The Angel and the Dark River
The Angel and the Dark River — ჯგუფ My Dying Bride-ის მესამე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1995 წელს. ალბომი არის ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ჯგუფის შემოქმედებაში. პირველი ალბომი, სადაც სოლო-კომპოზიტორად გიტარისტი ენდრიუ კრეიგანი მოგვევლინა.
The Angel and the Dark River | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 22 მაისი, 1995 | |||
ჩაიწერა | დეკემბერი 1994 - იანვარი 1995 | |||
ჟანრი | დუმ-მეტალი, გოთური მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 52:14 | |||
ლეიბლი | Peaceville | |||
პროდიუსერი | რობერტ მაგულაგანი | |||
My Dying Bride — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Sputnikmusic | [2] |
მუსიკალური სტილი
რედაქტირებაალბომი განსხვავდება მისი წინამორბედი ორი სტუდიური ალბომისგან, რადგან დეზ მეტალის ელემენტები ნაკლებადაა და გიტარის რიფებიც დუმ მეტალისთვის ნელ ტემპშია შესრულებული. ძირითადი აქცენტი მუსიკის მელოდიურობაზეა გაკეთებული.[3]
ტექსტები
რედაქტირებატექსტების მხრივ ეს ალბომი წინა ალბომების ერთგვარი გაგრძელებაა. რელიგიური სიმბოლიზმი და პრობლემები ურთიერთობაში, სწორედ ეს არის სიმღერების ძირითადი თემა. ენდრიუ კრეიგანის თქმით, სიმღერების ინსპირაცია ჯგუფის წევრებმა თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან მიიღეს. ისინი ინგლისის ჩრდილოეთ მხარეს ცხოვრობენ, რომელიც ძველი ციხე-სიმაგრეებით, საშინელი წვიმით, სიცივით და საცოდავი ყოფით გამოირჩევა.[4]
ტურნე Iron Maiden-თან
რედაქტირებაMy Dying Bride იყო ჯგუფი, რომელმაც Iron Maiden-ის 1995 წლის მსოფლიო ტურნე გახსნა. აარონის თქმით, მას სტივ ჰარისმა დაურეკა და პირადად მოიწვია ტურნეზე. ასევე უთხრა, რომ მისი აზრით „The Angel and the Dark River“ მკვლელი ალბომია.[5]
Live At Dynamo
რედაქტირებაალბომის მეორე მხარეს შესულია ოთხი ჩანაწერი კრაკოვში გამართული კონცერტიდან. ენდრიუ კრეიგანის თქმით, ეს კონცერტი გაკვეთილი იყო მათთვის, რადგან მანამდე 6 თვე ცოცხლად არ ჰქონდათ დაკრული და მოულოდნელად 3500 კაცის წინაშე მოუწიათ დაკვრა. ამის შემდეგ ისინი მიხვდნენ „გასახურებელი“ კონცერტების საჭიროებას.[6]
ფაქტები ალბომის სიმღერებზე
რედაქტირება- "The Cry of Mankind"-ზე ჩაწერილია ვიდეო, რომელიც MTV-ს მუსიკალურ ჩარტში მოხვდა. სტატისტიკურად, ეს არის ყველაზე ხშირად დაკრული სიმღერა ჯგუფის კონცერტებზე.
- "Two Winters Only" არის ჯგუფის ვოკალისტის, აარონ სტეინტროპის (რომელიც ამავდროულად სიმღერის ტექტების ავტორიც არის) ფავორიტი კომპოზიცია ჯგუფის შემოქმედებაში, მაგრამ ის ცოცხლად არასდროს შეუსრულებია, რადგან ხმაზე იმდენად დიდი დატვირთვა მოაქვს, რომ შემდეგ კონცერტის გაგრძელება ფაქტობრივად შეუძლებელია.
- "A Sea to Suffer In", როგორც წესი კონცერტის გახსნაზე იკვრება, რადგან ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერას მაყურებლები ტონუსში განსაკუთრებულათ მოჰყავს. სიმღერის დაკვრა შეწყვეტილი იყო, როდესაც ვიოლინოს კონცერტებზე გამოყენება შეწყვიტეს.
- "Black Voyage" განიხილებოდა, როგორც ალბომის სახელწოდებად, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალეს.
სიმღერების სია
რედაქტირება- The Cry of Mankind – 12:13
- From Darkest Skies – 7:48
- Black Voyage – 9:46
- A Sea to Suffer In – 6:31
- Two Winters Only – 9:01
- Your Shameful Heaven – 6:59
- The Sexuality of Bereavement – 8:04 *
- *დამატება (დიჯიპაკ-გამოცემა, CDXVILE 50, ხელახალი გამოცემა - 2CD)
Live at the Dynamo
რედაქტირება- Your River – 8:13
- A Sea to Suffer In – 6:21
- Your Shameful Heaven – 6:21
- The Forever People – 4:52
პერსონალი
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Serba, John. The Angel and the Dark River review allmusic.com. Retrieved on 2011-06-21.
- ↑ Dillon, Jared W. The Angel and the Dark River review sputnikmusic.com. Retrieved on 2015-04-06.
- ↑ Serba, John. The Angel & the Dark River - My Dying Bride. AllMusic. ციტირების თარიღი: 2015-04-06.
- ↑ Mcooe, Scott. My Dying Bride. metalupdate.com. ციტირების თარიღი: 2015-04-10.
- ↑ Gehlke, David E.. My Dying Bride - At Home With Despair. Blistering.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-15. ციტირების თარიღი: 2015-04-06.
- ↑ Azevedo, Pedro. (7 March 2002) Thus Spake the Wretched: CoC talks to Andrew Craighan of My Dying Bride. Chronicles of Chaos. ციტირების თარიღი: 2015-04-06.