World of Warcraft
World of Warcraft — მრავალმოთამაშიანი, როლური ვიდეო თამაში, გამოშვებული 2004 წელს Blizzard Entertainment-ის მიერ. Warcraft-ის ფენტეზურ სამყაროში, World of Warcraft-ში მოქმედება ვითარდება Azeroth-ის სამყაროში, სერიის წინა თამაშის, Warcraft III: The Frozen Throne მოვლენებიდან დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ.[1] თამაში დაანონსეს 2001 წელს და გამოუშვეს, 2004 წლის 23 ნოემბერს, Warcraft-ის ფრენჩაიზის 10 წლისთავისთვის. World of Warcraft-ს გამოშვების შემდეგ ჰქონდა 9 ძირითადი გაფართოების პაკეტი: The Burning Crusade (2007), Wrath of the Lich King (2008), Cataclysm (2010), Mists of Pandaria (2012), Warlords of Draenor (2014), Legion (2016), Battle for Azeroth (2018), Shadowlands (2020) და Dragonflight (2022).
World of Warcraft | |
---|---|
World of Warcraft-ის ლოგო | |
დეველოპერ(ებ)ი | Blizzard Entertainment |
გამომცემელი | Blizzard Entertainment |
სერია | Warcraft |
გამოსვლის თარიღი | 2004 წლის 23 ნოემბერი |
ჟანრ(ებ)ი | მასიურად მრავალმოთამაშიანი ონლაინ როლური თამაში |
რეჟიმ(ებ)ი | მრავალმოთამაშიანი |
პროდიუსერ(ებ)ი |
შანე დაბირი კარლოს გერერო |
დიზაინერ(ებ)ი |
რობ პარდო ჯეფ კაპლანი ტომ ჩილტონი |
პროგრამისტ(ებ)ი | ჯონ კეში |
მხატვარი |
უილიამ პეტრასი კევინ ბერდსლი ჯასტინ ტავირატი |
სცენარისტი | ჯეისონ ჰეისი |
MMORPG-ის მსგავსად, თამაში მოთამაშეებს აძლევს საშუალებას რომ შექმნან თავისი პერსონაჟი, გამოიკვლიონ ღია სამყარო მესამე ან პირველი პირის ხედვით, ასევე გამოიკვლიონ ლანდშაფტი, შეებრძოლონ სხვადასხვა მონსტრებს, შეასრულონ დავალებები და დაუკავშირდნენ სხვა მოთამაშეებს. მოთამაშეებს შეუძლიათ ერთად შეასრულონ სხვადასხვა დავალებები, შევიდნენ dungeon-ებში და დაუდგენენ სხვა მოთამაშეებს (PvP) ბრძოლაში, თუმცა, თამაში აგრეთვე შეიძლება ითამაშო მარტო, სხვებთან ურთიერთობის გარეშე. თამაში ძირითადად კონცენტრირებულია პერსონაჟების პროგრესზე, მაგალითად: ისინი იღებენ „გამოცდილების“ ქულებს თავიანთი პერსონაჟის გასაუმჯობესებლად, რათა გახადონ ისინი უფრო ძლიერი. მათ შეუძლიათ გაყიდონ და იყიდონ ნივთები თამაშში არსებული ვალუტის გამოყენებით უკეთესი აღჭურვილობის შესაძენად.
World of Warcraft-მა გამოშვებიდან მალევე პოპულარობის მწვერვალს მიაღწია და მალევე გახდა ყველა დროის ყველაზე პოპულარული MMORPG, 2010 წელს უკვე ჰყავდა 12 მილიონი მომხმარებელი.[2] თამაშს 2014 წლისთვის ჰყავდა 100 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი[3] და 2017 წლისთვის ჰქონდა $9.23 მილიარდზე მეტი ჰქონდა გამომუშავებული, რაც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ვიდეო თამაშების ფრენჩაიზად ხდიდა. თამაში მოხსენიებულია ჟურნალისტების მიერ, როგორც ყველა დროის საუკეთესო MMORPG და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო თამაში, ასევე დღემდე ინერგება სხვადასხვა სახის სიახლეები, გამოსვლიდან 19 წლის შემდეგაც კი.[4][5][6] 2019 წელს გამოვიდა თამაშის ვერსია სახელწოდებით World of Warcraft Classic, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა გაეცნოთ საბაზისო ვერსია.[7][8] 2022 წელს Blizzard-მა და NetEase-მა გააუქმეს World of Warcraft-ის გამოუცხადებელი სპინ-ოფის თამაში.[9]
გეიმპლეი
რედაქტირებადასაწყისი
რედაქტირებასხვა MMORPG-ების მსგავსად, მოთამაშეები აკონტროლებენ თავიან პერსონაჟებს მესამე ან პირველი პირის ხედვით, იკვლევენ ლანდშაფტს, ებრძვიან სხვადასხვა მონსტრებს, ასრულებენ დავალებებს და ურთიერთობენ კომპიუტერ პერსონაჟებთან (NPC) ან სხვა მოთამაშეებთან. ასევე სხვა MMORPG-ების მსგავსად, World of Warcraft ითხოვს, რომ მოთამაშემ თანხა რათა შეძლოს თამაში.[10]
თამაშში შესასვლელად, მოთამაშემ უნდა აირჩიოს სერვერი, რომელსაც თამაშში მოიხსენიებენ, როგორც "სამეფო". თითოეული სფერო მოქმედებს როგორც თამაშის სამყაროს ინდივიდუალური ასლი და იყოფა ორ კატეგორიად. სამეფოების ხელმისაწვდომი ტიპებია:
- Normal – ჩვეულებრივი ტიპის სფერო, სადაც გეიმპლეი ძირითადად ორიენტირებულია მონსტრების დამარცხებაზე და დავალებების შესრულებაზე, მოთამაშის წინააღმდეგ ბრძოლა და ნებისმიერი როლური თამაში არჩევითია.
- RP (როლური თამაში) — რომელიც მუშაობს ისევე, როგორც "ნორმალური" სფერო, მაგრამ ფოკუსირებულია მოთამაშეების როლის თამაშზე.
World of Warcraft-ის მეშვიდე გაფართოების "Battle for Azeroth"-ის შემოღებამდე, ორივე "ნორმალური" და "RP" სერვერები იყოფოდა ორ ცალკეულ კატეგორიად: PvE სერვერები და PvP სერვერები. ეს ამოღებულია "ომის რეჟიმის" ოფციის დანერგვის შემდეგ, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მოთამაშეს (მე-20-ე და უფრო მაღალი დონის) ნებისმიერ სერვერზე განსაზღვროს, სურს თუ არა აქტიური მონაწილეობა PvP ბრძოლაში, ომის რეჟიმის ომის რეჟიმის ჩართვით.
სამეფოები ასევე კლასიფიცირებულია ენის მიხედვით, თამაშში მხარდაჭერით ხელმისაწვდომ ენაზე.[11]
მოთამაშეებს შეუძლიათ შექმნან ახალი პერსონაჟები რეგიონის ყველა სფეროში, ასევე შესაძლებელია უკვე ჩამოყალიბებული პერსონაჟების გადაადგილება სფეროებს შორის გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ.[12]
რასები და ფრაქციები
რედაქტირებაახალი პერსონაჟის შესაქმნელად, Warcraft-ის წინა თამაშების სცენარის შესაბამისად, მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ ალიანსის ან ურდოს დაპირისპირებულ ფრაქციებს შორის; Pandaren, რომლებიც დაემატა Mists of Pandaria-ში. დაპირისპირებული ფრაქციების პერსონაჟებს შეუძლიათ განახორციელონ ელემენტარული კომუნიკაცია (ყველაზე ხშირად მხოლოდ „ემოციები“), მაგრამ მხოლოდ ერთი და იმავე ფრაქციის წევრებს შეუძლიათ საუბარი, ფოსტით გაგზავნა, დაჯგუფება და გილდიებში გაწევრიანება. მოთამაშე ირჩევს ახალი პერსონაჟის რასას, როგორიცაა ორკები ან ტროლები ურდოსთვის, ან ადამიანები ან ჯუჯები ალიანსისთვის.[13] მოთამაშეებმა უნდა აირჩიონ კლასი პერსონაჟისთვის, ისეთი არჩევანით, როგორიცაა მოგვები, მეომრები და მღვდლები.[14] კლასების უმეტესობა შემოიფარგლება კონკრეტული რასებით.
მიმდინარე თამაში
რედაქტირებაპერსონაჟის განვითარებასთან ერთად, ისინი იძენენ ახალ უნარებს, რაც მოგვიანებით მოთამაშის შესაძლებლობებს განსაზღვრავს.[15] მოთამაშეებს შეუძლიათ აირჩიონ ორი პროფესია, რითაც მათ შეეძლებათ სხვადასხვა სახის ნივთების დამზადება, არსებობს ისეთი პროფესიები, როგორიცაა მჭედლობა, ძვირფასეულობის დამზადება, სამთო მოპოვება. პერსონაჟებს შეუძლიათ მეორეხარისხოვანი პროფესიებიც აირჩიონ მაგალითად: არქეოლოგია, მზარეულობა და თევზაობა.[16] მოთამაშეებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ გილდიებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ქონდეთ წვდომა ისეთ რამეებზე, როგორიცაა: გილდიის ტაბარდი, გილდიის ბანკი, გილდიის შეკეთება და გადასახადები.[17]
World of Warcraft-ის დიდი ნაწილი უკავშირდება დავალებების შესრულებას, რაც NPC-ებთან არის ხელმისაწვდომი.[18] დავალებები ჩვეულებრივ აჯილდოებენ მოთამაშეს გამოცდილების ქულების, ნივთების და თამაშში არსებული ფულის კომბინაციით. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს პერსონაჟებს მიიღონ წვდომა ახალ უნარებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ახალი სფეროების შესწავლის შესაძლებლობას.[19] თამაშის სიუჟეტის უმეტესი ნაწილი „ქვესტების“ საშუალებით არის მოთხრობილი, როგორც „ქვესტის“ ტექსტის, ასევე სკრიპტირებული NPC მოქმედებების მეშვეობით.[20]
კომერციული პერფორმანსი
რედაქტირებაWorld of Warcraft იყო ყველაზე გაყიდვადი PC თამაში 2005 და 2006 წლებში.[21] შეერთებულ შტატებში 2006 წლის აგვისტოსთვის გაიყიდა 1,4 მილიონი ასლი (68,1 მილიონი აშშ დოლარი). ეს იყო ქვეყანაში მესამე ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერული თამაში 2000 წლის იანვრიდან 2006 წლის აგვისტომდე.[22] 2008 წლის 22 იანვარს World of Warcraft-ს ჰყავდა 10 მილიონზე მეტი აბონენტი მთელს მსოფლიოში, 2 მილიონზე მეტი აბონენტი ევროპაში, 2,5 მილიონზე მეტი ჩრდილოეთ ამერიკაში და დაახლოებით 5,5 მილიონი აზიაში.[23] პიკს 2010 წლის ოქტომბერში თამაშს 12 მილიონი გამომწერი ჰყავდა.[24] 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით თამაშს 10 მილიონზე მეტი აქტიური აბონენტი ჰყავს.[25] 2014 წლის 28 იანვარს Blizzard-მა გამოაცხადა, რომ თამაშისთვის შეიქმნა 100 მილიონი ანგარიში.[26] 2015 წლის 7 მაისს გამოცხადდა, რომ 7,1 მილიონი აქტიური გამოწერა იყო.[27][28][29][30] 2015 წლის ივნისის ბოლოს გამოწერები დაეცა 5,6 მილიონამდე, რაც ყველაზე დაბალი მაჩვნებელია 2005 წლის შემდეგ.[31] სექტემბრის ბოლოსთვის აბონენტების რაოდენობა 5,5 მილიონს შეადგენდა.
2009 წლის 19 სექტემბერს ჩინეთში World of Warcraft-ის ფუნქციონირების დაწყებიდან ორ თვეზე ნაკლები ხნის შემდეგ, NetEase-ს დაევალა დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მოთამაშეების რეგისტრაცია.[32][33] პრესის შეფასებით, თუ World of Warcraft დაიხურებოდა ჩინეთში, აბონენტების დაკარგვა გამოიწვევდა Activision Blizzard-ის შემოსავალს 65 ცენტიდან აქციაზე 60 ცენტამდე.[34] 2008 წლის აპრილში World of Warcraft-ს ეკუთვნოდა MMORPG სააბონენტო ბაზრის 62 პროცენტი. თამაშის შემოსავალმა $9,23 მილიარდს მიაღწია, რაც მას ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ვიდეო თამაშად აქცევს Space Invaders, Pac-Man და Street Fighter II-თან ერთად.[35] 2012 წლის დასაწყისში, Blizzard-მა დაიწყო World of Warcraft-ისა და StarCraft II-ის ტურნირების საკუთარი სერია, რომელიც ცნობილია როგორც Battle.net World Championship Series.[36][37]
ლიტერატურა
რედაქტირება- Gilliam, Ryan (November 11, 2019). "It's been a weird decade for Warcraft". Polygon. Retrieved November 13, 2019.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World of Warcraft
- ↑ World of Warcraft Reaches 12 Million Subscribers
- ↑ Blizzard reaches 100M lifetime World of Warcraft accounts
- ↑ Ranking The Best MMORPGs Of All Time
- ↑ 10 best MMORPGs to play in 2023
- ↑ The Top 10 Best MMORPGs Of All Time (According to Metacritic)
- ↑ Mark Your Calendars: WoW Classic Launch and Testing Schedule
- ↑ World of Warcraft Classic: Hit game goes back to basics
- ↑ Blizzard, NetEase Scrap Warcraft Mobile Game After Financing Dispute
- ↑ World Of Warcraft: Dragonflight Review - Who Says You Can't Go Home?
- ↑ from the original on April 9, 2012. Retrieved April 17, 2012.[მკვდარი ბმული]
- ↑ Azeroth spreads out
- ↑ Races
- ↑ classes
- ↑ „World of Warcraft Updated Hands-On Impressions – The Talent System Returns“
- ↑ Archaeology: A New Skill in World of Warcraft – Brainiac
- ↑ Wow:Info:Basics:Guilds
- ↑ Quests
- ↑ "World of Warcraft Review"
- ↑ "World of Warcraft (PC)"
- ↑ "World of Warcraft: The Burning Crusade continues record-breaking sales pace"
- ↑ The Top 100 PC Games of the 21st Century
- ↑ World Of Warcraft Hits 10 Million Subscribers
- ↑ The Inexorable Decline of World of Warcraft
- ↑ World of Warcraft hits over 10 million subscribers as Warlords of Draenor launches
- ↑ Blizzard reaches 100M lifetime World of Warcraft accounts
- ↑ Why World of Warcraft Lost So Many Subscribers
- ↑ "World of Warcraft lost three million subscribers in three months"
- ↑ World of Warcraft Suffers Biggest Quarterly Subscriber Drop Ever
- ↑ World of Warcraft sheds 3 million subscribers
- ↑ "World of Warcraft subscriptions at nine-year low with 5.6 million"
- ↑ . "World of Warcraft shut down in China"
- ↑ UPDATE 2-China clamps down on Activision's top online game
- ↑ "World of Warcraft shut down in China"
- ↑ World of Warcraft Leads Industry With Nearly $10 Billion In Revenue
- ↑ Blizzard Entertainment Expands StarCraft II World Championship Series With Electronic Sports League
- ↑ 2012 BATTLE.NET WORLD CHAMPIONSHIP EVENT