ჩვეულებრივი ალკაბერი
(გადამისამართდა გვერდიდან Synthliboramphus antiquus)
ჩვეულებრივი ალკაბერი[1] (ლათ. Synthliboramphus antiquus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის ალკასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25 სმ-მდე, იწონის დაახლოებით 200 გ-ს. ზურგი რუხია, თავი — შავი, თეთრი ზოლით, მუცელი თეთრია. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის სანაპიროებსა და კუნძულებზე. ზამთარში მომთაბარეობს სამხრეთით, იაპონიასა და კალიფორნიამდე. ბუდობს სანაპირო კლდეებზე, დებს 2 კვერცხს ნაპრალებში, ქვების ქვეშ. იკვებება ზღვის მცირე უხერხემლოებით.
ჩვეულებრივი ალკაბერი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Synthliboramphus antiquus (Gmelin, 1789) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22694896 | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ალკაბერი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 80, 98, 184.