გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა

(გადამისამართდა გვერდიდან UNEP)

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (United Nations Environment Programm, UNEP) შეიქმნა 1972 წელს, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის ორგანო. მისი ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო, რომელიც შედგება 58 სახელმწიფოს წარმომადგენელთაგან. ყოველწლიურად გენერალური ასამბლეის სხდომაზე ხდება წევრთა 1/3-ის გადარჩევა. პროგრამის სამდივნოს ადგილსამყოფელია ქალაქი ნაირობი (კენია). რეგიონული ბიუროებისა — ჟენევა, ნიუ-იორკი, ბანგკოკი, ბაჰრეინი, მეხიკო. გარემოს დაცვის აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად შექმნილია სპეციალური ნებაყოფლობითი ფონდი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება