოჩენის შემდეგ ახალმოსახლეების მოზიდვის იმედით მას Grœnland (გრენლანდია) უწოდა.[3][4][5]

ისტორია რედაქტირება

ადრეული პალეო-ესკიმოსური კულტურები რედაქტირება

პრეისტორიული გრენლანდია რამდენიმე წარმატებული პალეო-ესკიმოსური კულტურის კერას წარმოადგენდა, რომელთა შესახებაც მხოლოდ არქეოლოგიური ნაშთებითაა ცნობილი. ეს კულტურები ქრისტეშობამდე დაახ. 2500-800 წლებში ვითარდებოდა.

სამხრეთ და დასავლეთ გრენლანდიაში გავრცელებული იყო საკაკის კულტურა. საკაკის კულტურის აღმოჩენების უმეტესი ნაწილი დისკოს ყურეშია გაკეთებული.

ჩვ.წ 2400-1300 წლებში, ჩრდილოეთ გრენლანდიაში გავრცელებული იყო კულტურა, რომელსაც პირობითად - დამოუკიდებელ I კულტურას უწოდებენ და რომელიც შემდგომ - დამოუკიდებელმა II კულტურამ ჩაანაცვლა. ის იყო არქტიკული პატარა ინსტრუმენტების ტრადიციის ნაწილი.

სკანდინავიური დასახლებები რედაქტირება

ისლანდიელებმა და ნორვეგიელებმა 986 წლიდან გრენლანდიის დასავლეთი სანაპიროს კოლონიზება დიწყეს. კუნძულის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ფიორდებში გაჩნდა პირველი დასახლებები.[6] ისინი კუნძულზე გვიანდელი დორსეტის კულტურის ხალხთან ერთად ცხოვრობდნენ, ხოლო მოგვიანებით უფრო ჩრდილოეთიდან მოსული ტულეს კულტურის ტომებთან. ნორვეგიელებმა გრენლანდიაზე კონტროლი მხოლოდ XIII საუკუნედან დაამყარეს, ხოლო მას შემდეგ, რაც 1397 წელს ნორვეგია დანიას კალმარის უნიით შეუერთდა კუნძულზე დანიური მმართველობა გავრცელდა.[7]

1500–1814 რედაქტირება

 
კანტინოს პლანისფერა, 1502

1500 წელს პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელის მოსაძებნად გრენლანდიაში (რომელიც ტორდესილასის ხელშეკრულებით პორტუგალიის გავლენის სფერო იყო) გაგზავნა მეზღვაური ძმები მიგელი და გაშპარი კორტირიალები. 1501 წელს რადგან მათ ზღვა გაყინული დახვდათ, მოუწიათ სამხრეთით გაბრუნება და აღმოაჩინეს ლაბრადორი და ნიუფაუნდლენდი. 1502 წელს პორტუგალიაში დაბრუნების შემდეგ ძმებმა ფერარის და მოდენის მმართველს ერკოლე I დ-ესტეს წარუდგინეს ახალი მსოფლიო რუკა (კანტინოს პლანისფერა როგორც მას ეწოდება) სადაც გრელანდიის სამხრეთი სანაპირო დაწვრილებით იყო აღწერილი.[8]

სკანდინავიელების დასახლებების განადგურების შემდეგ გრენლანდია გადავიდა ინუიტების დე ფაქტო კონტროლქვეშ, თუმცა დანიის სამეფოს გრენლანდიის კონტროლზე ხელი არასოდეს აუღია და XVIII საუკუნის დასაწყისში მოხერხდა კავშირის აღდგენა. 1721 წელს გაგზავნეს დანიურ-ნორვეგიული ექსპედიცია მისიონერ ჰანს ეგედის მეთაურობით. ეს ექსპედიცია მიიჩნევა დანიის მიერ ამერიკის კილონიზაციის ნაწილად.

კილის შეთანხმება და II მსოფლიო ომი რედაქტირება

 
ერიკ წითურის მიწა

1814 წელს, კილის შეთანხმებით, ნორვეგიის და დანიის სამეფოები გაიყო, ამასთან ნორვეგიის ყოფილი კოლონიები გადავიდა დანიის მონარქიის განკარგულებაში.

1931 წელს ნორვეგიამ მოახდინა გრენლანდიის დაუსახლებელი აღმოსავლეთ სანაპიროს ოკუპაცია და გამოაცხადა ის ერიკ წითურის მიწად. ნორვეგია აცხადებდა, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორია წარმოადგენდა Terra nullius-ს („არავისი მიწა“). 1933 წელს დანიამ და ნორვეგიამ მიაღწეს შეთანხმებას, რომ მიემართათ მუდმივ მოქმედი საერთაშორისო სასამართლოსთვის, რომელმაც გადაწყვეტილება დანიის სასარგებლოდ მიიღო.[9]

1940 წლის 9 აპრილს, მეორე მსოფლიო ომის ადრეულ ეტაპზე, როდესაც მესამე რაიხმა მოახდინა დანიის ოკუპაცია, კავშირი დანიასა და გრენლანდიას შორის გაწყდა. 1941 წლის 8 აპრილს, გერმანელებისგან სავარაუდო თავდასხმისგან დასაცავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოახდინა გრენლანდიის ოკუპაცია.[10] ეს ოკუპაცია 1945 წლამდე გრძელდებოდა.

ბუნება რედაქტირება

გეოგრაფია რედაქტირება

 
გრენლანდიის რუკა

გრენლანდია მდებარეობს 60°-84°N განედებსა და 11°-74°W მერიდიანებს შორის და არის ჩრდილოეთ ამერიკის სიდიდით მესამე ქვეყანა.

გრენლანდიას სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე; აღმოსავლეთიდან გრენლანდიის ზღვა; ჩრდილოეთიდან არქტიკული ოკეანე ხოლო დასავლეთით ბაფინის ზღვა. უახლოესი ქვეყნებია დასავლეთით კანადა, ხოლო აღმოსავლეთით ისლანდია. გრენლანდიაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ეროვნული პარკი. გრენლანდია უდიდესი კუნძული და დამოკიდებული ტერიტორიაა.

ფაუნა რედაქტირება

გრენლანდიის ფაუნაში შერწყმულია ნეოარქტიკული და პალეარქტიკული ელემენტები. სანაპიროებზე ბინადრობს თეთრი დათვი, ყარსაღი, ჩრდილოეთის ირემი (კარიბუ), არხარი, გრენლანდიური ლემინგი. ფრინველთა ბაზრებზე ბუდობენ ალკასებრნი (კაირა, ღორიხვა, ლურიკი, ცულთავა), ფრინველშტერი, დიდი ჩვამა, სამთითა თოლია და სხვ. გრენლანდიის სანაპირო წყლები ვეშაპისნაირთა (10-ზე მეტი სახეობა, მ. შ. ფინვალი, ლურჯი, თეთრი და გრენლანდიური ვეშაპები, ნარვალი) და ფარფლფეხიანების (გრენლანდიური სელაპი, ზღვის კურდღელი, ატლანტური მორჟი) სიმრავლით გამოირჩევა.[11]

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
გრელანდიის მუნიციპალიტეტები

გრენლანდიას 2009 წლიდან 3-ის ნაცვლად აქვს 4 ტერიტორიული ერთეული, რომლებსაც მუნიციპალიტეტები ეწოდება: სერმერსოკი („ძალიან ბევრი ყინული“) დედაქალაქ ნუუკის ირგვლივ; კუიალეკი („სამხრეთი“) ფარველის კონცხის ირგვლივ; კეტატა („ცენტრი“) დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, დეივისის სრუტის გასწვრივ და კაასუიტსუპი („სიბნელე“) ჩრდილო-დასავლეთით. გრენლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ გრენლანდიის ეროვნული პარკი.

დემოგრაფია რედაქტირება

2010 წლის ივლისის მონაცემებით გრენლანდიის მოსახლეობა შეადგენდა 57 637 ადამიანს, რომელთაგანაც 88 % არიან კალალიტები (გრენლანდიელი ინუიტები). დანარჩენ 12 %-ს შეადგენს ევროპული წარმომავლობის მაცხოვრებლები, ძირითადად დანიელები. მოსახლეობის უმეტესობა არის დანიური ლუთერანიზმის მიმდევარი. თითქმის ყველა გრენლანდიელი ცხოვრობს კუნძულის სამხრეთ-დასავლეთში, სადაც შედარებით რბილი კლიმატია.[12] დედაქალაქში დაახლოებით 15 000 მოსახლე ცხოვრობს.

ეკონომიკა და ბიზნესი რედაქტირება

გრენლანდიის საჯარო ხარჯების დაახლოებით ნახევარს დანია აფინანსებს, რაც წელიწადში საშუალოდ 3,2 მილიარდს შეადგენს. ასევე დიდი შემოსავალს იღებს თევზჭერის ლიცენზიების გაცემით და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისთვის დაწესებული კომპენსაციებიდან, რაც წლიურად დაახლოებით 280 მილიონს შეადგენს. მისი ექსპორტის 90 % ასევე შეადგენს ზღვის პროდუქტებს. ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Ehrlich, Gretel, This Cold Heaven: Seven Seasons in Greenland, (Vintage, 2003)
  • Kpomassie, Tete-Michel, An African in Greenland, (NYRB Classics, 2001)
  • Alley, Richard B. The Two-Mile Time Machine: Ice Cores, Abrupt Climate Change, and Our Future. Princeton University Press, 2000, ISBN 0-691-00493-5.
  • Bardarson, I. (ed. Jónsson, F.) "Det gamle Grønlands beskrivelse af Ívar Bárðarson (Ivar Bårdssön)", (Copenhagen, 1930).
  • CIA World Factbook, 2000.
  • Lund, S. 1959. The Marine Algae of East Greenland. 1. Taxonomical Part. Meddr Gronland. 156(1), pp. 1–245.
  • Lund, S. 1959. The Marine Algae of East Greenland. 11. Geographic Distribution. Meddr Gronland. 156, pp. 1–70.
  • Steffen, Konrad, N. Cullen, and R. Huff (2005). "Climate variability and trends along the western slope of the Greenland Ice Sheet during 1991–2004," Proceedings of the 85th American Meteorological Society Annual Meeting (San Diego).
  • Stern, Pamela R. Historical dictionary of the Inuit. Scarecrow Press, 2004. ISBN 978-0-8108-5058-3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ზოგადი ინფორმაცია

სქოლიო რედაქტირება

  1. Statistics Greenland, Greenland in Figures, 2010 დაარქივებული 2011-07-14 საიტზე Wayback Machine.
  2. United Nations Island Directory. Islands.unep.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-28. ციტირების თარიღი: 2010-09-06.
  3. Retrieved 12-Feb-2007. Gutenberg.org (2006-03-08). ციტირების თარიღი: 2010-09-06.
  4. Þorgilsson, Ari. "Íslendingabók." from Íslendinga Sögur. Reykjavik: Sigurður Kristjánsson, 1891. p. 10, Retrieved 29-May-2009
  5. How Greenland got its name. The Ancient Standard. Retrieved 2 January 2012.
  6. The Fate of Greenland's Vikings, by Dale Mackenzie Brown, Archaeological Institute of America, February 28, 2000
  7. Boraas, Tracey (2002). Sweden. Capstone Press, გვ. 24. ISBN 0-7368-0939-2. 
  8. Nebenzahl, Kenneth. Rand McNally Atlas of Columbus and The Great Discoveries (Rand McNally & Company; Genoa, Italy; 1990); The Cantino Planisphere, Lisbon, 1502, pp. 34–37.
  9. Legal Status of Eastern Greenland დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine. , PCIJ Series A/B No. 53 (1933)
  10. (1941-07-08) In Danger Undaunted: The Anti-Interventionist Movement of 1940–1941 by Justus D. Doenecke:. Books.google.com. ISBN 978-0-8179-8841-8. ციტირების თარიღი: 2010-09-06. 
  11. Кондратьева Т. И., Рогинский В. В. ГРЕНЛАНДИЯ // Большая российская энциклопедия. Том 7. Москва, 2007, стр. 677-680
  12. Greenland. Stalvik.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-09-23. ციტირების თარიღი: 2010-09-06.