The Miracle (ალბომი)
The Miracle — ინგლისური როკ ჯგუფ Queen-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1989 წელს. დისკის თავდაპირველი სათაური იყო The Invisible Man, მაგრამ გადაწყდა მისი შეცვლა The Miracle-ით. ბევრისთვის ალბომი კვლავ რჩება გამორჩეულად განსაკუთრებით მისი გარეკანის გამო, რომელზეც ოთხივე მუსიკოსის სახე შეერთებულია ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით.
The Miracle | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 22 მაისი, 1989 | |||
ჩაიწერა | იანვარი, 1988 - იანვარი, 1989, Olympic Studios და Townhouse Studios, ლონდონი, ინგლისი, Mountain Studios, მონტრე, შვეიცარია | |||
ჟანრი | როკი, მძიმე როკი | |||
ხანგრძლივობა | 41:05 | |||
ლეიბლი | Parlophone (გაერთიანებული სამეფო), Capitol Records / Hollywood Records (აშშ) | |||
პროდიუსერი | Queen, დევიდ რიჩარდსი | |||
Queen — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან The Miracle | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
Rolling Stone | [1] |
Q Magazine | [2] |
The Times | (სხვადასხვა)[3] |
Sun-Sentinel | (დადებითი)[4] |
Newsday (Melville, NY) | (დადებითი)[5] |
The Dallas Morning News | (დადებითი)[6] |
დისკიდან განსაკუთრებული პოპულარობა იქონიეს სინგლებმა I Want It All, Breakthru, The Invisible Man, Scandal და The Miracle.
სიმღერების სია
რედაქტირებამხარე 1 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Party“ | ჯონ დიკონი, ბრაიან მეი, ფრედი მერკური | 2:24 |
2. | „Khashoggi's Ship“ | მერკური | 2:47 |
3. | „The Miracle“ | მერკური, დიკონი | 5:02 |
4. | „I Want It All“ | მეი | 4:40 |
5. | „The Invisible Man“ | როჯერ ტეილორი | 3:55 |
მხარე 2 | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
1. | „Breakthru“ | მერკური (შესავალი), ტეილორი | 4:07 |
2. | „Rain Must Fall“ | დიკონი (მუსიკა), მერკური (ტექსტი) | 4:20 |
3. | „Scandal“ | მეი | 4:42 |
4. | „My Baby Does Me“ | დიკონი, მერკური | 3:22 |
5. | „Was It All Worth It“ | მერკური | 5:45 |
დამატებითი სიმღერები (მხოლოდ კომპაქტ დისკები) | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა |
11. | „Hang on in There“ | Queen | 3:46 |
12. | „Chinese Torture“ | მერკური, მეი | 1:46 |
13. | „The Invisible Man (12" ვერსია)“ | 5:29 |
დამატებითი სიმღერები (ლეიბლის Hollywood Records 1991 წლის გამოცემა) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
14. | „Scandal (12 სინგლის მიქსი)“ | 6:34 |
2011 წლის გამოცემის დამატებითი EP | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „I Want It All (სინგლის ვერსია)“ | |
2. | „The Invisible Man (ვერსია წამყვანი ვოკალით, აგვისტო 1988)“ | |
3. | „Hang On In There (B-მხარი)“ | |
4. | „Hijack My Heart (B-მხარი)“ | |
5. | „Stealin’ (B-მხარი)“ | |
6. | „Chinese Torture (ინსტრუმენტული)“ | |
7. | „The Invisible Man (12” ვერსია)“ |
ინფორმაცია სიმღერებზე
რედაქტირებაParty
რედაქტირებადაიწერა მერკურის, მეისა და დიკონს შორის იმპროვიზაციის შედეგად. მერკური უკრავდა ფორტეპიანოზე და დაიწყო ტექსტით ’we had a good night’. ეს სიმღერა დაიწერა ჯგუფის სამი წევრის მიერ. ალბომის დანარჩენი სიმღერები გამორჩეულია იმით, რომ მათი ნამდვილი ავტორი არის მხოლოდ ერთი წევრი, მაგრამ ავტორებად მითითებული არიან სხვებიც. სიმღერის შესავალში მეიც მღერის.
Khashoggi's Ship
რედაქტირებაKhashoggi's Ship დაწყებული იქნა ოთხივე მუსიკოსის მიერ და ოთხივე მონაწილეობდა ტექსტისა და მუსიკის შექმნაში. სიმღერაში საუბარია მილიარდერ ადნან კჰაშოგის და გემ ’ნაბილას’, ამჟამად - Kingdom 5KR-ის შესახებ. ალბომზე ეს სიმღერა უერთდება Party-ს, რომელსაც ჰგავს ტექსტში წამოჭრილი თემებით. მიუზიკლში We Will Rock You კჰაშოგი ჰქვია ერთ-ერთ პერსონაჟს.
The Miracle
რედაქტირებაჯგუფის ერთ-ერთი რთული სიმღერა შემოქმედების უკანასკნელ წლებში. აკორდები ეკუთვნის მერკურისა და დიკონს. ეს არის მეის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა. როგორც ტექსტზე, ასევე მუსიკაზე ჯგუფის ყველა წევრმა იმუშავა. მერკური უკრავს ფორტეპიანოზე და სინთეზატორ Korg M1-ზე.
I Want It All
რედაქტირებაI Want It All დაიწერა 1987 წლის მაისში. DVD-ზე Greatest Video Hits II მეი ამბობს, რომ სიმღერა დაიწერა მისი მეორე მეუღლის, ანიტა დობსონის საყვარელი ფრაზის ’მე მინდა ყველაფერი და ახლავე!’ გავლენით. აკორდების, შესავლის, სოლოებისა და სტროფების პროგრესის იდეა, რომელიც ამ სიმღერაში გამოიყენება, ასევე გამოჩნდა შემდეგ ალბომზე, სიმღერაში The Show Must Go On (1990). მერკური და მეი I Want It All-ში ძირითად ვოკალებს ასრულებენ. მერკური უკრავს აკუსტიკურ და ელექტრონულ გიტარებზე. ტეილორმა ამ სიმღერაში პირველად გამოიყენა ბას-დოლი ორმაგი დასარტყამით.
The Invisible Man
რედაქტირებაThe Invisible Man არის ტეილორის პირველი სიმღერა ამ ალბომიდან. ტექსტის იდეა მას დაებადა წიგნის კითხვის შემდეგ, როდესაც წარმოიდგინა რითმი. მეისა და ტეილორის თქმით, სიმღერა დაიწერა აბაზანაში (ისევე, როგორც 10 წლით ადრე Crazy Little Thing Called Love). ჯგუფის ოთხივე წევრს შორის ვოკალები ასეა გადანაწილებული: მერკური - პირველ სტროფამდე; დიკონი - პირველი სტროფის შემდეგ; ბრაიან მეი - გიტარის სოლომდე; როჯერ ტეილორი - ფრაზის look at me, look at me შემდეგ. სიმღერის გამოუცემელი ვერსია შეიცავს მერკურის მიერ ელვის პრესლის მანერით შესრულებულ ტექსტს. ჩურჩული სიმღერაში ტეილორს ეკუთვნის.
Breakthru
რედაქტირებაBreakthru აერთიანებს ორ სიმღერას - A New Life Is Born (მერკური) და Breakthru (ტეილორი, გადამღერება სხვა გასაღებში). სიმღერა გამოიცა სინგლის სახით და მოხვდა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში.
Rain Must Fall
რედაქტირებაRain Must Fall არის დიკონის (მუსიკა) და მერკურის (ტექსტი) თანამშრომლობით შექმნილი სიმღერა. ტეილორმა ჩაწერა ლათინური ამერიკის სტილის პერკუსიული პარტიები, მაგრამ მათი დიდი რაოდენობა ამოღებული იქნა, რათა გიტარებსა და ვოკალურ ჰარმონიებს მეტი ადგილი ჰქონოდათ.
Scandal
რედაქტირებაScandal დაწერილია მეის მიერ და ეძღვნება ბრიტანულ პრესას, რომელიც აქტიურად განიხილავდა მის გაყრას მეუღლესთან, ანიტა დობსონთან. კრიტიკის ობიექტად ბრიტანეთის მასმედი იქცა იმ მიზეზითაც, რომ იმ პერიოდში დიდ ყურადღებას უთმობდა მერკურის მიერ საჯაროდ გამოჩენის ნაკლებობას (შიდსის გამო). მეი სიმღერაში უკრავს კლავიშებიან საკრავებზე და ასრულებს სოლოს გიტარაზე. მერკურის ვოკალი და მისი სოლო ჩაიწერა ერთ დუბლში. სინთეზატორ-ბასზე უკრავს დევიდ რიჩარდსი. მეის თქმით, ეს სიმღერა მასთან ძალიან ახლოს იყო იმ პრობლემები გამო, რომელიც პირად ცხოვრებაში გადაიტანა.
My Baby Does Me
რედაქტირებაMy Baby Does Me არის მერკურისა და დიკონის მორიგი თანამშრომლობა. თავდაპირველად არსებობდა მსუბუქი სიმღერის დაწერის იდეა. BBC-ს რადიოსთან 1989 წლის ინტერვიუში მერკური და დიკონი აცხადებდნენ, რომ ბასის კომპოზიცია ორივეს ეკუთვნის.
Was It All Worth It
რედაქტირებაWas It All Worth It დაიწერა მერკურის მიერ. ამ სიმღერაში შეიჩნევა ჯგუფის მიერ 1970-იანებში დაწერილი სიმღერების ჟღერადობა. პირველი მონახაზები ეკუთვნის მერკურის, ხოლო იდეები და ტექსტი ჯგუფის ოთხივე წევრს (მაგალითად, ტეილორის არის we love you madly!). დიკონი მოგვიანებით ამბობდა, რომ ეს მისი საყვარელი სიმღერაა მთელ ალბომზე. ტეილორი ჩაწერისას იყენებდა გონგს და ტიმპანის.
Hang on in There
რედაქტირებაპირველი ორი სიმღერიდან, რომლებიც მხოლოდ ალბომის CD ვერსიაშია წარმოდგენილი. სიმღერის ავტორი ჯგუფის ოთხივე წევრია. მეი უკრავს აკუსტიკურ და ელექტრონულ გიტარებსა და კლავიშებიან საკრავებზე (მეისთან ერთად, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს). სიმღერა გამოვიდა სინგლის I Want It All b-მხარეზე. მერკურის ვოკალი აქ ორჯერ აღწევს E5 ტონამდე. სიმღერის შუა ნაწილში, როდესაც ჟღერს გიტარის რიფი და მერკური მღერის hang on in there-ს, უკანასკნელი ფრაზა მეორდება ჰარმონიის პრინციპით. პირველად ეს არის მხოლოდ მეის ვოკალი, გამეორებული რამდენიმეჯერ, მეორედ კი - მსგავსი პრინციპით აწყობილი ტეილორის ჰარმონია.
Chinese Torture
რედაქტირებამეორე ორი სიმღერიდან, რომლებიც მხოლოდ ალბომის CD ვერსიაშია წარმოდგენილი. ეს არის ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომელიც ეხება კოშმარებს და ჩინეთში არსებული წყალში დახრჩობით წამების მეთოდს. უკანასკნელ წლებში იგი სრულდებოდა მეის სოლოებს შორის, მაგალითად, ტურნეს Queen + Paul Rodgers მსვლელობისას.
ჩარტები
რედაქტირებაყოველკვირეული ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1989) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[7] | 4 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი[8] | 1 |
კანადის ალბომების ჩარტი[9] | 18 |
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[10] | 1 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[11] | 11 |
გერმანიის ალბომების ჩარტი[12] | 1 |
იტალიის ალბომების ჩარტი[13] | 3 |
იაპონიის ალბომების ჩარტი[14] | 23 |
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[15] | 2 |
ნორვეგიის ალბომების ჩარტი[16] | 2 |
შვედეთის ალბომების ჩარტი[17] | 6 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[18] | 1 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[19] | 1 |
აშშ Billboard 200[20] | 24 |
წლის საბოლოო ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1989) | პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომების ჩარტი[21] | 12 |
კანადის ალბომების ჩარტი[22] | 66 |
იტალიის ალბომების ჩარტი[13] | 15 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[23] | 6 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[24] | 14 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრია (IFPI Austria)[25] | ოქრო | 25 000x |
ავსტრალია | — | 35,000 |
ფინეთი (Musiikkituottajat)[26] | ოქრო | 43,130[26] |
საფრანგეთი (SNEP)[28] | ოქრო | 163,000[27] |
გერმანია (BVMI)[29] | პლატინა | 500 000^ |
ნიდერლანდები (NVPI)[30] | პლატინა | 100 000^ |
პოლონეთი (ZPAV)[31] 2009 წლის Agora SA-ს გამოცემა |
პლატინა | 20 000* |
ესპანეთი (PROMUSICAE)[32] | პლატინა | 100 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[33] | პლატინა | 50 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[34] | პლატინა | 480,000[24] |
აშშ (RIAA)[35] | ოქრო | 500,000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Rolling Stone review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-30. ციტირების თარიღი: 2012-03-18.
- ↑ Q Magazine 08/01/1994
- ↑ Queen Interviews – Queen – 05-20-1989 – The Miracle – The Times – Queen Archives: Freddie Mercury, Brian მაისი, Roger Taylor, John Deacon, Interviews, Articles, Reviews. Queen Archives (20 მაისი 1989). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Queen Interviews – Queen – 06-09-1989 – The Miracle – Sun-Sentinel – Queen Archives: Freddie Mercury, Brian მაისი, Roger Taylor, John Deacon, Interviews, Articles, Reviews. Queen Archives. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Queen Interviews – Queen – 06-25-1989 – The Miracle – Newsday (Melville, NY) – Queen Archives: Freddie Mercury, Brian მაისი, Roger Taylor, John Deacon, Interviews, Articles, Reviews. Queen Archives (25 ივნისი 1989). ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Queen Interviews – Queen – 07-02-1989 – The Miracle – The Dallas Morning News – Queen Archives: Freddie Mercury, Brian მაისი, Roger Taylor, John Deacon, Interviews, Articles, Reviews. Queen Archives. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. australian-charts.com. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. austriancharts.at. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Results – RPM – Library and Archives Canada. Collectionscanada.gc.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-23. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. dutchcharts.nl. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ InfoDisc : Tous les Albums classés par Artiste. Infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ charts.de. charts.de. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ 13.0 13.1 Hit Parade Italia – Gli album più venduti del 1989 Italian. hitparadeitalia.it. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
- ↑ – Yamachan Land (Archives of the Japanese record charts) – Albums Chart Daijiten – Queen იაპონურად (30 დეკემბერი 2007). დაარქივებულია a-クイーン ორიგინალიდან — 2011-08-14. ციტირების თარიღი: 14 სექტემბერი 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-02. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. norwegiancharts.com. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. swedishcharts.com. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ სტივენ ჰანგი. Queen – The Miracle. hitparade.ch. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ http://www.officialcharts.com/artist/21275/queen/
- ↑ Queen Album & Song Chart History. Billboard. ციტირების თარიღი: 12 აგვისტო 2011.
- ↑ Austriancharts.st – Jahreshitparade 1989. Hung Medien. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2010.
- ↑ RPM Top 100 Albums of 1989. RPM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-31. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
- ↑ Hitparade.ch – Schweizer Jahreshitparade 1989. Hung Medien. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი 2011.
- ↑ 24.0 24.1 Complete UK Year-End Album Charts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი 2011.
- ↑ Austrian album certifications – Queen – The Miracle გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ Queen ველში Interpret. შეიყვანეთ The Miracle ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ 26.0 26.1 Finnish album certifications – Queen – The Miracle ფინურად. Musiikkituottajat – IFPI Finland.
- ↑ Les Albums Or. infodisc.fr. SNEP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო 2011.
- ↑ French album certifications – Queen – The Miracle ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ ოქროს/პლატინის მონაცემთა ბაზა (Queen; 'The Miracle') გერმანულად. ფედერალური მუსიკალური ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Dutch album certifications – Queen – The Miracle ჰოლანდიურად. ჰოლანდიის გამოსახულების და მუსიკალური მატარებლების პროდიუსერების და იმპორტიორების ასოციაცია.
- ↑ Polish album certifications – Queen – The Miracle პოლონურად. პოლონეთის აუდიოს და ვიდეოს მწარმოებლები (ZPAV).
- ↑ Solo Exitos 1959-2002 Ano A Ano: Certificados 1979-1990. Iberautor Promociones Culturales.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Queen; 'The Miracle'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – Queen – The Miracle. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ The Miracle ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Queen – The Miracle. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH