შეზრდილყბიანები

(გადამისამართდა გვერდიდან Tetraodontiformes)

შეზრდილყბიანები (ლათ. Tetraodontiformes) — ძვლიანი თევზების რიგი. მოიცავს 10 ოჯახის 350-მდე სახეობას. შეზრდილყბიანებისათვის დამახასიათებელია ზედა ყბის ძვლების მტკიცე შეერთება ან შეზრდა, მათი სხვადასხვა ფორმისა და ზომის (4 სმ-დან 3 მ-ზე მეტი) სხეული დაფარულია ეკლებად, ქიცვებად ან ფირფიტებად ქცეული ქერცლებით. ბინადრობენ უმეტესად ტროპიკულ ან სუბტროპიკულ ზღვებში. შავ ზღვაში გვხვდება 1 სახეობა — Balistes capriscus. ტოქსიკური თვისებებისა და უგემური ხორცის გამო შეზრდილყბიანების სარეწაო მნიშვნელობა მცირეა.[1]

შეზრდილყბიანები

ათი თანამედროვე ოჯახის წარმომადგენლები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  შეზრდილყბიანები
ლათინური სახელი
Tetraodontiformes (Berg, 1940)

ოჯახები წარმოდგენილია ფ. სანტინისა და სხვების 2013 წლის ნაშრომზე დაყრდნობით.[2]

შეზრდილყბიანები

Triodontidae  

Aracanidae  

Ostraciidae (ხოკერასებრნი)  

Triacanthidae (სამნემსასებრნი)  

Triacanthodidae  

Balistidae (ზურგრქოსანისებრნი)  

Monacanthidae  

Molidae (მთვარათევზისებრნი)  

Diodontidae (ზღარბთევზასებრნი)  

Tetraodontidae (მუცელნემსასებრნი)  

ამომწყდარი ოჯახები

რედაქტირება
  1. დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 703.
  2. Santini, Francesco; Sorenson, Laurie; Alfaro, Michael E. (2013). „A new phylogeny of tetraodontiform fishes (Tetraodontiformes, Acanthomorpha) based on 22 loci“. Molecular Phylogenetics and Evolution. 69 (1): 177–187. doi:10.1016/j.ympev.2013.05.014.