ზურგრქოსანისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Balistidae)

ზურგრქოსანისებრნი[1] (ლათ. Balistidae) — თევზების ოჯახი შეზრდილყბიანების რიგისა. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია; სიგრძით 60 სმ-მდე. შეფერილობა მკვეთრია, ჩვეულებრივ დიდი ლაქების ან ზოლების მოხატულობით. ქერცლი ძვლოვანია, ზოგჯერ ხორკლებითა და ნემსებით, მცირედაა ერთმანეთზე გადასული. კბილები ძლიერი, კონუსისებრი და ფირფიტისებრია. ზურგის ფარფლი ორია; წინაში სამი ეკალია. პირველი ეკალი ძალიან დიდია, წააგავს რქას (აქედან სახელწოდება), აწეულ მდგომარეობაშია დაფიქსირებული მასზე მჭიდროდ მიჯრილი მეორე ეკლის საშუალებით.[2] ცნობილია 11 გვარის 40-მდე სახეობა.[3] გავრცელებული არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში, წყალმარჩხ ადგილებში და მარჯნის რიფებში; ხმელთაშუა და შავ ზღვებში გვხვდება რუხი ზურგრქოსანი (Balistes capriscus). ჩვეულებრივ, მარტოულად ცხოვრობენ. ზანტი მოცურავეებია. იკვებებიან კიბორჩხალებით, მოლუსკებით, ზღვის ზღარბებით; არის მცენარეჭამია სახეობებიც. დაყრილი ქვირითის დაცვისათვის მიზნით შეუძლია აგრესიულობა გამოავლინოს. ხორცი შხამიანია.[2]

ზურგრქოსანისებრნი

Rhinecanthus aculeatus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  შეზრდილყბიანები
ოჯახი:  ზურგრქოსანისებრნი
ლათინური სახელი
Balistidae (Risso, 1810)
მსხვილხალებიანი ზურგრქოსანი (Balistoides conspicillum) თავისი შეფერვის წყალობით აკვარიუმის პოპულარული თევზია.

გვარები რედაქტირება

ცნობილია 11 გვარი:[3]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 317, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. 2.0 2.1 Котляр А. Н. Спинороговые // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 76.
  3. 3.0 3.1 Matsuura, Keiichi (2014). „Taxonomy and systematics of tetraodontiform fishes: a review focusing primarily on progress in the period from 1980 to 2014“ (PDF). Ichthyological Research. 62 (1): 72–113. doi:10.1007/s10228-014-0444-5. S2CID 15223867.