გრძელკუდა სტვენია

ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა
(გადამისამართდა გვერდიდან Uragus sibiricus)

გრძელკუდა სტვენია[1] (ლათ. Carpodacus sibiricus) — ფრინველი მთიულასებრთა ოჯახისა.

გრძელკუდა სტვენია

მამალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Carpodacus sibiricus (Pallas, 1773)
სინონიმები
  • Uragus sibiricus[1]
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720543

მისი სხეულის სიგრძეა 16–19 სანტიმეტრი, მასა 14–20 გრამი, ფრთის შლილი 20–23 სმ. ახასიათებს კომპაქტური კორპუსი, გრძელი კონტრასტული კუდი, მოკლე მომრგვალებული ფრთები. ნისკარტი სტვენიასავით გაბერილი აქვს (აქედან სახელწოდება). შებუმბვლა ფაფუკია, მამალი შეფერილია ვერცხლისფერ-ვარდისფრად, დედალი და ახალგაზრდა ინდივიდები მურა ფერისანი არიან, კუდის ზემოთა მიდამო ვარდისფერი აქვთ და ჭრელი ლაქები აყრიათ სხეულზე. გალობა სასიამოვნო მოსასმენია, დუდუნ-ჟღურტულის მსგავსი, ბოლოვდება წრიპინით. ფრენის დროს ფრთები მკვეთრ ხმას გამოსცემენ.

დედალი

გავრცელებულია სამხრეთ ტაიგაში, ფოთლოვან ტყეებსა და ტყესტეპებში ურალიდან ჩინეთსა და კურულიმდე. ზამთარში ჩრდილოეთ რაიონებიდან სამხრეთისკენ მომთაბარეობს. უპირატესობას ანიჭებს ბუჩქნარიან ჭალებს, ბუდობის სეზონის გარდა — აგროლანდშაფტებს. იკვებება თესლებით.

წყვილები იქმნება შემოდგომა-ზამთრის მომთაბარეობის დროს; გამრავლების სეზონი ფოთლების გამოსვლის შემდეგ იწყება. ბუდე ფინჯნის ფორმის აკურატული ნაგებობაა, რომელიც ბუჩქის სიღრმეშია (მიწიდან არაუმეტეს 3 მეტრისა) აგებული გამხმარი ბალახისაგან. დედალი დებს 4–5 და მხოლოდ ის კრუხავს. პოპულარული გალიის ფრინველია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 76, 150, 228.