სკოლოპენდრისებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Scolopendromorpha)

სკოლოპენდრისებრნი (ლათ. Scolopendromorpha) — ფეხსახსრიანების რიგი ტუჩფეხიანების კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 30 სმ-ს აღწევს. აქვთ ბრტყელი სხეული, რომელიც შედგება თავისა და ტანისაგან. ტანი დაყოფილია სეგმენტებად. ტანის პირველ სეგმენტზე წყვილი მძლავრი ყბაფეხია, რომლის ფუძესთან შხამიანი ჯირკვლებია მოთავსებული. ჯირკვლების არხი ბრჭყალისებრ წვერში იხსნება. დანარჩენ სეგმენტებზე თითო ფეხია. სკოლოპენდრები მტაცებლები არიან, იკვებებიან უხერხემლო და წვრილი ხერხემლიანებით. აქტიურები არიან ღამით. გიგანტური სკოლოპენდრას ნაკბენი ადამიანსაც კლავს. გვხვდებიან უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე მხოლოდ სამხრეთით ( ყირიმი, კავკასია, სამხრ. უკრაინა, წინაკავკასია, შუა აზია). ყველა სკოლოპენდრისებრნი დებს კვერცხს. მათ დაბადებისთანავე იმდენივე ფეხი აქვთ, რამდენიც ზრდასრულებს.

სკოლოპენდრასებრნი
ზოლებიანი სკოლოპენდრა (Scolopendra cingulata)
ზოლებიანი სკოლოპენდრა (Scolopendra cingulata)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  მრავალფეხიანები
კლასი:  ტუჩფეხიანები
ქვეკლასი:  Epimorpha
რიგი:  სკოლოპენდრასებრნი
ოჯახი:  Cryptopidae
Scolopendridae
Scolopocryptopidae
ლათინური სახელი
Scolopendromorphus

ლიტერატურა

რედაქტირება