როჯერ ტეილორი
როჯერ მედოუზ-ტეილორი (ინგლ. Roger Meddows Taylor; დ. 26 ივნისი, 1949, კინგს-ლინი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი და მომღერალი. ყველაზე მეტად იგი ცნობილია როგორც ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის დრამერი და თანმხლები ვოკალისტი. როგორც დრამერი იგი ცნობილია მისი უნიკალური ხმით და ითვლება 1970-80 წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ დრამერად. როგორც კომპოზიტორი, ტეილორი მის ჯგუფს სიმღერებით მათი პირველივე ალბომებიდან ამარაგებდა - სულ ცოტა - ერთი სიმღერით თითო ალბომში.
როჯერ ტეილორი | |
---|---|
როჯერ ტეილორი 2017 წელს, Queen + Adam Lambert-ის გამოსვლა | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | როჯერ მედოუზ-ტეილორი |
დაბ. თარიღი |
26 ივლისი, 1949 დერსინგჰემი, ნორფოლკი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Dersingham |
ჟანრ(ებ)ი | როკ-მუსიკა |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | დასარტყმელი საკრავები, ვოკალი, გიტარა, ბას გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, სინთეზატორები, ტიმპანი, სტილოფონი, გონგი, ფორტეპიანო |
აქტიური | 1968–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Queen, Queen + Paul Rodgers, The Cross, Smile, Felix & Arty, იოშიკი |
საიტი | rogertaylorofficial.com |
როჯერ ტეილორი ვიკისაწყობში |
ახალგაზრდობაში როჯერი ხშირად მღეროდა საკუთარი სიმღერების მთავარ პარტიას. ტეილორს დაწერილი აქვს ჯგუფის ცნობილი სიმღერები — „Radio Ga Ga“, „A Kind of Magic“, „The Invisible Man“ და „These Are the Days of Our Lives“. იგი უკრავს უამრავ ინსტრუმენტზე გიტარის, ბასის და სინთეზატორის ჩათვლით. უკანასკნელ სოლო ალბომზე მხოლოდ იგი მღეროდა და უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე.
1980-იან წლებში ტეილორმა Queen-თან პარალელურად შექმნა ჯგუფი The Cross, სადაც იგი იყო ვოკალისტი და რითმ - გიტარისტი.
2005 წელს გაერთიანებულ სამეფოში, Planet Rock Radio -ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში არჩეულ იქნა მე-8 დრამერად კლასიკური როკ-მუსიკის ისტორიაში. „The Sunday Times“ ინფორმაციით კი იგი 2009 წლისთვის ფლობდა 65 მილიონ ფუნტს.
დისკოგრაფია
რედაქტირებაალბომები
რედაქტირება- Fun in Space (1981)
- Strange Frontier (1984)
- Happiness? (1994)
- Electric Fire (1998)
- Fun on Earth (2013)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება