სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ Stay (მრავალმნიშვნელოვანი).

Stay (Faraway, So Close!)“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Zooropa, რომელიც გამოვიდა 1993 წელს. სიმღერა ირლანდიაში, ავსტრალიაში, გაერთიანებულ სამეფოში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში საუკეთესო 10-ეულში მოხვდა. მისი მუსიკალური ვიდეო გადაღებული იქნა ბერლინში (გერმანია). სიმღერის თავდაპირველი ვერსია იწერებოდა ალბომისთვის Achtung Baby. იგი ფრენკ სინატრასთვის დაიწერა და სამუშაო ვერსიის სათაური მის გვარს შეიცავდა. ალტერნატიული ვერსია მოხვდა ვიმ ვენდერსის ფილმში „შორს, ასე ახლოს!“.

„Stay (Faraway, So Close!)“
სინგლიU2
ალბომიდან Zooropa
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1993
ჩაიწერა თებერვალი-მაისი, 1993, დუბლინი, ირლანდია
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 4:58
ხმისჩამწერი ლეიბლი Island
ავტორ(ებ)ი U2 (მუსიკა), ბონო (ტექსტი)
პროდიუსერი Flood
U2 — სინგლების ქრონოლოგია
„„Lemon““
(1993)
Stay (Faraway, So Close!)
(1993)
„Hold Me, Thrill Me, Kiss Me, Kill Me“
(1995)

„Stay (Faraway, So Close!)“ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული და ნომინირებული იქნა ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში. იგი პირველად იქნა შესრულებული Zoo TV Tour-ის პერიოდში, მაგრამ სხვა ტურნეებზე აკუსტიკურად სრულდებოდა. ჯგუფის წევრები მას U2-ს ერთ-ერთ საყვარელ სიმღერად თვლიან. გიტარისტმა The Edge-მა იგი დაასახელა ალბომის საუკეთესო სიმღერად, ხოლო ბონომ - U2-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად.

სიმღერის 7"-იან სინგლზე შეტანილია „I've Got You Under My Skin“, შესრულებული დუეტში ფრენკ სინატრასთან.[1]

სიმღერები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  2. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  3. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  4. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  5. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  6. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  7. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).