Achtung Baby
Achtung Baby — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1991 წელს. ეს ალბომი გამოიცა 2 წლის შემდეგ, რაც ბონომ გამოაცხადა, რომ ჯგუფი იშლება. ეს განცხადება მოჰყვა ალბომზე Rattle and Hum რეაქციას.
Achtung Baby | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 19 ნოემბერი, 1991 | |||
ჩაიწერა | Hansa Ton Studios, ბერლინი და Windmill Lane Studios, დუბლინი, 1990 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა, ალტერნატიული როკი | |||
ხანგრძლივობა | 55:23 | |||
ლეიბლი | Island | |||
პროდიუსერი | დანიელ ლანუა, სტივ ლილიუაიტი, ბრაიან ინო | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Achtung Baby | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | |
Chicago Tribune | |
Entertainment Weekly | A |
Hot Press | 10/12 |
Los Angeles Times | |
The New Zealand Herald | |
Orlando Sentinel | [1] |
Q | |
Rolling Stone | |
Spin | სხვადასხვა |
ამ ალბომზე ჯგუფის ჟღერადობა რადიკალურად შეიცვალა, გამოყენებული იქნა ელექტრონული მუსიკის ელემენტები (რითმებში) და გიტარის ეფექტები. ტექსტებიც შეიცვალა - უფრო პირადული გახდა. ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ელექტრონულ მუსიკაზე, ახალი ჯგუფების შემოქმედებაზე (მაგ: My Bloody Valentine) და სხვა ფაქტორებზე თანამედროვე მუსიკაში. ალბომი ნაკლებად ეფუძნება ტრადიციულ როკ-მუსიკას და ითავსებს თანამედროვე ჟანრებსაც, რამაც იგი 90-იანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო დისკად აქცია.
ისტორია
რედაქტირებაAchtung Baby იყო ჯგუფისათვის სხვა მიმართულებით მოძრაობის აღსანიშნავი. ბონოს თქმით, ოთხი ადამიანი The Joshua Tree-ს ამ ალბომით სხვა განხრას ანიჭებდა. აქ გამოყენებული იქნა ელექტრონული მუსიკა, რაც 90იანების დასაწყისში საკმაოდ უცხო ხილი იყო - თუკი საუბარი იყო U2-ს ტიპის ჯგუფზე.
ალბომის ახალმა ჟღერადობამ თავად ჯგუფშიც კონფლიქტები წარმოშვა. ბერლინში, დისკის ჩაწერისას, ლარი მალენი და ადამ კლეიტონი თვლიდნენ, რომ კოლექტივი უნდა გაჰყვეს ტრადიციულ ჟღერადობას. ამის გამო ჯგუფი კვლავ დაშლის პირას დადგა, მაგრამ გიტარისტ ეჯის დახმარებით პრობლემა გადაწყდა. მან იპოვა ორიგინალური ვოკალური ჰარმონიები და გიტარის ახალი ჟღერადობა, რამაც სტუდიური სესიები აღადგინა და ჯგუფი დაბრუნდა დუბლინში, ალბომის დასასრულებლად.
Achtung Baby მუსიკალურად უფრო ბნელი იყო, ვიდრე წინა დისკები, თუნდაც სიმღერების The Fly, Acrobat და Love Is Blindness გამო. ჯგუფის 80-იანი წლების მიდგომა ამოტივტივდა ახალ დისკზე შეცვლილი სახით. სიმღერა One იქცა მათ ნამდვილ ჰიმნად, რომლის შესრულებისას მათთან ერთად კონცერტებზე მსმენელებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით მღერიან.
Achtung Baby-სთან ერთად გაიზარდა ჯგუფის მოყვარულთა ტალღაც. ახალი მსმენელები უფრო ინტერესდებოდნენ მსუბუქი სიმღერებით, როგორიც იყო Mysterious Ways.
ალბომის გამოსვლის შემდეგ, შედგა ჯგუფის საკონცერტო ტურნე, რომლის კულმინაციაც იყო ეპოქალური კონცერტი სიდნეი-ში.
ალბომის აშშ გრამფირფიტის გამოცემაზე ბასისტი ადამ კლეიტონი გამოსახული იყო შიშვლად. აშშ კომპაქტ დისკსა და კასეტაზე მისი ინტიმური ადგილები დაფარული იყო სიმბოლოთი X.
ალბომის სახელწოდება გერმანულად ნიშნავს ყურადღებით, საყვარელო!. ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა ჯგუფის ხმის ინჟინერი, ხოლო ფრაზა აღებულია ფილმიდან პროდიუსერები
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — U2, ლირიკა - ბონო, ეჯი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Zoo Station“ | 4:36 |
2. | „Even Better Than the Real Thing“ | 3:41 |
3. | „One“ | 4:36 |
4. | „Until the End of the World“ | 4:39 |
5. | „Who's Gonna Ride Your Wild Horses“ | 5:16 |
6. | „So Cruel“ | 5:49 |
7. | „The Fly“ | 4:29 |
8. | „Mysterious Ways“ | 4:04 |
9. | „Tryin' to Throw Your Arms Around the World“ | 3:53 |
10. | „Ultraviolet (Light My Way)“ | 5:31 |
11. | „Acrobat“ | 4:30 |
12. | „Love Is Blindness“ | 4:23 |
საერთო ხანგრძლივობა: | 55:27 |
Achtung Baby: The Videos
რედაქტირებაAchtung Baby: The Videos, The Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV | ||||
---|---|---|---|---|
ვიდეო — | ||||
გამოცემის თარიღი | მაისი 1992 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 62:00 | |||
ლეიბლი | Island / PolyGram | |||
U2 — ქრონოლოგია | ||||
|
1992 წელს გამოიცა ვიდეო-კომპილაცია Achtung Baby: The Videos, The Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV, რომელშიც შეტანილი იქნა ალბომის სიმღერების მუსიკალური ვიდეოები. ჩანაწერის ხანგრძლივობაა 62 წუთი, პროდიუსერია ნედ ო’ჰენლონი. ვიდეო გამოიცა კომპანიების Island/Polygram მიერ.
გარდა ცნობილი მუსიკალური ვიდეოებისა, ჩანაწერი შეიცავს დოკუმენტურ ვიდეორგოლებს, დაკავშირებულს საკონცერტო ტურთან Zoo TV Tour. კანადაში ვიდეოს ოქროს სტატუსი მიენიჭა.
Achtung Baby: The Videos, the Cameos, and a Whole Lot of Interference from Zoo TV | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | რეჟისორი | ხანგრძლივობა |
1. | „Interference“ | მორის ლინანი | [nb 1] |
2. | „Even Better Than the Real Thing“ | კევინ გოდლი | 3:41 |
3. | „Interference“ | ლინანი | [nb 1] |
4. | „Mysterious Ways“ | სტეფან სედნაუი | 4:02 |
5. | „One“ (ვერსია 1) | ანტონ კორბეინი | 4:34 |
6. | „The Fly“ | რიჩი სმითი, ჯონ კლაინი | 4:52 |
7. | „Interference“ | ლინანი | [nb 1] |
8. | „Even Better Than the Real Thing“ (საცეკვაო მიქსი) | სმითი | 4:35 |
9. | „One“ (ვერსია 2) | მარკ პელინგტონი | 4:34 |
10. | „Even Better Than the Real Thing“ | არმანდო გალო, კამპა | 3:45 |
11. | „One“ (ვერსია 3) | ფილ ჯოანუ | 4:34 |
12. | „Until the End of the World“ | სმითი | 4:38 |
საერთო ხანგრძლივობა: | 65:01 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრალია (ARIA)[2] | 5× პლატინა | 350 000^ |
ავსტრია (IFPI Austria)[3] | პლატინა | 50 000x |
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[4] | ოქრო | 100 000* |
კანადა (Music Canada)[5] | ალმასი | 1 000 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[6] | 2× პლატინა | 600 000* |
გერმანია (BVMI)[7] | პლატინა | 500 000^ |
იტალია (FIMI)[8] | ოქრო | 50 000* |
ახალი ზელანდია (RMNZ)[9] | 5× პლატინა | 75 000^ |
შვედეთი (GLF)[10] | პლატინა | 100 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[11] | ოქრო | 25 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[12] | 4× პლატინა | 1 200 000^ |
აშშ (RIAA)[13] | 8× პლატინა | 8 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
შენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Achtung Baby დაარქივებული 2015-09-22 საიტზე Wayback Machine. Acclaimed Music-ზე
- Achtung Baby საიტზე Discogs (გამოცემების სია)
- Achtung Baby U2.com-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gettelman, Parry (1991-12-06). „U2, Achtung Baby“. Orlando Sentinel. section Calendar, p. 8. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-02. ციტირების თარიღი: 2010-10-15.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 1998 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Austrian album certifications – U2 – Achtung Baby გერმანულად. IFPI ავსტრია. შეიყვანეთ U2 ველში Interpret. შეიყვანეთ Achtung Baby ველში Titel. აირჩიეთ album ველში Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Suchen
- ↑ Brazilian album certifications – U2 – Achtung Baby პორტუგალიურად. ბრაზილიის მუსიკალური პროდიუსერების ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – U2 – Achtung Baby. Music Canada.
- ↑ French album certifications – U2 – Achtung Baby ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ Gold-/Platin-Datenbank –Titel:Achtung Baby გერმანულად. Bundesverband Musikindustrie. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი 2012.
- ↑ Italian album certifications – U2 – Achtung Baby იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ New Zealand album certifications – U2 – Achtung Baby. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ Veckolista Album - Vecka 28, 1997 Swedish. Sverigetopplistan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-06. ციტირების თარიღი: 8 იანვარი 2013.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (U2; 'Achtung Baby'). Hung Medien.
- ↑ British album certifications – U2 – Achtung Baby. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Achtung Baby ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ Gold & Platinum. Recording Industry Association of America. ციტირების თარიღი: 20 March 2017.