რეზინი (ლათ. resina) — ელასტიური მასალა, რომელიც კაუჩუკის ვულკანიზაციით მიიღება. სიმკვრივე — 1,2 ტ/მ3.

რეზინი

ისტორია რედაქტირება

რეზინის ისტორია ამერიკის კონტინენტის აღმოჩენასთან ერთად იწყება. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მოსახლეოაბა, რომლებიც ე.წ. კაუჩუკის ხეებიდან წვენს აგროვებდა მისგან კაუჩუკს იღებდნენ. ჯერ კიდევ კოლუმბმაც მიაქცია ყურადღება, რომ ინდოელები რომლებიც სათამაშოდ მძიმე მონოლიტურ ბურთებს იყენებდნენ, უფრო კარგად ხტოდნენ , ვიდრე ცნობილი ევროპული ბურთები.

ევროპაში კაუჩუკის გამოჩენა რედაქტირება

ევროპაში კაუჩუკის არსებობა გაიგეს 1738 წელს, როცა ამერიკიდან დაბრუნებულმა მოგზაურმა კოდამინმა პარიჟის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა კაუჩუკის მასალა და აგრეთვე გაუმხილა მისი მიღების საშუალება.

კაუჩუკის პირველადი გამოყენება რედაქტირება

კაუჩუკის პირველადი პრაქტიკული გამოყენება მოხდა მაშინ როცა მისგან დაამზადეს საშლელი.

რეზინის გამოგონება რედაქტირება

1839 წელს ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლზ გუდიარმა მოახერხა ელასტიური კაუჩუკის ტემპარატურული სტაბილიზაცია - გოგირდის დამუშავებით და შემდგომი გაცხელებით . ამ მეთოდს ეწოდა ვულკანიზაცია, ხოლო პროდუქტს , რომელიც ვულკანიზაციის შედეგად მიიღება ეწოდა რეზინი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: