ჰელსინკი (ფინ. Helsinki, შვედ. Helsingfors) — ფინეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ფინეთის ყურის ნაპირას, ბალტიის ზღვასთან. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 629,512 ადამიანს (2016). აგლომერაცია მოიცავს მეზობელ ქალაქებს ესპოოს, ვანტაასა და კაუნიაინენის, რომელთა ერთობლიობას დედაქალაქის რეგიონი ეწოდება. ამ რეგიონის საერთო მოსახლეობა 1,441,601-ს შეადგენს.

დედაქალაქი
ჰელსინკი
ფინ. Helsinki
შვედ. Helsingfors
დროშა გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
პროვინცია სამხრეთი ფინეთი
რეგიონი უუსიმაა
კოორდინატები 60°10′15″ ჩ. გ. 24°56′15″ ა. გ. / 60.17083° ჩ. გ. 24.93750° ა. გ. / 60.17083; 24.93750
ქალაქის მერი იუანა ვარტიაინენი
დაარსდა 1550
ამჟამინდელი სტატუსი 1812
ფართობი 187.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17 მეტრი
ოფიციალური ენა ფინური ენა[1] [2] და შვედური ენა[1] [2]
მოსახლეობა 629,512 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 3,060 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,125,136
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 9
ოფიციალური საიტი hel.fi
ოფიციალური ენები ფინური, შვედური
ჰელსინკი — ფინეთი
ჰელსინკი

ეტიმოლოგია რედაქტირება

ფინურ ენაზე ქალაქს დაარსებიდან (1550) ოფიციალურად ჰელსინკი ეწოდება; შვედურად ქალაქს ჰელსინგფორსი ეწოდება დღემდე. თითქმის ყველა ენაზე, მათ შორის, ქართულადაც, ფინეთის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენამდე სწორედ შვედური ფორმა გამოიყენებოდა. 1917 წლის 6 დეკემბრის შემდეგ კი ქალაქს ოფიციალურად ჰელსინკი ეწოდა.

ისტორია რედაქტირება

 
ჰელსინკის ცენტრალური ნაწილი 1820 წლისთვის, აღდგენამდე, კარლ ლუდვიგ ენგელის ნახატი

ჰელსინკი 1550 წელს შვედეთის მეფე გუსტავ ვაზამ დააარსა. მისი ბრძანებით, ქალაქ პორვოოს რამდენიმე ასეული ოჯახი დღევანდელი ჰელსინკის არაბიას უბანში გადმოსახლდა. 12 ივნისი ბრძანებაზე ხელმოწერის დღეა, ამდენად, ეს დღე ქალაქის ოფიციალურ დაბადების დღედ მიიჩნევა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ადგილი არასწორად იყო შერჩეული, ნავსადგურის ტერიტორია მეტისმეტად წყალმარჩხი აღმოჩნდა. ამის გამო, ქალაქი კაუპატორის უბანში გადაიტანეს (საბაზრო მოედნისკენ).

დაახლოებით XVIII საუკუნის შუა ხანებამდე ჰელსინკი ხისგან ნაგებ, პროვინციული ტიპის ქალაქად რჩებოდა, სადაც შავი ჭირის ეპიდემია არაერთხელ გავრცელებულა. 1748 წელს ჰელსინკისთან ახლომდებარე კუნძულებზე შვედებმა სვეაბორგის სიმაგრის შენება დაიწყეს, რომელსაც ქალაქი ზღვის მხრიდან უნდა დაეცვა. შედეგად, ქალაქის ზრდა დაიწყო; გაჩნდა პირველი ქვის სახლები, ამის მიუხედავად, შვედური ფინეთის დედაქალაქად მაინც ტურკუ რჩებოდა.

ქალაქი რუსებმა ოთხჯერ აიღეს. პირველი ორი დაპყრობა დიდი ჩრდილო ომის დროს მოხდა 1713 წლის მაისში, მეორედ კი 1742 წელს, 1741-1743 წლების რუსეთ-შვედეთის ომისას; შემდგომ ამისა, 1808 წლის 18 თებერვალს წელს შეიჭრა რუსული ჯარი ქალაქში შვედებთან ბრძოლის დროს.

1809 წელს ფინეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთ-შვედეთის ომისას დანგრეული ჰელსინკის ახალი, გენერალ ი. ა. ერენსტრიომის გეგმით დაიწყო აგება, ამიტომაცაა, რომ ჰელსინკისა და სანქტ-პეტერბურგის ცენტრალური ნაწილი ძალიან ჰგავს ერთიმეორეს.

1812 წელს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით, ჰელსინკი ფინეთის დიდი სათავადოს დედაქალაქი გახდა. 1820-იან წლებში არქიტექტორმა კარლ ლუდვიგ ენგელმა ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაგეგმარების პროექტი შექმნა. პროექტის გახორციელების შედეგად, ქალაქში გაჩნდა სენაატინტორი (სენატის მოედანი) დიდი საკათედრო ტაძრით. ტურკუდან ჰელსინკიში უნივერსიტეტი გადაიტანეს.

ყირიმის ომის დროს ქალაქს ინგლისელებმა შემოუტიეს და ესკადრით ცეცხლიც გაუხსნეს, თუმცა, ჰელსინკი ამით დიდად არ დაზარალებულა.

1860-იან წლებში მრეწველობის განვითარება სწრაფი ტემპებით დაიწყო. 1862 წელს ჰელსინკი ქვეყნის შიდა რეგიონებს რკინიგზით დაუკავშირდა, რვა წლის შემდეგ კი პეტერბურგისკენაც შეიძლებოდა მატარებლით მგზაბვრობა.

სამოქალაქო ომის მსვლელობისას დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ფინეთში ხელისუფლება წითელ არმიელებს ჩამოერთვათ და გერმანული ჯარების საშუალებით, ვაასელი გენერლის მინერჰეიმის შემწეობით, ქვეყნის სადავეები ბურჟუაზიულმა მთავრობამ დაიკავა.

1917 წლის 6 დეკემბერს ფინეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ქალაქმა დინამიური განვითარება განაგრძო. გაიფართოვა ტერიტორია, შეიქმნა ახალი უბნები. საქვეყნოდ ცნობილია დაბა ტაპიოლა, რომელსაც „ბაღნარ-ქალაქს“ უწოდებენ და ესპოოს ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაშია.

ქალაქის ცენტრალური ვაგზალი 1904-1924 წლებში არქიტექტორ ე.საარინენის მიხედვით შეიქმნა.

1934-40 წლებში ქალაქში ოლიმპიური სოფელი და ოლიმპიური სტადიონი აშენდა.

1952 წელს ჰელსინკიში გაიმართა საზაფხულო ოლიმპიური თამაშები.

2007 წელს ქალაქში ყოველწლიური სასიმღერო კონკურსი „ევროვიზია“ გაიმართა.

 
თანამგზავრიდან დანახული ჰელსინკი

დემოგრაფია რედაქტირება

ჰელსინკის მოსახლეობა დიდწილად ფინურია, შვედურად მოლაპარაკეთა რიცხვი კი სწრაფად კლებულობს (5,7%). ქალაქის საერთო მოსახლეობის 9.2% არ არის ფინეთის მოქალაქე [3].

ქალაქში ემიგრანტული მოსახლეობის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი. აქ 130-ზე მეტი ქვეყნიდან არიან ჩასულნი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები. ამათგან უდიდესია რუსეთიდან, ესტონეთიდან და შვედეთიდან. აქვე შევხვდებით სომალიდან, სერბეთიდან, ჩინეთიდან, ერაყიდან და გერმანიიდან ჩასულებსაც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ჩასულები ფინეთის დედაქალაქში მეტისმეტად მცირერიცხვოვან ჯგუფს შეადგენენ და არც არავითარი დიასპორა არ აქვთ ჩამოყალიბებული.

ტრანსპორტი რედაქტირება

 
ჰელსინკის მეტროპოლიტენის ერთ-ერთი სადგური
 
მალმის აეროპორტი, ერთ-ერთი უძველესი მსოფლიოში

ჰელსინკი ორნაწილად იყოფა — ისტორიულ დასავლეთ ნაწილად და შედარებით ახალ აღმოსავლეთ ნაწილად Itä-Helsinki. ქალაქის ორივე ნაწილი შეერთებულია ჰელსინკის მეტროპოლიტენის ხაზებითა და მიწისზედა ავტოტრანსპორტის ფართო ქსელით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოდგენილია საგარეუბნო მატარებლებით, ტრამვაის, ავტობუსებისა და მუნიციპალური საბორნო ხაზებით.

კულტურა რედაქტირება

 
ჰელსინკი ზაფხულში

მუზეუმები

ჰელსინიკიში უდიდესი ისტორიული მუზეუმი ფინეთის ეროვნული მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები პრეისტორიული ხანიდან ჩვენს დრომდე. მუზეუმის შენობა ეროვნული სტილის ახალ-შუასაუკუნოვანი ციხე-სასახლის ფორმისაა და ტურისტების უსაყვარლეს ადგილად მიიჩნევა. ქალაქში სიდიდით მეორე მუზეუმი ჰელსინკის საქალაქო მუზეუმია, რომელიც დამთვალიერებელს ქალაქის ხუთასწლოვან ისტორიას წარმოუდგენს. ფინეთის დედაქალაქს ამშვენებს აგრეთვე საუნივერსიტეტო მუზეუმი და საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი.

ფინეთის ეროვნული გალერეა მოიცავს სამ მუზეუმს: კლასიკური ფინური ხელოვნების ატენეუმის მუზეუმი, კლასიკური ევროპული ხელოვნების სინებრიკოფის მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების კიასმას მუზეუმი, მე-19 საუკუნის ნეო-რენესასნსული სასახლე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული შენობაა, კიასმას ულტრათანამედროვე ნაგებობა კი ერთობ საკამათოა ჰელსინკიში.

თეატრები

ქალაქი სამი უმთავრესი თეატრით გამოირჩევა: ფინეთის ეროვნული თეატრი, ჰელსინკის საქალაქო თეატრი და ფინეთის შვედური Svenska Teatern.

ქალაქი თავს იწონებს ფინური ეროვნული ოპერითა და საკონცერტო დარბაზ Finlandia-თი. უდიდესი კონცერტები ან სხვა მუსიკალური ღონისძიებები ქალაქის ყინულის ჰოკეის ორი სტადიონიდან ერთ-ერთზე იმართება. ჰელსინკი ფინეთის უდიდესი საბაზრო კომპლექსითაც გამოირჩევა.

ჰელსინკი ჩრდილოეთ ევროპის მუსიკალური მიმდინარეობის ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ისეთი პოპულარული ჯგუფები, როგორებიცაა: Norther, Wintersun, Ensiferum, HIM, The Rasmus, The 69 Eyes, Hanoi Rocks, Apocalyptica და Stratovarius

 
ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონის ერთ-ერთი ფლიგელი

განათლება რედაქტირება

ქალაქში ფინეთის უდიდესი ჰელსინკის უნივერსიტეტია, აგრეთვე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც 65 000-მდე სტუდენტი სწავლობს, აქედან 38 ათასზე მეტი უნივერსიტეტში. მოზარდების განათლებაზე 190 საშუალო სკოლა, ამათგან 22 კერძო სასწავლებელი ზრუნავს.

ჰელსინკის უნივერსიტეტები

  • აალტოს უნივერსიტეტი (ყოფილი ჰელსინკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰელსინკის ეკონომიკის სკოლა და ჰელსინკის დიზაინისა და ხელოვნების უნივერსიტეტი)
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების შვედური სკოლა
  • ნატიფი ხელოვნების აკადემია
  • სიბელიუსის აკადემია
  • თეატრალური აკადემია
  • ეროვნული თავდაცვის კოლეჯი

გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები (ყოფილი პოლიტექნიკები)

წლიური ამინდი — ჰელსინკი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 8.5 (47) 10.3 (51) 15.1 (59) 21.9 (71) 27.6 (82) 30.9 (88) 31.6 (89) 31.2 (88) 26.2 (79) 17.5 (64) 11.6 (53) 9.8 (50) 31,6 (89)
საშუალო მაღალი °C (°F) −1.7 (29) −2.3 (28) 1.2 (34) 6.8 (44) 14.0 (57) 18.7 (66) 20.9 (70) 19.3 (67) 13.9 (57) 8.6 (47) 3.6 (38) 0.2 (32) 8,6 (47)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) −6.9 (20) −7.7 (18) −4.2 (24) 0.4 (33) 6.0 (43) 11.0 (52) 13.7 (57) 12.6 (55) 8.1 (47) 3.8 (39) −0.8 (31) −5.0 (23) 2,6 (37)
რეკორდ. დაბალი °C (°F) −34.3 (-30) −31.5 (-25) −24.5 (-12) −16.3 (3) −4.8 (23) 0.7 (33) 5.4 (42) 2.8 (37) −4.5 (24) −11.6 (11) −18.6 (-1) −29.5 (-21) −34,3 (−30)
ნალექი მმ (დუიმი) 47 (1.9) 36 (1.4) 38 (1.5) 36 (1.4) 32 (1.3) 49 (1.9) 62 (2.4) 78 (3.1) 66 (2.6) 73 (2.9) 68 (2.7) 58 (2.3) 642 (25,3)
წყარო: 1971–2000 წლებში კლიმატის ცვლილების სტატისტიკა 2009-01-03[4] and [5]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 http://books.google.com/books?id=qb6NAQAAQBAJ&pg=PA124
  2. 2.0 2.1 http://www.stat.fi/meta/luokitukset/kunta/001-2012/luokitusavain_ks.html
  3. Mäki, Netta; Pekka Vuori (2016). Helsingin Väestö Vuodenvaihteessa 2015/2016 ja Väestönmuutokset Vuonna 2015. Helsingin Kaupunkin Tietokeskus. 
  4. Karttunen, Hannu; Jarmo Koistinen, Elena Saltikoff, Olli Manner (1998). Ilmakehä ja sää. Ursa. ISBN 951-9269-87-8. 
  5. Ilmatieteen laitos – Sää ja ilmasto – Ilmastotilastot – Auringonpaiste Finnish. Finnish Meteorological Institute. ციტირების თარიღი: 2010-01-01.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება