ალმათი (ყაზახ. Алматы/Almatı; რუს. Алматы) — ყაზახეთის უმსხვილესი ქალაქი, წარსულში ცნობილი იყო სახელწოდებით ალმა-ათა (რუს. Алма-Ата), 1921 წლამდე ერქვა ვერნი (რუს. Вѣрный). 1929-1936 წლებში ყაზახეთის ასსრ-ის დედაქალაქი, 1936-1991 წლებში ყაზახეთის სსრ-ის დედაქალაქი, 1991-1997 წლებში ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქი. პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსის დაკარგვის მიუხედავად, ქალაქი ქვეყნის კულტურული და ფინანსურ-ეკონომიკური ცენტრია. ასევე, ერთადერთი ქალაქია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა მილიონს აჭარბებს.

ქალაქი
ალმათი
Алматы / Алма-Ата
დროშა გერბი

ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
კოორდინატები 43°15′00″ ჩ. გ. 76°54′00″ ა. გ. / 43.25000° ჩ. გ. 76.90000° ა. გ. / 43.25000; 76.90000
ქალაქის მერი Erbolat Dosaev
დაარსდა 1854
ფართობი 324,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500 - 1700
მოსახლეობა 1 703 481[1] კაცი (2016-01-01)
სიმჭიდროვე 4,15 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+06:00
სატელეფონო კოდი +7 727[2]
საფოსტო ინდექსი 050000 - 050063
საავტომობილო კოდი 02 და A
ოფიციალური საიტი almaty.kz
ალმათი — ყაზახეთი
ალმათი

2007 წლის ივნისში ქალაქი შევიდა მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქთა სიაში. 1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საინვესტიციო ბუმი განიცადა, რასაც შედეგად ინტენსიური მშენებლობა მოჰყვა.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

ალმათი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[3]

ქვეყანა ქალაქი
რუსეთის დროშა რუსეთი ყაზანი
ჩინეთის დროშა ჩინეთი ურუმჩი
რუსეთის დროშა რუსეთი მოსკოვი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი რენი
ლატვიის დროშა ლატვია რიგა
ლიეტუვის დროშა ლიტვა ვილნიუსი
აშშ-ის დროშა აშშ ტუსონი[4]
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა ტეგუ
რუსეთის დროშა რუსეთი სანქტ-პეტერბურგი
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი ბიშკეკი
ბელარუსის დროშა ბელარუსი მინსკი
თურქეთის დროშა თურქეთი სტამბოლი
ისრაელის დროშა ისრაელი თელ-ავივი
უნგრეთის დროშა უნგრეთი ბუდაპეშტი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე ალექსანდრია
სომალის დროშა სომალი მოგადიშო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Қазақстан Республикасы Ұлттық экономика министрлігі Статистика комитеті. Stat.gov.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2015-06-20.
  2. Code Of Access. Almaly.almaty.kz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 2 January 2012.
  3. List of Almaty sister cities. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-28. ციტირების თარიღი: 2013-12-04.
  4. Tucson Sister Cities. Interactive City Directory. Sister Cities International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 4 September 2013.