ტუჩფეხიანები
ტუჩფეხიანები (ლათ. chilopoda ან ლათ. opisthogoneata) არის ფეხსახსრიანი მტაცებელი ცხოველების კლასი. აქვთ წაგრძელებული - რამდენიმე მილიმეტრიდან 25-30 სანტიმეტრამდე სიგრძის სხეული, რომელიც დაყოფილია თავად და სეგმენტისებურ სხეულად. თითოეულ სეგმენტზე წყვილი კიდურია, თავზე წყვილი ულვაში, თავის გვერდით მხარეებზე მარტივი თვალების გროვა. სხეულის პირველი სეგმენტის ფეხები მტაცებელია, მათი ბოლო ნაწევრის ფუძეში არის შხამიანი ჯირკვალი, რომელიც ბრჭყალში იხსნება. სეკრეტი კლავს მსხვერპლს და იცავს მათ მტრისაგან. ტუჩფეხიანები ტრაქეებით სუნთქავენ. ცალსქესიანებია.
ტუჩფეხიანები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
chilopoda ან opisthogoneata | ||||||||||||
|
კლასში 5 რიგის (scolopendromorphus, geophilimorpha, lithobiomorpha, scutigeromorpha, Craterostigmomorpha) 2000-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც, ძირითადად, ტროპიკებშია გავრცელებული.
დაწვრილებით
რედაქტირებატუჩფეხიანები (Centipedes ლათ. centi-, ”ასი”, და ბერძნ. ποδός podos, ”ფეხი”) არიან სწრაფად მოძრავი შხამიანი ხმელეთის ფეხსახსრიანი ცხოველები, რომლებსაც გააჩნიათ გრძელი, სეგმენტებად დაყოფილი სხეული და მრავალი ფეხი. ტუჩფეხიანები ღამის ცხოველები არიან, გავრცელებულნი ძირითადად ტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებში. ზოგიერთი სახეობა ძლიერ შხამიანია, ნაკბენი მეტად მტკივნეულია, ამის მიუხედავად მხოლოდ ერთადერთი ოფიციალური ცნობა არსებობს ადამიანის დაღუპვის შესახებ - წყნარი ოკეანის კუნძულზე ბავშვს ტუჩფეხიანმა თავზე უკბინა. მრავალი შემთხვევაა დაფიქსირებული მათი კბენისა ზრდასრულებზეც.
მათი სხეული დაყოფილია 15-173 ნაწილად (სხეულის სეგმენტად). ტუჩფეხიანებს თითოეული სეგმენტის გვერდებზე სასიარულო ფეხების წყვილი გააჩნიათ. ისინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მოძრავი უფრთო ფეხსახსრიან მტაცებლებს განეკუთვნებიან. თავზე გააჩნიათ საცეცების წყვილი და პირის ნაწილები, ასევე შხამიანი ეშვები, რომელიც თავდაცვისა, მსხვერპლის დაჭერისა და პარალიზებისათვის გამოიყენება. მათი სახელწოდების მიუხედავად (”ას ფეხიანები”) მათ რეალობაში გააჩნიათ ამ რიცხვის ნახევარი სასიარულო ფეხი, თუმცა იმ ტუჩფეხიანის პოვნაცაა შესაძლებელი, რომელსაც 200 ფეხი გააჩნია. პატარა ტუჩფეხიანის ნაკბენი ფუტკრის ნაკბენს წააგავს, თუმცა ტროპიკული სახეობების ნაკბენი ძლიერ მტკივნეულია, კანში ტოვებს 2 შავ ნახვრეტს დაახლოებით 1 სანტიმეტრი სიღრმისას. გიგანტური სკოლოპენდრა (scolopendra gigantea), იგივე ამაზონის გიგანტური ტუჩფეხიანი ან პერუს გიგანტური ტუჩფეხიანი არის Chilopoda კლასის ყველაზე დიდი წარმომადგენელი, რომელიც სიგრძეში დაახლოებით 30 სანტიმეტრს აღწევს. ცნობილია, რომ ტუჩფეხიანთა კლასის ეს სახეობა იკვებება ღამურებითაც, რომელთა დაჭერა აფრენის პერიოდშიც კი ადვილად შეუძლია [1] ამასთან ერთად იგი მიირთმევს მღრღნელებს, ობობებს და ა.შ. ამჟამად გადაშენებული euphoberia ტუჩფეხიანთა შორის სიგრძით პირველი იყო (აღწევდა 1 მეტრს), არაოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე გალაპაგოსის კუნძულის გიგანტური სკოლოპენდრა (scolopendra galapagoensis) სიგრძეში მაქსიმალურად აღწევს 60 სანტიმეტრს, თუმცა ეს უცნაური ხმები შესაძლოა გამომდინარეობდეს ამ სახეობათა სიმცირის გამო, ვინაიდან ტყვეობაში იგი მაქსიმუმ 19 სანტიმეტრამდე იზრდება. სახლის ტუჩფეხიანი (scutigera coleoptrata) იკვებება მწერებით, როგორებიცაა ტარაკნები, ბუზები და სხვა სახლის მწერები. სწორედ ამიტომ მეტად სასარგელონი არიან სახლისათვის, ისინი არ არიან ადამიანების სიცოცხლისათვის სახიფათონი, თუმცა მათი გარეგნობისა და საკმაოდ მტკივნეული ნაკბენის გამო ადამიანები ხშირად ანადგურებენ მათ. ბაღის სკოლოპენდრა ყველაზე გავრცელებული ტუჩფეხიანია ჩრდილოეთ ამერიკაში, იზრდება 7 სანტიმეტრამდე, გააჩნია 30 სასიარულო ფეხი (იბადებიან 15 ფეხით). ბინადრობენ ნიადაგში, ფოთლების გროვაში, ხშირად შევხვდებით ბაღებში, მიწის ქვეშ. ადამიანთათვის არ არიან სახიფათონი, იკვებებიან პატარა მწერებით, მათ შორის ობობებითა და ტარაკნებით.
ევოლუცია
რედაქტირება
ტუჩფეხიანთა ევოლუცია |
შხამიანი აპარატი
რედაქტირებატუჩფეხიანების შხამიანი აპარატი შედგება 6 ნაწილისაგან, რომელთაგანაც ბოლო არის წაწვეტებული, ბრჭყალის მსგავსად მოხრილი. მის ზედაპირზე შეინიშნება სიგრძივი ბეწვები, ხოლო მის შიგნითაა სადინარი, რომელიც დაკავშირებულია შხამიან ჯირკვალთან და იხსნება ბრჭყალისმაგვარი ეშვის ბოლოს. შხამიან ჯირკვალს გააჩნია თეთრი ტომრის ფორმა და შედგება ჯირკვლოვანი ოლვეოლებისგან, რომლებიც განლაგებულია რადიალურად და იხსნება საერთო სადინარში. ტუჩფეხიანთა შხამის მისაღებად გამოიყენება ელექტროსტიმულაციის მეთოდი.
გამრავლება
რედაქტირებამამრები ქსოვენ ქსელს, სადაც ათავსებენ სპერმატოზოიდებს მდედრებისათვის. ზოგჯერ იმართება საცერემონიალო ცეკვები, ზოგჯერ კი მამრები უბრალოდ ტოვებენ სპერმატოზოიდებს, რათა შემდგომ მდედრმა იპოვოს იგი. ტუჩფეხიანები ცალსქესიანი ფეხსახსრიანები არიან, ზომიერი ჰავის პირობებში კვერცხებს დებენ გაზაფხულზე ან ზაფხულში, სუბტროპიკულ მხარეებსა და ტროპიკულ სარტყელში კი ერთ, განსაზღვრულ სეზონში. lithobiomorpha და scutigeromorpha-ს (რომელიც შეიცავს მხოლოდ 1 ჩრდ. ამერიკულ სახეობას) წარმომადგენლები კვერცხებს მიწის ხვრელებში დებენ, შემდგომ მდედრები მიწით ამოავსებენ ამ ხვრელს და ტოვებენ მას. პატარები 7 წყვილი ფეხით იჩეკებიან და კანის პირველი გამოცვლის შემდგომ ფეხების რაოდენობაც იზრდება. scutigera coleoptera ანუ ე.წ. ამერიკული სახლის ტუჩფეხიანი იბადება 4 წყვილი ფეხით. კანის გამოცვლათა შემდგომ კი მათი ფეხების წყვილი ამ თანმიმდევრობით იცვლება: 5,7,9,11,15. როდესაც ისინი ზრდასრულობის ასაკს აღწევენ, მათ 15 წყვილი სასიარულო კიდური გააჩნიათ. ამ სახეობას ესაჭიროება 3 წელი , რათა გახდეს ზრდასრული. geophilimorpha და scolopendromorpha-ს მდედრები უფრო მეტად ზრუნავენ კვერცხებზე. 15-60 კვერცხს დებენ სპეციალურ ბუდეში, რომელიც მდებარეობს ნიადაგში ან დამპალ ხეში. მდედრები დარაჯობენ კვერცხებს და იცავენ მათ სოკოვანი ბაქტერიებისაგან. ზოგი სახეობის მდედრი გამოჩეკვის შემდგომაც რჩება შვილებთან და დარაჯობს მათ, სანამ დაიწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. თუ მდედრს შეაწუხებენ კვერცხებზე ზრუნვის დროს, იგი ტოვებს მათ და კვერცხებიც მალევე ხდებიან სოკოვანი ბაქტერიების მსხვერპლნი.
სკოლოპენდრისებრნი (Scolopendromorpha)
რედაქტირებასკოლოპენდრისებრნი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Scolopendromorphus | |||||||||||||||
|
ფეხსახსრიანთა რიგი ტუჩფეხიანების კლასისა. მათი სხეულის სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს. აქვთ ბრტყელი სხეული, რომელიც შედგება თავისა და ტანისაგან. ტანი დაყოფილია სეგმენტებად. ტანის პირველ სეგმენტზე წყვილი, მძლავრი ყბაფეხებია, რომლის ფუძესთან მოთავსებულია შხამიანი ჯირკვალი. ჯირკვლის არხი ბრჭყალისებრ წვერში იხსნება. დანარჩენ სეგმენტებზე (უკანასკნელის გარდა) წყვილი ფეხია. სკოლოპენდრები მტაცებლები არიან. იკვებებიან უხერხემლო და წვრილი ხერხემლიანებით. გვხვდებიან უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე მხოლოდ სამხრეთით) ყირიმი, კავკასია, სამხრ. უკრაინა, წინაკავკასია, შუა აზია). აქტიურები არიან ღამით. გიგანტური სკოლოპენდრას კბენამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილიც.
ყველა სკოლოპენდრისებრნი დებს კვერცხს, როგორც მისი მონათესავე სხვა რიგების (geophilimorpha, lithobiomorpha, scutigeromorpha, Craterostigmomorpha) წარმომადგენლები. geophilimorpha და scolopendromorphus (სკოლოპენდრასებრნი) რიგში შემავალ სახეობებს დაბადებისთანავე იმდენივე ფეხი აქვთ, რამდენიც ზრდასრულებს. სხვა რიგების (lithobiomorpha, scutigeromorpha) წარმომადგენლებს კი დაბადებისას მხოლოდ 7 წყვილი ფეხი აქვთ.
განსხვავება ტუჩფეხიანთა რიგებს შორის
რედაქტირებაlithobiomorpha და scutigeromorpha რიგის წარმომადგენლებს გააჩნიათ მხოლოდ 15 წყვილი ფეხი და მწერისმაგვარი თვალები.
scolopendromorphus რიგის წარმომადგენლებს გააჩნიათ 21-23 წყვილი ფეხი, 4 პატარა ინდივიდუალური თვალი თავის ორივე მხარეს, რომელიც წააგავს geophilimorpha-ს რიგში შემავალი სახეობების თვალებს (შედარებით ნაკლები).
სიცოცხლის ხანგრძლივობა
რედაქტირებატუჩფეხიანები გაცილებით დიდ ხანს ცხოვრობენ, ვიდრე სხვა მათი ”ნათესავები”. მაგალითად ევროპული ქვის ტუჩფეხიანი lithobius forficatus მაქსიმუმ ცოცხლობს 5-6 წელს, იზრდება 18-30 მილიმეტრამდე და ცხოვრობს ნიადაგის ზედა ფენებში, ქვების ქვეშ, შემჩნევის შემთხვევაში ძალიან სწრაფად გადაადგილდება და იმალება.
ტუჩფეხიანების ყველაზე გავრცელებულ სახეობათა ჩამონათვალი
რედაქტირება- არიზონული ვეფხვისებური სკოლოპენდრა Scolopendra polymorpha
- ტანზანიის ლურჯ რგოლებიანი ტუჩფეხიანი Ethmostigmus trigonopodus
- მიწის ტუჩფეხიანი Pachymerium ferrugineum
- ბუმბულის-კუდიანი ტუჩფეხიანი Alipes sp.
- გალაპაგოსის სკოლოპენდრა Scolopendra galapagoensis
- გიგანტური სორინას სკოლოპენდრა Scolopendra heros
- სახლის ტუჩფეხიანი Scutigera coleoptrata
- გიგანტური სკოლოპენდრა Scolopendra gigantea
- წითელთავა სკოლოპენდრა Scolopendra morsitans
- ქვის ტუჩფეხიანი Lithobius forficatus
- ვიეტნამური სკოლოპენდრა Scolopendra subspinipes
ფოტო-გალერეა
რედაქტირება-
სახლის ტუჩფეხიანი (Scutigera coleoptrata)
-
ქვის ტუჩფეხიანი (Lithobius forficatus)
-
ვიეტნამური სკოლოპენდრა (Scolopendra subspinipes)
-
ზოლებიანი სკოლოპენდრა(Scolopendra cingulata)
-
ზოლებიანი სკოლოპენდრა(Scolopendra cingulata)
-
არიზონული ვეფხვისებრი სკოლოპენდრა (Scolopendra polymorpha)
-
არიზონული ვეფხვისებრი სკოლოპენდრას ულვაშები და შხამიანი ყბაფეხები (Scolopendra polymorpha)
-
გიგანტური ტუჩფეხიანი (Ethmostigmus rubripes)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ვიდეო. გიგანტური სკოლოპენდრა მიირთმევს ღამურას. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-31. ციტირების თარიღი: 2008-11-14.