Stop the War Coalition
Stop the War Coalition (StWC) საზოგადოდ ცნობილი, როგორც Stop the War, „შეწყვიტეთ ომი“ — ბრიტანული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2001 წლის 21 სექტემბერს, 11 სექტემბრის ტერაქტიდან რამდენიმე დღეში. ორგანიზაცია ეწინააღმდეგება მათი გაგებით უსამართლო ომებს. კოალიციის ერთ-ერთი მიზანი იმ ომების გაპროტესტება იყო, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ მოტივით იყვნენ ჩართულები. საპროტესტო კამპანიამ გაილაშქრა ავღანეთსა და ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების წინააღმდეგ. 2003 წლის 15 თებერვალს გამართული დემონსტრაცია, რომელშიც StWC-სთან ერთად ჩართულნი იყვნენ „ატომური იარაღის წინააღმდეგ კამპანია“ (CND) და „ბრიტანელ მუსლიმთა ასოციაცია“ (MAB), სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბრიტანეთის ისტორიაში უდიდესი საპროტესტო დემონსტრაცია იყო. მათი ერთ-ერთი უკანასკნელი სამიზნე დონალდ ტრამპი გახდა, დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტისას კოალიციამ ფართომასშტაბიანი აქციები გამართა.[1]
Stop the War Coalition | |
---|---|
აბრევიატურა | StWC |
შეიქმნა | 21 სექტემბერი, 2001 |
ტიპი | ადვოკატირების ჯგუფი, სამშვიდობო ორგანიზაცია და propagandist |
მიზანი | სამოქალაქო ადვოკატირება |
მდებარეობა | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
ემსახურება რეგიონს | გაერთიანებული სამეფო |
თავმჯდომარე | მურად ქურეში |
მნიშვნელოვანი პირები | ენდრიუ მარი, ლინდსი გერმანი, ტონი ბენი, ჯორჯ გელოვეი, ჯერემი კორბინი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
stopwar.org.uk |
დაფუძნება და წამყვანი წევრები
რედაქტირებამოძრაობა კოალიცია „შეწყვიტეთ ომი“ აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის კვალდაკვალ წარმოიშვა. კოალიციის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ 2000 წლის 21 სექტემბერს 2000 ადამიანის შეკრება ლონდონში, მეგობართა სახლში, რომელიც იუსტონ როუდზე მდებარეობს.[2] შეკრებას ხელმძღვანელობდა ლინდსი გერმანი, რომელიც მშრომელთა სოციალისტური პარტიის (მსპ) აქტიური წევრი იყო. „კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რათა მობილიზება გაუწიოს და წამოიწყოს უდიდესი მოძრაობა, რომელიც ომის წინააღმდეგი იქნება“, გაცხადებულია სადამფუძნებლო დოკუმენტში. „მიზანი მარტივია - გავერთიანდეთ ყველანი, ვისაც გიჟური ომის შეჩერება გვსურს და საყოველთაოდ გავაჟღეროთ ომის საწინააღმდეგო არგუმენტები, რომლებიც მედიაში არ შუქდება.“[3] კოალიციის სპონსორთა შორის იყვნენ პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან ტონი ბენი და ლეიბორისტული პარტიიდან მოქმედი პარლამენტის წევრები ჯორჯ გოლვეი, თემ დალიელი და ჯერემი კორბინი. ასევე, თერიქ ალი, ჰარლოდ პაინტერი, სურეშ გრუვერი და ანდრიუ მარი.[3]
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლინდსი გერმანი გახდა, იგი გაუძღვა 28 ოქტომბრის შეხვედრასაც, რომელზეც გაჟღერდა ორგანიზაციის ოფიციალური მიზნები. კოალიციამ იმავდროულად აირჩია ხელმძღვანელთა კომიტეტი, რომელიც შედგებოდა მშრომელთა მემარცხენე ბრიფინგისა და ბრიტანეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისგან.[4] ბრიტანელ კომუნისტთა დროებითი ცენტრალური კომიტეტისა და ალიანსი მშრომელთა თავისუფლებისთვის პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციის ხელმძღვანელთა კომიტეტში საკუთარი წარმომადგენლები ვერ გაიყვანეს, მიუხედავად ამისა ორივე პარტია კოალიციასთან თანამშრომლობდა და ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდა. ნათელი გახდა, რომ კოალიციაში მშრომელთა სოციალისტური პარტია დომინირებდა, თუმცა გერმანმა, რისმა და ნინეჰემმა პარტია 2009 წელს დატოვეს.[5][6][7]
საწყის ეტაპზე, კოალიცია „შეწყვიტეთ ომი“ ფართო მასებს აერთიანებდა. როგორც, ენნ ტრენემანი 2003 წელს თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში წერდა, კოალიციას ორი მკაფიო მხარდამჭერთა ჯგუფი ჰყავდა, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, ხოლო მეორენი - ესთაბლიშმენთის წარმომადგენლები. ორგანიზაცია აერთიანებდა ყოფილ გენერლებს, ასაკოვან მშვიდობისმყოფელებს, დიპლომატებს, გლობალიზაციის წინააღმდეგ მოძრაობის წევრებს, მშრომელთა უფლებების დამცველ აქტივისტებს, სავაჭრო კავშირებსა და მუსლიმურ საზოგადოებებს. 2003 წელს ლონდონის დიდი მარშის ორგანიზატორებს შორის იყვნენ Greenpeace (გრინფისი), ლიბერალ დემოკრატები, Plaid Cymru (უელსის პარტია) და შოტლანდიის ეროვნული პარტია. ჯამში ორგანიზატორების რაოდენობა 450-მდე ავიდა, ხოლო მარშს 321-მა ადგილობრივმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი.[8]
აქტივობები და გამოხმაურებები
რედაქტირებაერაყის ომი
რედაქტირებაერაყში შეჭრის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებათა შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი 2003 წლის 15 თებერვალს ლონდონში გამართული საპროტესტო დემონსტრაციები იყო. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ეს აქცია დიდ ბრიტანეთში გამართულ აქციათა შორის უდიდესი იყო და დასწრება 750 000-დან 2 000 000 ადამიანამდე მერყეობდა. მარში დაგეგმილზე ადრე დაიწყო, რადგან ადამიანებმა შეკრება დანიშნულ დროზე ადრე დაიწყეს. ჰაიდ-პარკის მომხსენებლებს შორის იყვნენ ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.[9]
ყველამ იცოდა, რომ ერაყში შეჭრის დღე ახლოვდებოდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობი იყო. საბოლოო ჯამში 2003 წლის 20 მარტს ერაყში ომი დაიწყო, თუმცა ამ ზუსტი თარიღის გარკვევამდე იერიშის მიტანის დღეს „X დღე“ დაარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ აქტიური ქმედებებისთვის დრო უფრო და უფრო ნაკლები რჩებოდა StWC მაინც მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებდა. ლონდონში პარლამენტის მოედანზე ფართომასშტაბიანი პროტესტი გაიმართა; ნოტინგემში სამხედრო ნაწილებთან, სადაც ომში ახალწვეულების გამწვევი კომისია იყო, დემონსტრანტებმა მისასვლელი გზები ჩაკეტეს; ასევე, მოსწავლეებმა უარი განაცხადეს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობაზე.[10][11]
ერაყში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ორ დღეში StWC-მა კიდევ ერთი მარში დააორგანიზა, რომელზეც მათივე თქმით 500 000-მდე ადამიანი გამოცხადდა, თუმცა სხვა წყაროები თითქმის განახევრებულ რაოდენობრივ მაჩვენებლებზე საუბრობდნენ. თუმცა, ომის პერიოდში ეს იყო ყველაზე დიდი დემონსტრაცია, რომელიც შეეწინააღმდეგა ერაყში განვითარებულ მოვლენებს. საგულისხმოა, რომ ღონისძიება სულ რაღაც ერთ კვირაში დაორგანიზდა.[12]
ანტისაომარი აქციები (2003-2005)
რედაქტირება2003 წლის ნოემბრის განმავლობაში კოალიციამ საპროტესტო აქციების ციკლი გამართა. კულმინაცია 20 ნოემბრის მარში გამოდგა, რომელზეც მომიტინგეებმა აშშ-ს აგრესიული საგარეო პოლიტიკა გააპროტესტეს, ასევე გააპროტესტეს გუანტანამოს ყურეში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მოთავსება, სადაც მომიტინგეების მტკიცებით ადამიანის უფლებები და ჟენევის კონვენცია ირღვეოდა. მომიტინგეებმა ტრაფალგარის მოედანზე ჯორჯ ბუშის ქაღალდის მონუმენტი აღმართეს და ზუსტად ისე ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან, როგორც ბაღდადში სადამ ჰუსეინის ძეგლი ჩამოაგდეს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, აქციებში 100 000-დან 300 000-მდე მომიტინგე მონაწილეობდა.[13]
2005 წლის 19 მარტს, კოალიციამ ფართომასშტაბიანი აქციები დააორგანიზა ვესტმინსტერში მხარდამჭერებთან ერთად ჰაიდ-პარკიდან დაძრული მარში პარლამენტის მოედნამდე მივიდა, სადაც აშშ-ს საელჩოც გამოიარეს. მომიტინგეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის იყო, ჯარების ერაყიდან გამოყვანა, სირიასა და ირანზე შეტევისგან თავის შეკავება, ადამიანის უფლებების არამართლზომიერად შეზღუდვა, რადგან მომიტინგეები ფიქრობდნენ, რომ ახალი ანტიტერორისტული რეგულაციები შესაძლო იყო დამუქრებოდა მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე მოთხოვნებს შორის ჟღერდებოდა რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაც. ეს იყო პირველი შემთხვევა, ვიეტნამის ომის შემდეგ, როდესაც აქციის ადრესატი იყო აშშ-ს საელჩო დიდ ბრიტანეთში. სწორედ ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის ისეთმა ცნობილმა ჟურნალისტებმა, როგორებიც არიან ნიქ კოენი და ჯონ რენტული, კოალიცია „შეწყვიტეთ ომი“ პრო-ჰუსეინის ფლანგად მოიხსენიეს.[14][15]
7/7 ლონდონის აფეთქებები
რედაქტირება2005 წლის 7, 9 და 17 ივლისს StWC-მა სოლიდარობის აქციები გამართა, რომლებიც ლონდონში განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნას მიუძღვნა. ლინდსი გერმანმა ტერორისტული აქტები გააკრიტიკა, მაგრამ დაამატა, რომ „ერთადერთი ხერხი შეჩერდეს აფეთქებები ეს არის ავღანეთიდან, ერაყიდან და პალესტინიდან ჯარების გამოყვანა. მან ასევე თქვა, რომ მხოლოდ სამართლიანობა არის მთელს მსოფლიოში მშვიდობის გარანტი.[16]
დიდი 20-ის სამიტისას განხორციელებული პროტესტი
რედაქტირება2009 წლის პირველ აპრილს ამერიკის საელჩოდან გაიმართა მარში, რომელიც აერთიანებდა კოალიცია „შეწყვიტეთ ომს“, „ატომურ იარაღის წინააღმდეგ კამპანიას“, „პალესტინის სოლიდარობის კამპანიასა“ და „ბრიტანელ მუსლიმთა ინიციატივას“. 2009 წლის 2 აპრილს, სამიტის მსვლელობის განმავლობაში 200-მდე ადამიანი მართავდა პროტესტს ExCeL Centre-ს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ლიბიის სამოქალაქო ომი
რედაქტირებადიდი ბრიტანეთის კომუნისტური პარტია (მარქსისტ-ლენინისტები) კოალიციის წევრთაგან ერთ-ერთი პირველი იყო. თუმცა, პარტიაც და ცალკეული პირებიც პროექტიდან გაუშვეს, მას შემდეგ, რაც მათ ღიად დაუჭირეს მხარი კადაფს და მის მომხრეებს. კოალიციის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ ბენღაზის აჯანყება იყო არაბული გაზაფხულის ლოგიკური გაგრძელება და კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ხალხის ნება ამხედრდა. ჯონ რისმა კადაფის დამარცხების შემდეგ განაცხადა:
„არავინ აპირებს ცრემლები დაღვაროს სასტიკი დიქტატორის გამო.[17]“
|
სირიის სამოქალაქო ომი
რედაქტირებაკოალიცია აპროტესტებდა ბრიტანულ ჩარევას სირიის სამოქალაქო ომშიც, რომელიც 2011 წელს დაიწყო. ორგანიზაციამ საპროტესტო დემონსტრაციები გამართა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან 2013 და 2015 წლებში. ნაწილი მედიასაშუალებებისა კოალიციას ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში სდებდა ბრალს, რადგან ცალკეული წამყვანი წევრების მხრიდან ბაშარ ასადის რეჟიმის მისამართით მხარდამჭერი განცხადებები ჟღერდებოდა.[18][19][20]
კოალიცია და საქართველო
რედაქტირებასაქართველოს მისამართით კოალიცია „შეწყვიტეთ ომმა“ განცხადება 2008 წლის 22 აგვისტოს გამოაქვეყნა. განცხადებაში წერია:
განცხადებაში ასევე საუბარია დიდი ბრიტანეთს როლზე:
„როგორც ავღანეთისა და ერაყის შემთხვევაში მოხდა, ბრიტანეთის მთავრობა მიჰყვება აშშ-ს მთავრობის ნაკვალევს საქართველოსთან მიმართებითაც.“
|
გორდონ ბრაუნი და დევიდ მილბენდი იმეორებენ ამერიკულ ნარატივს „რუსული აგრესია არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი“. ორგანიზაცია ამ შემთხვევაშიც მოუწოდებდა დიდ ბრიტანეთს ემოქმედა დამოუკიდებლად და არა ამერიკული კარნახის შესაბამისად.[21]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 'Million' march against Iraq war, BBC News, 16 February 2003
- ↑ Treneman, Ann (21 January 2003). „Peaceniks: the unlikely alliance“. The Times. London. ციტირების თარიღი: 13 December 2015. (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ 3.0 3.1 „Building to stop the war“. Socialist Worker (1769). 1 October 2001. ციტირების თარიღი: 14 December 2015.
- ↑ Tina Becker "Building for 18 November", Weekly Worker, 1 November 2001
- ↑ Mike Marqusee. (7 August 2014) The SWP and the Stop the War Coalition. ციტირების თარიღი: 21 February 2022
- ↑ Mark Thomas in the New Statesman
- ↑ Platt, Edward. (20 May 2014) Comrades at war: the decline and fall of the Socialist Workers Party. ციტირების თარიღი: 21 February 2022
- ↑ Kennedy, Dominic; Hoyle, Ben (14 February 2003). „Protesters use internet as weapon to stop a war“. The Times. London. ციტირების თარიღი: 13 December 2015. (ფასიანი რეგისტრაცია)
- ↑ „'Million' march against Iraq war“. BBC News. 16 February 2003. ციტირების თარიღი: 13 December 2015.
- ↑ Staff writer (21 March 2003). „City and county witness anti-war protests“. Nottingham Evening Post, archived at LexisNexis. Nottingham, England: Northcliffe Newspapers. ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ Staff writer (20 March 2003). „School children march against war“. BBC News. London: BBC. ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ Oliver, Mark (29 January 2003). „Galloway condemns government ban on park peace protest“. The Guardian. ციტირების თარიღი: 13 December 2015.
- ↑ „Protests at Bush's visit“. BBC News. 18 November 2003. ციტირების თარიღი: 9 August 2009.
- ↑ „Anti-war protests target cities“. BBC News. London: BBC. 19 March 2005. ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ „Pictures from outside US Embassy – 19th March Troops Out Demo“. UK Indymedia. 20 March 2005. ციტირების თარიღი: 29 April 2010.
- ↑ "Vigil sees Londoners standing together against war and racism", Socialist Worker, 16 July 2005
- ↑ „As the Libyan resistance fights on, 'Stop the War' misleaders are already dancing on Gaddafi's grave“. CPGB-ML. 18 December 2016.
- ↑ Milmo, Cahal. (30 August 2013) Anti-war campaigners prepare for substantial weekend protest over. ციტირების თარიღი: 18 February 2022
- ↑ Sawer, Patrick (31 August 2013). „Syria crisis: Anti-war protesters claim public opinion victory“. Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 17 February 2016.
- ↑ Blundy, Rachel (1 December 2015). „Syria protest: Stop the War demonstrators descend on London in march ahead of MPs' air strike vote“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 17 February 2016.
- ↑ Stop War Coalition Statement on Georgia Crisis. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-03. ციტირების თარიღი: 2023-01-03.