Stronghold: Crusader
Stronghold: Crusader — 2002 წლის სტრატეგიული ჟანრის თამაში, რომელიც შექმნა კომპანიამ Firefly Studios, გამოუშვა Take 2 Interactive და God Games-მა.
Stronghold: Crusader | |
---|---|
მონაცემები | |
შემქმნელ(ებ)ი: | Firefly Studios |
გამომცემელი(ები): | Take 2 Interactive და God Games |
პლატფორმ(ები)ა: | ვინდოუსი |
გამოშვების თარიღი: | 25 სექტემბერი, 2002 |
ჟანრ(ებ)ი: | სიმულატორი, სტრატეგია |
თამაშის მეთოდ(ებ)ი: | ცალკეული და ქსელი |
რეიტინგი: | ELSPA: 11+ ESRB: T |
მედია: | CD |
სისტემური მოთხოვნილება: | 300 MHz CPU 64MB RAM 850 MB HDD |
თამაშის მეთოდი: | კლავიატურა, თაგუნა |
ინტერფეისის ენა: | ინგლისური, რუსული |
საიტი: | თამაში Firefly Studios-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაარქივებული 2006-12-24 საიტზე Wayback Machine. |
თამაშის შესახებ
რედაქტირებასტრატეგიული ჟანრის თამაშის Stronghold: Crusader-ის შემქმნელი ბრიტანული კომპანია FireFly Studios Std გვთავაზობს მივიღოთ მონაწილეობა ახლოაღმოსავლურ კონფლიქტში რომელიც 1000 წლით ადრე ხდებოდა, როცა პალესტინაში შემოიჭრნენ ევროპელი ჯვაროსნები. მაშასადამე Stronghold-ის სერიაში ორი ნათლად გამომხატველი და განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო ძალებია - ჯვაროსნები და არაბები. თამაში შეიძლება ნებისმიერ კომპანიაში, რომელთა მოქმედებაც მიეკუთვნება XI-XII საუკუნეებს და ასახავს მთელ რიგ რეალურ-ისტორიულ მოვლენებს. ევროპელებს აქვთ დიდი, ძლიერი ციხე-სიმაგრეები უდაბნოს მიწებზე. მათი კოზირია მაღალი, სქელი, ძლიერი კედლები, ცხენოსანი რაინდებისა და ქვეითი ჯარის უძლეველობა, შორსმსროლელი ბრიტანული მშვილდ-ისრები და მტკიცე ფოლადისგან დამზადებული ხმლები. თავის მხრივ არაბთა უპირატესობაა ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია, მსუბუქი კავალერიისადმი მისწრაფება, მშვილდისა და ხმლის ხმარების ტექნიკის კარგად დაუფლება, ფანატი მკვლელების მოქნილობა და შეუპოვრობა. საერთო სირთულით თამაშში არის 25-ზე მეტი საბრძოლო სახეობა, სხვადასხვა შტურმისთვის გამოსაყენებელი ტექნიკა და განსხვავებული დაცვითი ტექნოლოგია. Stronghold: Crusader-ში სიმპათიური, მაღალდეტალიზირებული გრაფიკაა, კლასიკურ, იზომეტრიულ პროექციაში. კარგად ჩანს არა მარტო მშენებლობები, არამედ ადამიანები, ცხოველები და ფრინველები.
პერსონაჟები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაში Firefly Studios-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაარქივებული 2006-12-24 საიტზე Wayback Machine. .
- Gamespot-ის განხილვა.