დუშანბე (ტაჯიკ. Душанбе, Dushanbe, 1929 წლამდე დუშამბე, 1961 წლამდე სტალინაბადი) — ტაჯიკეთის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. ტაჯიკურად სიტყვა „დუშანბე“ ორშაბათს ნიშნავს და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ის იმ სოფლის ადგილას გაშენდა, რომელშიც ორშაბათობით ბაზრობა იმართებოდა ხოლმე.

ქალაქი
დუშანბე
Душанбе, Dushanbe
გერბი

ქვეყანა ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 38°32′12″ ჩ. გ. 68°46′48″ ა. გ. / 38.53667° ჩ. გ. 68.78000° ა. გ. / 38.53667; 68.78000
ქალაქის მერი რუსტამ ემომალი
დაარსდა XVII საუკუნე
პირველი ხსენება 1676
ფართობი 100 კმ²
ცენტრის სიმაღლე 706
მოსახლეობა 808.2 ათასი კაცი (2016)
სიმჭიდროვე 5 431 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+5
სატელეფონო კოდი 37
საფოსტო ინდექსი 734000
საავტომობილო კოდი 01 და 05
ოფიციალური საიტი dushanbe.tj
დუშანბე — ტაჯიკეთი
დუშანბე

2016 წლის მოსახლეობით, დუშანბეს მოსახლეობა 808.2 ათას ადამიანს შეადგენს.

ისტორიულად, პატარა სოფელი დუშანბე, შეიქმნა ტაჯიკეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქად, 1924 წელს. 1929 წლამდე, რუსულ ენაზე, ქალაქის სახელწოდება ცნობილი იყო, როგორც დიუშამბე, ხოლო 1929-61 წლებში, ცნობილი იყო როგორც სტალინაბადი, იოსებ სტალინის შემდეგ.

ისტორია რედაქტირება

დუშანბე ორი მდინარის, ვარძობისა და კოფარნიონის, შესართავთან მდებარეობს, არის ტაჯიკეთის დედაქალაქი. თუმცა, ამ არეალში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნარჩენები, ძვ.წ. V საუკუნით თარიღდება, სწორედ ამიტომ, არესბობს მოსაზრება, რომ დუშანბე გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე მე-20 საუკუნეში დაარსებული პატარა სოფელი.

სახელი დუშანბე მომდინარეობს დუშანბე-ბაზრიდან, რომელიც იმართებოდა, ყოველ ორშაბათს, მთავარ გზაჯვარედინზე. სპარსულ ენაზე დუშანბე სწორედ ორშაბათს ნიშნავს, სიტყვასიტყვით კი „კვირის შემდგომ დღეს“. სოფელში 500-ზე მეტი ოჯახი და 8 000 ადამიანი ცხოვრობდა.

1826 წლისთვის, ქალაქს დუშამბე ყურღანი (ტაჯიკურად: Душанбе Қурғон, დუშამბე კურხონი, თურქულად სუფიქსი ქურანონი ნიშნავს ციხესიმაგრეს.) და რუსულად მოიხსენიებოდა, როგორც დიუშამბე. 1875 წელს შეადგინეს დუშანბეს პირველი რუკა. ამ დროისთვის, ქალაქი წარმოადგენდა ფერდობზე მდგარ ციხე-სიმაგრეს, მდინარე ვარძობის მარცხენა ნაპირზე, სადაც 10 000 მოსახლე ცხოვრობდა.

1920 წელს, ბუხარის საამიროს უკანასკნელმა ემირმა, თავშესაფარი დუშამბეში ჰპოვა, მას შემდეგ რაც ბოლშევიკური რევოლუციისას ჩამოაგდეს. შემდეგ წელს, წითელმა არმიამ ტერიტორია დაიპყრო და ის ავღანეთში გაიქცა. 1922 წლის დასაწყისში, ბასმახის ჯარებმა ქალაქი აიღეს, ენვერ ფაშას მეთაურობით, მაგრამ 1922 წლის 14 ივლისს, კვლავ ბოლშევიკური მმართველობის ქვეშ მოექცა და ტაჯიკეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა, როგორც უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნაწილი, 1924 წელს.

ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, უზბეკეთის სსრ-ისგან დამოუკიდებლად შეიქმნა, 1929 წელს და მისი დედაქალაქ დიუშამბეს სახელი შეუცვალეს და სტალინაბადი უწოდეს, იოსებ სტალინის პატივსაცემად, 1929 წლის 16 ოქტომბერს. მომდევნო წლებში ქალაქი სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა. რამდენიმე არქიტექტორმა, მათ შორის: პიტერ ვულინი, პიტერ კუზმენკო და კონსტანტინ ტერლეცკი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქალაქის მშენებლობაში.

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ტერიტორია ბამბისა და აბრეშუმის წარმოების ცენტრად გადააქციეს და ქალაქში, ათობით ათასი ადამიანი დაასახლეს. ტაჯიკეთის მოსახლეობა, ათასობით ადამიანის მიგრაციის შედეგადაც გაიზარდა, ბუხარასა და სამარკადის გავლით, უზბეკეთის სსრ-ში, როგორც ცენტრალურ აზიაში, ეროვნული დელიმინაციის ნაწილი.

1961 წლის 10 ნოემბერს, დესტალინიზაციის ფარგლებში, სტალინბადს კვლავ დუშანბე დაარქვეს და ეს სახელი დღემდე შემორჩა.

1990 წლის თებერვალში, სერიოზული არეულობა დაიწყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბჭოთა მთავრობა ტაჯიკეთში ათობით ათასი სომეხი დევნილის გადაყვანას აპირებდა. დუშანბეს აჯანყებას, პირველ რიგში ამწვავებდა ტაჯიკი მოსახლეობისთვის საცხოვრებლის დეფიციტს შექმნის ალბათობა, თუმცა აჯანყება, ნაციონალისტური მღალვარების ტალღას დაემთხვა, რომელიც ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, გორბაჩოვის წესების ბუნდოვანებით იყო გამოწვეული. დუშანბე, დამოუკიდებელი ტაჯიკეთის დედაქალაქი 1991 წელს გახდა.

2017 წელს, დუშანბეს მერის თანამდებობაზე რუსტამ ემომალი დაინიშნა, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის ვაჟი. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ ნაბიჯს, აფასებს, როგორც მთავრობის უმაღლეს საფეხურებზე ასვლის მცდელობას.

გეოგრაფია რედაქტირება

ტაჯიკეთის 93% შედგება მთებისა და გორაკებისგან. დუშანბე ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზეა. ქალაქში მდინარე დუშანბინკა მიედინება, ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით, კაფირგანის მდინარე კი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. ქალაქის ჩრდილოეთით ვარძობის კანიონია, რომელშიც უამრავი სარეკრეაციო ზონაა განთავსებული.

კლიმატი რედაქტირება

დუშანბე ხასიათდება ხმელთაშუა ზღვის კლიმატით, შეინიშნება კონტინენტური კლიმატის გავლენაც. ზაფხული ცხელი და მშრალია, ზამთარი ცივია, თუმცა არც ძალიან. ცენტრალური აზიის სხვა ქალაქებთან შედარებით, ჰაერი მეტად ტენიანია. ნალექები საშუალოდ 500 მმ-მდეა, რადგან ტენიანი ჰაერი მიმდებარე ტერიტორიებისკენაა მიმართული, ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდებში. ქალაქს, ციმბირის კლიმატისგან მთები იცავს, სწორედ ამიტომ, აქ ზამთარი არც ისე ცივია. 2008 წლის იანვარი, განსაკუთრებით ცივი იყო და ტემპერატურა -22° C მდე დაეცა.

უბნები რედაქტირება

დუშანბე შემდეგ რაიონებად იყოფა :

  • იბნ სინა (ტაჯიკურად: Абӯалӣ Ибни Сино, Abūali Ibni Sino; პერსიანულად: ابوعلی ابن سینا‌‎)
  • ფირდოუსი (ტაჯიკურად: Фирдавсӣ, Firdavsi; პერსიანულად: فردوسی‌‎)
  • ისმაილ სამანი (ტაჯიკურად: Исмоили Сомонӣ, Ismoili Somoni; პერსიანულად: اسماعیل سامانی‌‎)
  • შაჰ მანსური (ტაჯიკურად: Шоҳмансур, Shohmansur; პერსიანულად: شاه منصور‌‎)

მთავარი ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

დემოგრაფია რედაქტირება

დუშანბეს მოსახლეობა
წელი მოსახლეობა
1926 6,000
1936 83,000
1956 227,000
1971 388,000
1987 796,000
1991 582,000
2002 579,000
2006 661,000
2008 679,400
2014 779,000
2015 788,700
2016 802,700
  • 1987 წელს, დაახლოებით 796,000 ადამიანი. ეთნიკური შემადგენლობა: ტაჯიკები 75%, უზბეკები 10%, ეთნიკურად რუსები 3%, სხვა ეთნოსი 12%.
  • 2010 წელი, ეთნიკური შემადგენლობა: ტაჯიკები 89.5%, უზბეკები 6.7%, თურქმენები 0.1%, სხვა ეთნოსი 0.7%.
  • 2016 წელს, დაახლოებით 802,400 ადამიანი. ეთნიკური შემადგენლობა: ტაჯიკები 84.4% (დაახლოებით), უზბეკები 9.1%, რუსები 4.1%, სხვა ეთნოსი 2.4%.

ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა რედაქტირება

„ტაჯიკ აირს“ თავისის სათავო ოფისი ჰქონდა დუშანბეში, დუშანბეს აეროპორტის ბაზაზე. „სომოს აირს“ ცენტრალური ოფისი აქვს დუშანბეში.

„რუდაკი“ დედაქალაქის მთავარი ქუჩაა. ის გადაჭიმულია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, 12 კილომეტრზე, მდ.დუშანბინკას პარალელურად. რუდაკის ქუჩაზე მდებარეობს: მთავრობის სახლი, ტაჯიკეთის მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტები, თეატრები, დედაქალაქის მუზეუმები და სხვა.

ისმოლი სიმონის ძეგლი - ატარებს ტაჯიკეთის სახელმწიფოს დამაარსებლის სახელს. ძეგლის მდებარეობს რუდაკის პარკის მარცხნივ.

რუდაკის პარკი - ქალაქის ყველაზე ლამაზი და მწვანე პარკი, სადაც შესაძლებელია სუფთა, მთის ჰაერის სუნთქვა, დასვენება, მრავალფეროვანი ხედებით ტკბობა, ვარჯიში ან უბრალოდ სეირნობა.

ისმოლი სიმონის ძეგლის მარცხნივ განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკა, უმსხვილესი ბიბლიოთეკა შუა აზიაში, აქ თავმოყრილია 10 მილიონი წიგნი.

ისტორიულ მუზეუმში განთავსებულია ტაჯიკეთის ისტორიის ამსახველი ექსპონატები, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, მოქანდაკეების ნამუშევრები სხვადასხვა მასალაში.

ტრანსპორტი რედაქტირება

ქალაქს ემსახურება დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2015 წლის აპრილისთვის რეგულარულად ახორციელებდა ფრენებს, მსოფლიოს დიდ ქალაქებში: რუსეთი, დელი, დუბაი, ფრანქფურტი, სტამბოლი, ქაბული და სხვა. სამხრეთ რეგიონში განთავსებულია ტაჯიკეთის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალები. ქალაქს ასევე ემსახურება ტროლეიბუსებისა და საზოგადოებრივი ავტობუსების სისტემა, მეტროს მშენებლობა კი 2025 წლისთვის უნდა დაიწყოს. ავტომობილი ტრანსპორტიტების ძირითადი საშუალებაა. უზბეკეთის საზღვარი დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებითაა და აქვეა გზა, რომელიც მას უზბეკურ ქალაქ დენოვთან აკავშირებს. გზა ჩრდილოეთით უკავშირდება სუგდის რეგიონს, იქედან კი უზბეკეთისა და ყირგიზეთის ნაწილს. გზა სამხრეთით ავღანეთისკენ მიდის.

გზატკეცილებისა და გვირაბების მშენებლობის უამრავი პროექტი ხორციელდება. 2014 წლის მონაცემებით მათი დიდი ნაწილი დასრულებული ან ჯერაც მშენებარეა. ზირითადი პროექტები მოიცავს: დუშანბე-ჭანაკის, დუშანბე-კულმას, კურგან-ტუბე - ნიჟნი პიანჯის მაგისტრალების რეაბილიტაციასა და გვირაბების მშენებლობას ანზობის, შახისტანის, შარ-შარის მთის და ჩორმაზაკის უღელტეხილების ქვეშ.

განათლება რედაქტირება

დუშანბეში უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულებაა :

  • ტაჯიკეთის ეროვნული უნივერსიტეტი
  • ტაჯიკეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
  • ტაჯიკეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • ტაჯიკეთის კანონის, ბიზნესისა და პოლიტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • რუსულ-ტაჯიკურ სლავური უნივერსიტეტი
  • დუშანბეს საერთაშორისო სკოლა

საერთაშორისო ურთიერთობები რედაქტირება

ტყუპი-დობილი ქალაქები რედაქტირება

ღირსშესანიშნავი ადამიანები რედაქტირება

  • ზუჰურ ჰაბიბულაევ (დაიბადა 1932 წელს) - ხელოვანი
  • დილშოდ ნაზაროვი (დაიბადა 1982 წელს) - უროს მსროლელი

გალერეა რედაქტირება

ასევე შეგიძლიათ ნახოთ რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება