კუალა-ლუმპური (მალ. Wilayah Persekutuan Kuala Lumpur) — მალაიზიის ფედერალური ტერიტორია, დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი.[5] მისი ფართობი 243 კმ²,[6] ხოლო მოსახლეობა 1.79 მილიონია.[3]

ქალაქი
კუალა-ლუმპური
كوالا لومڤور
吉隆坡
கோலாலம்பூர்

მარცხნიდან მარჯვნივ: პეტრონასის კოშკები, პეტალინგის ქუჩა, ჯამეკის მეჩეთი და მდინარეების: გომბაკ/კლანგის შესართავი, ეროვნული მონუმენტი, ეროვნული მეჩეთი, კუალა-ლუმპურის ხედი. ცენტრში: კუალა-ლუმპურის კოშკი
დროშა გერბი


Progress and Prosper და Maju dan Makmur
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 3°08′00″ ჩ. გ. 101°42′00″ ა. გ. / 3.13333° ჩ. გ. 101.70000° ა. გ. / 3.13333; 101.70000
ქალაქის მერი მჰდ ამინ ნორდინ აბდულ აზიზი
დაარსდა 1859[1]
ამჟამინდელი სტატუსი 1972
ფართობი 243,65 კმ²
ცენტრის სიმაღლე 66[2]
მოსახლეობა 1,790,000[3] კაცი (2018)
სიმჭიდროვე 7,366 კაცი/კმ²
აგლომერაცია 7,200,000[4]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 03
საფოსტო ინდექსი 50000 - 60000
ოფიციალური საიტი dbkl.gov.my
კუალა-ლუმპური — მალაიზია
კუალა-ლუმპური

ქალაქის მეტროპოლიტური რეგიონია კუალა-ლუმპურის საქალაქო აგლომერაცია, რომელიც ასევე კლანგის ხეობის სახელწოდებითაა ცნობილი და მოსახლეობის რაოდენობისა და ეკონომიკური განვითარების მიხედვით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი რეგიონია. აგლომერაციის მცხოვრებთა რიცხვი 7.564 მილიონია.[7]

კუალა-ლუმპური ქვეყნის კულტურული, ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქში მალაიზიის პარლამენტი და მეფის რეზიდენცია მდებარეობს. დედაქალაქში ქვეყნის აღმასრულებელი და სასამართლო ორგანოებიც იყო განლაგებული, რომლებიც 1999 წელს ქალაქ პუტრაჯაიაში გადაიტანეს.[8] მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სამთავრობო ორგანო დღემდე რჩება კუალა-ლუმპურში.

დედაქალაქი კუალა-ლუმპურის ფედერალური ტერიტორიის ცენტრშია მოქცეული, რომელიც ერთ-ერთია მალაიზიის სამ ფედერალურ ტერიტორიას შორის.[9] კუალა-ლუმპურის ფედერალური ტერიტორია ანკლავია სელანგორის შტატში, რომელიც მალაკის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.[10] 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ქალაქი მრავალ საერთაშორისო სპორტულ, პოლიტიკურ და კულტურულ ღონისძიებას მასპინძლობს, მათ შორისაა 1988 წლის თანამეგობრობის თამაშები და 2017 წლის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშები. კუალა-ლუმპურშია მსოფლიოს უმაღლესი ტყუპი ცათამბჯენები — პეტრონასის კოშკები, რომელიც მალაიზიის განვითარების საკულტო სიმბოლოდ იქცა.

კუალა-ლუმპური ალფა რანგის გლობალური ქალაქია. 2010 წელს ის გაზეთ Foreign Policy-ის გლობალური ქალაქების სიაში 48-ე ადგილზე მოხვდა.[11] 2019 წელს კუალა-ლუმპურმა მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებად ქალაქებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.[12] იუნესკომ ქალაქი 2020 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა.[13][14]

ისტორია რედაქტირება

1886 წელს კუალა-ლუმპურსა და კლანგს შორის სარკინიგზო ხაზი გაიყვანეს, რამაც ქალაქის მოსახლეობის ზრდას შეუწყო ხელი. 1884-დან 1890 წლამდე კუალა-ლუმპურის მცხოვრებთა რიცხვი 4,500-დან 20,000-მდე გაიზარდა.[15]

1896 წელს კუალა-ლუმპური ახლად წარმოქმნილი მალაის ფედერალური შტატების დედაქალაქი გახდა.[16]

XX საუკუნიდან დღემდე რედაქტირება

ქალაქის სივრცემ დღევანდელი სახე ძირითადად XX საუკუნეში მიიღო. 1895 წელს მისი ფართობი მხოლოდ 0.85 კმ იყო, 1903 წლისთვის კი 20 კმ-მდე გაიზარდა. 1948 წელს, როცა კუალა-ლუმპური მუნიციპალიტეტი გახდა, მისი ტერიტორიის ფართობი 93 კმ²-ს, ხოლო 1974 წლისთვის, როგორც უკვე ფედერალური ტერიტორიის, 243 კმ²-ს შეადგენდა.

XX საუკუნის დასაწყისში კუალა-ლუმპურში მანქანის საბურავზე გაზრდილმა მოთხოვნამ რეზინის ინდუსტრიის განვითარებას შეუწყო ხელი, რის შემდეგაც ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა. 1900 წელს კუალა-ლუმპურის მცხოვრებთა რიცხვი 30,000, ხოლო 1920 წელს 80,000 იყო. რეზინის ინდუსტრიის განვითარებამ ქალაქში უცხოური კაპიტალის შემოდინებას შეუწყო ხელი, სადაც უამრავი კომპანია და საწარმო დაარსდა და გაიხსნა.

 
იაპონელი სამხედროები კუალა-ლუმპურის ქუჩებში 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, კუალა-ლუმპური იაპონიის იმპერიულმა არმიამ 1942 წლის 11 იანვარს დაიპყრო. საბრძოლო პროცესისას მიღებული მცირე ზარალის მიუხედავად, ოკუპაციამ ქალაქს მძიმე კვალი დაატყო. იაპონელმა სამხედროებმა რამდენიმე კვირაში კუალა-ლუმპურის 5,000 ჩინელი მცხოვრები მოკლეს, ხოლო ათასობით ინდოელი იძულებით გაგზავნეს ბირმის რკინიგზაზე სამუშაოდ, სადაც მათი უმრავლესობა დაიღუპა.[17] კუალა-ლუმპურში იაპონური ოკუპაცია 1945 წლის 15 აგვისტოს, ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შედეგად იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ დასრულდა.[18]

1952 წლის 16 თებერვალს კუალა-ლუმპურში პირველი მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ხმათა უმრავლესობა ერთიანი მალაიზიის ეროვნული მოძრაობისა და მალაიზიის ჩინელთა პარტიის ალიანსმა გაიმარჯვა, რის შემდეგაც მათ ერთიანი პარტია დააფუძნეს.[19] 1957 წლის 31 აგვისტოს მალაის ფედერაციამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ბრიტანელთა მმართველობისგან გათავისუფლდა.[20] დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამტკიცების ცერემონიალი 31 აგვისტოს დილას კუალა-ლუმპურში, მერდეკას სტადიონზე ჩატარდა. დეკლარაციას ხელი მალაის პირველმა პრემიერ-მინისტრმა, აბდულ რაჰმანმა მოაწერა. 1963 წლის 16 სექტემბერს მალაიზიის ფედერაცია დაარსდა. ამავე წელს კუალა-ლუმპურში, პერდანის ტბის ბაღებთან მალაიზიის პარლამენტის მშენებლობა დასრულდა.[21]

1969 წლის 13 მაისს კუალა-ლუმპურში რასობრივი აჯანყებები დაიწყო, რომლებიც 13 მაისის ინციდენტის სახელწოდებითაა ცნობილი და ქალაქის მალაიელ და ჩინელ მცხოვრებლებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებას უკავშირდება. კონფლიქტის მიზეზი მალაიელთა თავიანთი სოციო-პოლიტიკური სტატუსით უკმაყოფილება იყო. დაპირისპირების შედეგად 169 ადამიანი დაიღუპა.[22] 13 მაისის ინციდენტის შემდეგ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით, პრიორიტეტული მალაიელთა ეკონომიკური წინსვლა გახდა.

 
კუალა-ლუმპურის ცენტრი

კუალა-ლუმპურს ქალაქის სტატუსი 1972 წლის 1 თებერვალს მიენიჭა.[23] 1974 წლის 1 თებერვალს ქალაქი ფედერალური ტერიტორია გახდა,[24] ხოლო 1978 წელს სელანგორის შტატის დედაქალაქის სტატუსი შეუჩერდა, რადგანაც შტატის ახალ დედაქალაქად შაჰ-ალამი გამოცხადდა.[25] 1990 წლის 14 მაისს კუალა-ლუმპურმა ადგილობრივი საბჭოს 100 წლის იუბილე იზეიმა. ღონისძიებაზე ქალაქის ფედრალური ტერიტორიის ახალი დროშა და ჰიმნი წარადგინეს. 2001 წლის 1 თებერვალს პუტრაჯაია ფედერალურ ტერიტორიად და სამთავრობო ქალაქად გამოცხადდა,[26] რის შემდეგაც მთავრობის აღმასრულებელი და სასამართლო სტრუქტურები კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში გადაიტანეს. დედაქალაქში საკანონმდებლო ორგანო და მეფის რეზიდენცია დარჩა.[27][28]

1990 წლიდან კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტურ რეგიონში აქტიური ურბანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რის შედეგადაც ქალაქის მეტროპოლია საგრძნობლად გაიზარდა.[29][30] კუალა-ლუმპურის აგლომერაცია ფედერალური ტერიტორიიდან დასავლეთით კლანგის პორტამდე, ხოლო ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით ტიტივანგსას მთებამდე ვრცელდება.

გეოგრაფია რედაქტირება

 
კლანგის ხეობის სატელიტური სურათი

კუალა-ლუმპური მალაიზიის დასავლეთის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების, კლანგისა და გომბაკის შესართავთან მდებარეობს.[31] ქალაქს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთან და სამხრეთიდან ტიტივანგსას მთათა სისტემა, ხოლო დასავლეთიდან მალაკის სრუტე ესაზღვრება. კუალა-ლუმპურის მუნიციპალიტეტის ფართობია 243 კმ².[32] ქალაქის საშუალო სიმაღლე 81.95 მ-ია.[33]

კლიმატი რედაქტირება

კუალა-ლუმპური ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. აღმოსავლეთიდან ტიტივანგსას მთათა სისტემა, ხოლო დასავლეთიდან – კუნძული სუმატრა, ქალაქს ძლიერი ქარებისგან იცავს. კუალა-ლუმპურისთვის თბილი და მზიანი ამინდია დამახასიათებელი, ასევე უხვი ნალექი, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონების პერიოდში, რომელიც ოქტომბრიდან მარტის თვემდე გრძელდება. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 32-დან 35 °C-მდეა, ხოლო საშუალო მინიმალური – 23.4-დან 24.6 °C-მდე.[34] ატმოსფერული ნალექების მინიმალური წლიური რაოდენობა 2,600 მილიმეტრია.

მთავრობა რედაქტირება

 
კუალა-ლუმპურის მერია

კუალა-ლუმპურს ქალაქის სტატუსი 1972 წელს მიენიჭა, რის შემდეგაც მისი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია ლორდ-მერი, რომელსაც ყოველ სამ წელიწადში ერთხელი ფედერალური ტერიტორიების სამინისტო ირჩევს.

ქალაქის ადგილობრივი სამთავრობო ორგანოა კუალა-ლუმპურის მერია, რომელიც მალაიზიის ფედერალური ტერიტორიების სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება.[35] მერია პასუხისმგებელია ჯანდაცვაზე, ნარჩენების მართვაზე, გარემოს დაცვაზე, ქალაქის დაგეგმარებაზე, მშენებლობათა კონტროლზე, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.

კუალა-ლუმპურში მალაიზიის საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტი მდებარეობს, რომელიც სენატისა და წარმომადგენელთა პალატისგან შედგება.

ეკონომიკა რედაქტირება

კუალა ლუმპური ინდუსტრიული და ეკონომიკური თვალსაზრისით მალაიზიის ყველაზე სწრაფად ზრდადი რეგიონია.[36] ქალაქში მალაიზიის ეროვნული ბანკი, კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიები მდებარეობს. ასევე დედაქალაქშია განლაგებული საელჩოთა უმრავლესობა.[37] კუალა-ლუმპურის ეკონომიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორებიცაა კუალა-ლუმპურის საერთაშორისო აეროპორტი და კლანგის პორტი.

 
პეტრონასის კოშკები

კუალა-ლუმპური ქვეყნის ეკონომიკური და საქმიანი ცენტრია. მალაიზიის ეკონომიკური საქმიანობების ბირთვი სწორედ დედაქალაქში ხორციელდება. 2013 წლის 5 ივლისის მონაცემებით, ქალაქის საბაზრო კაპიტალიზაცია 505.67 მილიარდს შეადგენდა.[38] 2015 წელს კუალა-ლუმპურის მშპ 160,388 იყო, რაც ქვეყნის მშპ-ს 15.1%-ს შეადგენდა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 94,722 იყო.[39]

ქალაქში ფართო სპექტრითაა წარმოდგენილი სერვისის სექტორი. კუალა-ლუმპურში მრავალი ადგილობრივი თუ უცხოური ბანკები და სადაზღვევო კომპანიები მოქმედებს. ქალაქში მდებარეობს არერთი საერთაშორისო კომპანიის რეგიონალური ოფისი. ასევე მალაიზიის უმსხვილესი კომპანიების შტაბ-ბინების უმრავლესობა სწორედ დედაქალაქშია განლაგებული. 2007 წელს Forbes 2000-ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სიაში კუალა-ლუმპურში დაფუძნებული 14 კომპანია მოხვდა.[40]

კუალა ლუმპურის ეკონომიკის 17%-ს წარმოება და მშენებლობა, ხოლო 83%-ს სერვისის სექტორი მოიცავს, რომელიც ფინანსური, სადაზღვევო, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, სატრანსპორტო, კომუნალური და სამთავრობო მომსახურებითაა წარმოდგენილი.[41]

ტურიზმი რედაქტირება

 
ჯამეკის მეჩეთი, რომელიც 1907 წელსაა აშენებული

სერვისის სექტორზე ორიენტირებული ქალაქის ეკონომიკისთვის ტურიზმი ერთ-ერთი წამმართველი ძალაა. ქალაქში მრავალი საერთაშორისო სასტუმროთა ქსელია წარმოდგენილი. ერთ-ერთი უძველესი სასტუმროა Hotel Majestic. დედაქალაქი ასევე ბიუჯეტური სასტუმროების სიმრავლით გამოირჩევა.

კუალა-ლუმპური მსოფლიოში მე-6 ყველაზე ხშირად მონახულებადი ქალაქია.[42] ეს უკანასკნელი ყოველწლიურად 8.9 მილიონ ტურისტს მასპინძლობს,[43] რომლებსაც ქალაქის კულტურული მრავალფეროვნება, დაბალი ფასები, ფართო გასტრონომიული არჩევანი და სავაჭრო ცენტრების სიმრავლე იზიდავთ. კუალა-ლუმპურში მსოფლიოს ათი უდიდესი სავაჭრო ცენტრიდან სამი მდებარეობს.[44]

მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილებია პეტრონასის კოშკები, კუალა-ლუმპურის კოშკი, მერდეკას მოედანი, პარლამენტის შენობა, ეროვნული მუზეუმი, ისლამური ხელოვნების მუზეუმი, ჯამეკის მეჩეთი და თეან ჰუს ტაძარი.

დემოგრაფია რედაქტირება

მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით კუალა-ლუმპური მალაიზიის უდიდესი ქალაქია. მისი მცხოვრებთა რიცხვი 1.76 მილიონი, ხოლო სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე 7,366 ადამიანია.[3] 2017 წლის მონაცემებით, კუალა-ლუმპურის მეტროპოლიტური რეგიონის მოსახლეობა 7.25 მილიონია.[45] ქალაქის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები არიან მალაიები, ჩინელები და ინდოელები.

რელიგია რედაქტირება

კუალა-ლუმპური რელიგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქალაქში მრავალი განსხვავებული აღმსარებლობის სამლოცველო მდებარეობს.

ისლამს ძირითადად მალაიები, ინდოელი და ჩინელი მუსლიმები აღიარებენ. ბუდიზმის, კონფუციანიზმისა და დაოსიზმის მიმდევრები ძირითადად ჩინელები აირან. ინდოელთა უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. აგრეთვე ჩინელთა და ინდოელთა ნაწილი ქრისტიანული აღმსარებლობისაა.[46]

2010 წლის კვლევის მიხედვით, კუალა-ლუმპურის მოსახლეობის 46.4% მუსლიმია, 35.7% – ბუდისტი, 8.5% – ინდუისტი, 5.8% – ქრისტიანი, 1.1% – დაოსისტი, ხოლო 0.5% არარელიგიურია. ამავე კვლევის მიხედვით, ჩინელი მოსახლეობის 87.4% ბუდისტია, 7.9% – ქრისტიანი, 2.7% – ჩინური ხალხური რელიგიის, ხოლო 0.6% ისლამის მიმდევარია. ინდოელი მოსახლეობის 81.1% ინდუისტია, 7.8% – ქრისტიანი, 4.9% – მუსლიმი, 2.1% – ბუდისტი.[47]

ქალაქის იერსახე რედაქტირება

 
კუალა-ლუმპურის კოშკი

არქიტექტურა რედაქტირება

კუალა-ლუმპურის იერსახე მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული არქიტექტურის ნაზავია. ქალაქის არქიტექტურაზე გავლენა მოახდინა კოლონიალიზმმა, აზიურმა ტრადიციებმა და მალაიურმა ისლამმა.[48] ადრეული პერიოდის მნიშვნელოვანი არქიტექტორია არტურ ბენისონ ჰუბეკი, რომელმაც კოლონიური პერიოდის მრავალი ნაგებობა, მათ შორის კუალა-ლუმპურის რკინიგზის სადგური და ჯამეკის მეჩეთი დააპროექტა.

დედაქალაქში მალაიზიის უმაღლესი ცათამბჯენი, 452 მეტრის სიმაღლის პეტრონასის კოშკები მდებარეობს, რომლებიც ამასთანავე მსოფლიოში უმაღლესი ტყუპი ნაგებობებია.[49] 2010 წლის მსოფლიოს 50 უმაღლესი ურბანული აგლომერაციის პროექტის კვლევის მიხედვით, კუალა-ლუმპური მაღალსართულიანი შენობების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე მოხვდა. ქალაქში ნაგებობათა უმრავლესობა 100 მეტრზე მაღალია, რომელთა შორის 224 უმაღლესი მაღალსართულიანი შენობის საერთო სიმაღლე 34,035 მეტრია.[50]

რეკრეაცია რედაქტირება

კუალა-ლუმპური პარკების, ბაღებისა და ღია რეკრეაციული სივრცეების სიმრავლით გამოირჩევა. ქალაქის უძველესი რეკრეაციული პარკი 92 ჰექტარზე გადაჭიმული პერდანის ტბის ბაღებია, რომელიც 1888 წელს დაარსდა. ბაღების შემადგენლობაში შედის პეპლების პარკი, ორქიდეების ბაღი, ირმების პარკი, ჰიბისკუსის ბაღი და კუალა-ლუმპურის ფრინველთა პარკი, რომელიც უდიდესია მსოფლიოში.[51] რეკრეაციული ზონის მახლობლად მალაიზიის პარლამენტი და მეფის რეზიდენცია მდებარეობს.

ქალაქის სხვა პარკებს შორის აღსანიშნავია ASEAN-ის სკულპტურების ბაღი, კუალა-ლუმპურის ცენტრალური პარკი, ტიტივანგსას ტბის ბაღები, საცხენოსნო პარკი, დედოფლის ტბის ბაღები და დასავლეთი ხეობის პარკი.

კუალა-ლუმპურის ხედი ტიტივანგსას ტბის ბაღებიდან

განათლება რედაქტირება

 
მალაის უნივერსიტეტი

2000 წლის მონაცემების მიხედვით, კუალა-ლუმპურში წიგნიერების დონე 97.5% იყო, რითაც ქალაქი ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებდა.[52] კუალა-ლუმპურში 13 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 79 საშუალო და 155 დაწყებითი სკოლა და 136 საბავშვო ბაღია.[53]

ქალაქში მალაის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელიც 1949 წელს დაარსდა და მალაიზიის უძველესი უნივერსიტეტია.[54] 2019 წლის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში მალაის უნივერსიტეტი აზიაში 22-ე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მე-3, ხოლო მალაიზიაში საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა.[55]

კულტურა რედაქტირება

სპორტი რედაქტირება

კუალა-ლუმპურში ყველაზე პოპულარული სპორტია ფეხბურთი. ქალაქის მთავარი სპორტული მოედანი მერდეკას სტადიონია. კუალა-ლუმპურს ფეხბურთის ასოციაცია ჰყავს, რომელიც 1945 წელსაა დაარსებული და მალაიზიის სუპერ ლიგის წევრია.

1965, 1977 და 1985 წლებში კუალა-ლუმპურში კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის აზიის ჩემპიონატები ჩატარდა. 2016 წელს ქალაქის საკალათბურთო ნაკრები Westports Malaysia Dragons სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი გახდა.[56]

1988 წელს კუალა-ლუმპურმა მე-16 თანამეგობრობის თამაშებს უმასპინძლა. 2015 წელს ქალაქში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესია ჩატარდა, რომელზედაც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქად პეკინი დასახელდა.[57]

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

კუალა-ლუმპური დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Malaya Celebrates, 1959. British Pathé. ციტირების თარიღი: 2 August 2013.
  2. Malaysia Elevation Map (Elevation of Kuala Lumpur). Flood Map : Water Level Elevation Map. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2015. ციტირების თარიღი: 22 August 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 Federal Territory of Kuala Lumpur. Department of Statistics, Malaysia.
  4. KL on track to megacity status. Focus Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 30 April 2015.
  5. Malaysia: largest cities and towns and statistics of their population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-16. ციტირების თარიღი: 2012-07-16.
  6. Federal Territory of Kuala Lumpur. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2016.
  7. World Urbanization Prospects, The 2018 Revision. UN DESA (7 August 2019). ციტირების თარიღი: 30 March 2020
  8. Putrajaya – Administrative Capital of Malaysia. Government of Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-21. ციტირების თარიღი: 2007-12-11.
  9. Jeong Chun Hai @Ibrahim, & Nor Fadzlina Nawi. (2007). Principles of Public Administration: An Introduction. Kuala Lumpur: Karisma Publications. ISBN 978-983-195-253-5
  10. Territorial extent. States of Malaysia. statoids.com. ციტირების თარიღი: 2007-12-11.
  11. Kearney, Inc., A.T.. The 2010 Global Cities Index. Foreign Policy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-02. ციტირების თარიღი: 2012-07-16.
  12. Mastercard Destination Cities Index 2019. MasterCard (4 September 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 19 June 2020.
  13. Kuala Lumpur named World Book Capital 2020. UNESCO (30 September 2018). ციტირების თარიღი: 30 September 2018.
  14. Unesco names Kuala Lumpur World Book Capital. The Strait Times (30 September 2018). ციტირების თარიღი: 30 September 2018.
  15. (2004) რედ. Keat Gin Ooi: Southeast Asia: A Historical Encyclopedia, from Angkor Wat to East Timor, Volume 1. ABC-CLIO. ISBN 978-1-57607-770-2. 
  16. The Federated Malay States (1896). Nation History. National Library of Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 January 2004. ციტირების თარიღი: 6 December 2007.
  17. (3 August 2015) Rough Guides Snapshot Malaysia: Kuala Lumpur. Rough Guides. ISBN 978-0-241-24195-0. 
  18. On This Day. The Australian Army. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 December 2007. ციტირების თარიღი: 17 December 2007.
  19. Keat Gin Ooi (2004). Southeast Asia: A Historical Encyclopedia, from Angkor Wat to East Timor, Volume 1. ABC-CLIO, გვ. 138–139. ISBN 978-1-57607-770-2. 
  20. „1957: Malaya celebrates independence“. BBC News. 31 August 1957. ციტირების თარიღი: 6 December 2007.
  21. Felix Abisheganaden. (2 November 1963) The big step forward. The Straits Times. National Library Board.
  22. New book on 1969 race riots in Malaysia may be banned, officials warn. Associated Press. International Herald Tribune (16 May 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2007. ციტირების თარიღი: 23 February 2013.
  23. Destinations: Kuala Lumpur. Tourism Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2008. ციტირების თარიღი: 16 December 2007.
  24. Kuala Lumpur. Columbia Encyclopedia, Sixth Edition 2007. Columbia University Press. ციტირების თარიღი: 6 December 2007.
  25. Sejarah Shah Alam Malay. Shah Alam City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2006. ციტირების თარიღი: 14 December 2007.
  26. Geetha Krishnan. PJC turns focus on maintenance issues. The Malaysian Bar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 14 December 2007.
  27. Attractions. Ministry of Science Technology and Innovation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 October 2007. ციტირების თარიღი: 11 December 2007.
  28. National Palace. National Library of Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2007. ციტირების თარიღი: 11 December 2007.
  29. Bunnell, Tim; Nah, Alice M. (2004). „Counter-global Cases for Place: Contesting Displacement in Globalising Kuala Lumpur Metropolitan Area“. Urban Studies. 41 (12): 2447–2467. doi:10.1080/00420980412331297627. JSTOR 43197066.
  30. Yat Ming Loo. Architecture and Urban Form in Kuala Lumpur. Routledge, გვ. 88. ISBN 9781409445975. 
  31. „Kuala Lumpur: Growing Pains“. Asia's Best Cities 2000. Asiaweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 4 December 2007.
  32. Laporan Kiraan Permulaan 2010. Jabatan Perangkaan Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2011. ციტირების თარიღი: 24 January 2011.
  33. Kuala Lumpur Location. Malaysia Travel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 18 September 2010.
  34. Weather in KL. Welcome-KL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 February 2013. ციტირების თარიღი: 10 July 2012.
  35. DBKL History. Kuala Lumpur City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2015. ციტირების თარიღი: 29 April 2015.
  36. Ng, Angie. (13 August 2007) New growth corridors added. The Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 June 2007. ციტირების თარიღი: 14 December 2007.
  37. Foreign Embassies and Consulates Directory in Malaysia. GoAbroad.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 14 January 2015.
  38. Bloomberg. Bloomberg.
  39. GDP By State – National Accounts – 2010–2015 გვ. 10, 22. Department of Statistics, Malaysia (30 September 2016). ციტირების თარიღი: 3 May 2017. – Select "Publication GDP by State 2010–2015.pdf" to download and view data
  40. „The Global 2000 (Malaysia)“. Forbes. ციტირების თარიღი: 15 September 2010.
  41. Kuala Lumpur Economic Base. Kuala Lumpur City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აგვისტო 2008. ციტირების თარიღი: 10 December 2007.
  42. Top 10 most visited cities in the world დაარქივებული 2015-11-29 საიტზე Wayback Machine. . Enjoyourholiday.com. Retrieved on 27 September 2013.
  43. Bremner, Caroline. (10 January 2010) Trend Watch: Euromonitor International's Top City Destination Ranking. Euromonitor International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 August 2010. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  44. Violet Kim. (19 February 2014) 12 best shopping cities in the world. CNN Travel. ციტირების თარიღი: 13 August 2017.
  45. „Kuala Lumpur Population 2017“. World Population Review.
  46. Religion by Location: Malaysia. Adherents.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 15 December 2007.
  47. 2010 Population and Housing Census of Malaysia Malay, English. Department of Statistics, Malaysia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2013. ციტირების თარიღი: 17 June 2012.
  48. Diamonstein, Barbaralee; Jersey, New (23 September 1990). „Landmarks of Kuala Lumpur“. New York Times, Travel. ციტირების თარიღი: 18 December 2007.
  49. Petronas Towers. Pearson PLC. Infoplease. ციტირების თარიღი: 11 December 2007.
  50. The Worlds Tallest 50 Urban Agglomerations. CTBUH Journal. Council on Tall Buildings and Urban Habitat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 January 2012.
  51. „Top five ways to enjoy Kuala Lumpur“. The Age. Melbourne. 20 February 2005. ციტირების თარიღი: 14 December 2007.
  52. „Education and Social Characteristics of the Population, Population and Housing Census 2000“ (პრეს-რელიზი). Department of Statistics, Malaysia. August 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2007. ციტირების თარიღი: 10 December 2007.
  53. Existing situation of Educational facilities. Kuala Lumpur Structure Plan 2020. Kuala Lumpur City Hall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 12 December 2007.
  54. თარგი:Cite pressrelease
  55. QS World University Rankings 2019. ციტირების თარიღი: 20 July 2018.
  56. Roar of the Dragons: Westports Malaysia Wins First Ever ABL Crown. ASEAN Basketball League. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 13 April 2016.
  57. Duncan Mackay. (13 March 2012) Kuala Lumpur set to be city where 2022 Winter Olympics decided. Inside the Games. ციტირების თარიღი: 30 April 2015.
  58. „Chennai, Kuala Lumpur sign sister city pact“. The Hindu. Chennai, India. 26 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 November 2010. ციტირების თარიღი: 26 November 2010.
  59. Sisterhoods. Isfahan Islamic Council (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2007. ციტირების თარიღი: 4 December 2007.
  60. Mashhad-Kuala Lumpur Become Sister Cities. Mircea Birca. Eurasia Press and News (14 October 2006).
  61. Sister Cities of Shiraz. Shiraz Municipality (12 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2011. ციტირების თარიღი: 30 April 2015.
  62. ビジネスパートナー都市(BPC) Japanese. Osaka Policy Planning Office (19 September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-20. ციტირების თარიღი: 1 December 2015.
  63. Bandar Kembar Melaka, Hoorne Malay (PDF). Bernama. მალაიზიის ეროვნული ბიბლიოთეკა (7 July 1989). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 September 2015. ციტირების თარიღი: 25 September 2015.
  64. Eight Pakistani cities have 47 sister cities around the world. Associated Press of Pakistan (16 May 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2015. ციტირების თარიღი: 1 December 2015.
  65. Kardeş Kentleri Listesi ve 5 Mayıs Avrupa Günü Kutlaması [via WaybackMachine.com] Turkish. Ankara Büyükşehir Belediyesi — Tüm Hakları Saklıdır. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 January 2009. ციტირების თარიღი: 21 July 2013.
  66. Relations between Turkey and Malaysia. საგარეო საქმეთა სამინისტრო (თურქეთი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 June 2015. ციტირების თარიღი: 1 July 2015.
  67. „KL's Sister Cities - Poskod Malaysia“. Poskod Malaysia (ინგლისური). 2010-10-21. ციტირების თარიღი: 2017-02-13.