My Dying Bride
My Dying Bride — ბრიტანული დუმ მეტალ-ჯგუფი. ჩამოყალიბდა 1990 წელს ქალაქ ბრედფორდში. ჯგუფებთან „Anathema“ და „Paradise Lost“-სთან ერთად გახდა დეზ/დუმი ჟანრის პიონერი.
ჯგუფის დაარსება
რედაქტირებაჯგუფი დააარსა გიტარისტმა ენდრიუ კრეიგანმა დრამერ რიკ მიასთან ერთად ინგლისის ქალაქ ბრედფორდში. მათ რამდენიმე სიმღერის მონახაზი შექმნეს, რომლებიც ვოკალისტმა აარონ სტეინტორპმა და გიტარისტმა კელვინ რობერტშოუმ დაასრულეს. ექვსი თვის შემდეგ სწორედ ამ შემადგენლობით გამოუშვა ჯგუფმა პირველი დემო ალბომი სახელწოდებით Towards the Sinister. კრეიგანი და სტეინტორპი დაარსებიდან დღემდე უცვლელად მოყვებიან ჯგუფს და თითქმის ყველა კომპოზიცია სწორედ მათი შექმნილია.
ჯგუფის სახელი
რედაქტირებაროგორც აარონ სტეინტორპმა განაცხადა ჯგუფის წევრებს უნდოდათ სახელი რამე მელანქოლიური ყოფილიყო, ისეთი რომ ადამიანების გულთან მისულიყო და შორს ყოფილიყო იმ თემებისგან (მაგ: ქალწულის ჩონჩხი, დამწვარი ბიბლია), რომლებთანაც იმ დროს დეზ მეტალ ჯგუფების სახელები იყო დაკავშირებული. მისი თქმით, ჯგუფს უნდოდა რამე ისეთი, რაც ადამიანების გულს მიწვდებოდა, ეს იქნებოდა დიდი ტრაგედია, დაკარგული სიყვარული, უიმედო ოცნებები. MY DYING BRIDE და MY DYING CHILD ამ ორი ვარიანტიდან ჯგუფმა პირველი შეარჩია.
აარონის თქმით ჯგუფის სახელი მოაფიქრებინა იმ მწუხარებამ და სიბნელემ, რომელიც 1988 წელს დედამისის სიკვდილით შემოვიდა მის ცხოვრებაში.[1]
მუსიკალური სტილი
რედაქტირებაჯგუფი „Anathema“ და „Paradise Lost“-ისგან განსხვავებით დეზ/დუმის ერთგული დარჩა, თუმცა 90-იან წლებში გოთური მეტალის ბუმმა My Dying Bride-ს შემოქმედებაშიც შემოაღწია და დეზ/დუმის ელემენტებს შეერწყა. ეს უმეტესწილად მარტინ პაუელის დამსახურება იყო, რომელმაც 1998 წელს My Dying Bride დატოვა და ტურნეში Anathema-ს შეუერთდა, რომელიც გოთურ როკში და გოთურ მეტალში საკმაოდ ადაპტრიებული ჯგუფი იყო.
1998 წელს, როდესაც დეზ/დუმი პოპულარობას მასობრივად კარგავდა და მარტინ პაუელი აღარ იყო, ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეშვა ექსპერიმენტული ალბომი 34.788%...Complete, რომელიც დღემდე ბევრი კრიტიკოსის აზრით, ჯგუფის ყველაზე ხარისხიან ალბომად ითვლება, მაგრამ იმ დროს ჯგუფის მსმენელმა ალბომი ძალიან ცუდად მიიღო და კომერციული დაღუპვისთვის გაწირა, რის გამოც ჯგუფი ალბომით The Light at the End of the World კვლავ ადრინდელ მიმდინარეობას დაუბრუნდა. ვრცელდება ხმები, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა კელვინ რობერტშოუ ჯგუფიდან წასვლის მიზეზი. მისი წასვლის შემდეგ კი ერთადერთი კომპოზიტორი ჯგუფში მხოლოდ ენდრიუ კრეიგანმა დარჩა.
ამ ცვლილებების შემდეგ ჯგუფის კომპოზიციებში კლავიშებმა და ვიოლინომ აშკარად მეორე პლანზე გადაიწია და დომინანტურ ადგილზე გიტარის მელოდიურმა რიფებმა გადაინაცვლეს.
ტექსტები
რედაქტირებასიმღერის ტექსტების ავტორია ჯგუფის ვოკალისტი, აარონ სტეინსტროპი. ტექსტები ძირითადად დაკარგულ სიყვარულზე, ვნებაზე, დამსხვრეულ ოცნებებზე და რელიგიაზეა. რამდენიმე კომპოზიციაში ფრაზები ბიბლიიდან არის მოყვანილი. აარონის თქმით ის არ არის არცერთი რელიგიის მიმდევარი, მაგრამ საღვთო წიგნს ინსპირაციის წყაროდ იყენებს, რადგან ბიბლიაში მოყოლილი ამბები და პერსონაჟები მოსწონს.[2]
აარონი შექსპირის შემოქმედების მოყვარულია. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპოზიციაში For my fallen Angel ის ორკესტრული მუსიკის ფონზე კითხულობს ფრაზებს შექსპირის ნაწარმოებებიდან.[3]
ლეიბლები
რედაქტირებაMy Dying Bride დაარსების დღიდან, 2017 წლამდე, 28 წლის განმავლობაში peaceville-ის ერთგული იყო, რადგან მათივიე თქმით, ეს ლეიბელი არანაირად არ ზღუდავდა იმის კეთებაში, რაც მათ სურდათ და არ აიძულებდა ალბომში რადიოსთვის 3 წუთიანი სიმღერა ჩაემატებინათ.[4]
ამის მიუხედავად, 2017 წელს ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სხვა ლეიბელზე Nuclear Blast-ზე ჩაეწეროს ახალი ალბომი.[5]
დისკოგრაფია
რედაქტირება- სტუდიური ალბომები
- As the Flower Withers (1992)
- Turn Loose the Swans (1993)
- The Angel and the Dark River (1995)
- Like Gods of the Sun (1996)
- 34.788%...Complete (1998)
- The Light at the End of the World (1999)
- The Dreadful Hours (2001)
- Songs of Darkness, Words of Light (2004)
- A Line of Deathless Kings (2006)
- For Lies I Sire (2009)
- Evinta (2011)
- A Map of All Our Failures (2012)
- Feel the Misery (2015)
- The Ghost of Orion (2020)
- A Mortal Binding (2024)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.blabbermouth.net/news/from-the-minds-of-madness-the-origins-of-heavy-metal-band-names-book-now-available/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2017-03-09.
- ↑ http://songmeanings.com/songs/view/4742/
- ↑ http://www.metal-rules.com/metalnews/2016/07/31/aaron-stainthorpe-my-dying-bride/
- ↑ http://www.metalinjection.net/latest-news/my-dying-bride-signs-to-nuclear-blast-is-working-on-a-new-album