მომბასა (ინგლ. mombasa) — მოსახლეობის მიხედვით მეორე ქალაქი კენიაში. სანაპირო პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, მარჯნის კუნძულ მომბასაზე და მატერიკთან დაკავშირებულია რამდენიმე დამბით. რეგიონის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. დიდი საზღვაო პორტი. მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი. სუაჰილის ენაზე ქალაქს ეწოდება Kisiwa Cha Mvita, რაც ნიშნავს „ომის კუნძულებს“. 2009 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 938 131 ადამიანს[1].

ქალაქი
მომბასა
ინგლ. mombasa
დროშა გერბი

ქვეყანა კენიის დროშა კენია
პროვინცია (კენია)|კენიის პროვინციები | პროვინცია სანაპირო
კოორდინატები 4°03′00″ ს. გ. 39°40′00″ ა. გ. / 4.05000° ს. გ. 39.66667° ა. გ. / -4.05000; 39.66667
ქალაქის მერი აჰმედ აბუბაქრ მოჰდარი
დაარსდა 1593
ფართობი 294,7 კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
მოსახლეობა 938 131 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 3183,34 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 041
ოფიციალური საიტი http://www.mombasa.go.ke/
მომბასა — კენია
მომბასა

ისტორია რედაქტირება

არაბული პორტი პირველად ნახსენებია არაბი გეოგრაფის ალ-იდრისის მიერ 1151 წელს. იყო მსხვილი სავაჭრო ცენტრი აღმოსავლეთ აფრიკაში. 1331 წელს ქალაქში ერთი ღამე გაატარა ცნობილმა მოგზაურმა იბნ ბატუტამ. მან აღნიშნა ის ოსტატობა, რისი მეშვეობითაც აშენებული იყო ხის მეჩეთები. 1415 წელს მომბასის ნავსაყუდელი მოინახულა ჯენ ხეს ჩინურმა ფლოტმა. 1498 წელს ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე აქ გაჩერდა ვასკო და გამა.

1502 წელს პორტუგალიელებმა გემებიდან დაბომბეს მომბასა. ამ დროს ადგილობრივმა სულთანმა შეძლო კილვის სასულთნოდან გამოყოფა და დამოუკიდებლობის გამოცხადება. 1528 წელს სასულთნოს კვლავ თავს დაესხნენ პორტუგალიელები, ხოლო 1593 წელს მათ ააშენეს დიდებული ფორტ-ჟესუსი. 1638 წელს მომბასა ოფიციალურად გამოცხადდა პორტუგალიის კოლონიად, რომელიც გოადან იმართებოდა.

XVII საუკუნის შუიდან მომბასაში პორტუგალიელებს შეუტიეს ომანის სასულთნოს მმართველებმა, სანამ იმამმა სულთან იბნ სეიფმა 1699 წელს პორტუგალიელები პორტიდან არ გარეკა 1698 წლის დეკემბერში. ქალაქის მართვა დაიწყეს ომანის სულთანის ხელდასხმულმა პირებმა. მაგრამ მომბასაში მაინც იყო პორტუგალიელების მმართველობის ერთი მოკლევადიანი პერიოდი — 1728 წლის 12 მარტიდან 1729 წლის 21 სექტემბრამდე.

XIX საუკუნის დასაწყისში მომბასის მმართველი მაზრუის აფრიკულ-არაბული დინასტია, აუჯანყდა ომანის სულთანს, რომელიც იმ დროს იჯდა ზანზიბარში. 1824 წელს მაზრუის დინასტიამ სცნო დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი მომბასაზე. 1828 წელს ამის პასუხად ზანზიბარის სულთნის გემები თავს დაესხა მომბასას. ეს ომი გრძელდებოდა 1837 წლამდე და დამთავრდა ზანზიბარის გამარჯვებით. მომბასა გახდა მასკატის და ომანის სასულთნოს სამფლობელო.

მაგრამ 1875 წელს ფორტ-ჟესუსზე იერიში მიიტანეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემებმა «ნასაუმ» და «რაიფლმანმა». საარტილერიო დუელის შემდეგ ფორტი შტურმით იქნა აღებული და დაიწყო ბრიტანული ბატონობის ეპოქა აღმოსავლეთ აფრიკაში.

1888 წელს მომბასა გახდა ბრიტანეთის აღმოსავლეთ აფრიკული კომპანიის ოპერაციის ცენტრი.

1890 წელს დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიის იმპერიამ დადეს ზანზიბარის შეთანხმება, რომლის თანახმადაც კუნძულ ჰელგოლანდის მიერთების სანაცვლოდ გერმანია აღიარებდა, რომ მომბასა იყო დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი.

1895 წლიდან, როდესაც კენია გახდა დიდი ბრიტანეთის კოლონია, მომბასა გახდა მისი დედაქალაქი.

1906 წელს კოლონიის დედაქალაქი გახდა ნაირობი.[2]

გეოგრაფია რედაქტირება

მომბასა მდებარეობს 440 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კენიის დედაქალაქ ნაირობიდან. ქალაქის ცენტრი მდებარეობს მარჯნის კუნძულზე ინდოეთის ოკეანეში, ხოლო ზოგიერთი რაიონები — მატერიკზე. კუნძული მატერიკიდან გამოყოფილია ორი წყალსატევით — ტიუდორ-კრიკით და ჰილინდინი-ჰარბორით. ადგილის რელიეფი — ვაკე, სწორი ზედაპირი.

მოსახლეობა რედაქტირება

2009 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 938 131 ადამიანს[1]. მომბასის მოსახლეობას, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მიჯიკენდას ჯგუფის და სუაჰილის ხალხი. სხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ არაბები, კამბა, ვატაიტა.

ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:

1950 1960 1970 1979 1989 1999 2009 2011
94 000 159 000 254 000 341 148 461 753 665 018 939 370 972 000

წყარო:[3]

ეკონომიკა რედაქტირება

მომბასაში არსებობს ორი საზღვაო პორტი: ძველი პორტი, სადაც დგანან გემები, რომლებიც ასრულებენ რეგიონალური მნიშვნელობის რეისებს და კილინდინი ჰარბორი (ახალი პორტი), რომელიც იღებს კონტეინერმზიდებს, ტანკერებს, რეფრიჟირატორებს, საოკეანო ტიპის საკრუიზო გემებს, სამხედრო გემებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ის იყო დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზა. ამ პორტს იჯარის საფუძველზე ასევე იყენებენ უგანდა, სამხრეთი სუდანი, ბურუნდი, რუანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ტვირთბრუნვის მიხედვით მას უკავია მეორე ადგილი აფრიკაში კეიპტაუნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) პორტის შემდეგ, 2010 წელს ტვირთბრუნვამ შეადგინა 5,4 მილიონი ტონა. მომბასიდან გააქვთ: ყავა, ჩაი, ნავთობგადამუშავების პროდუქტები, ცემენტი, ტყავი და ბეწვი, ხორცი და ხორცპროდუქტები, კონსერვირებული ანანასი, სანელებლები და სხვა ტრადიციული აფრიკული საქონელი. შემოაქვთ: ნავთობი, სხვადასხვა მოწყობილობები, სასოფლო-სამეურნეო მანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, ლითონები.

მომბასა აგრეთვე საერთაშორისო ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრია. მასთან ახლოს, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს საკურორტო დასახლებები, თვითონ მომბასაშიც არსებობენ პლაჟები.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

დამეგობრებული ქალაქები რედაქტირება

მომბასა დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2015-12-04.
  2. მომბასა - კენიის ქალაქი
  3. citypopulation.de