S/2011 J 3ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი, რომელიც შედის ჰიმალიის ჯგუფში.

აღმოაჩინა სკოტ ს. შეპარდმა 2011 წლის 27 სექტემბერს, ჩილეს ლას-კამპანასის ობსერვატორიაში 6.5 მეტრიანი ტელესკოპის გამოყენებით. აღნიშნული აღმოჩენა მიღებულ იქნა მცირე პლანეტების ცენტრის მიერ 2022 წლის 20 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც აღნიშნული თანამგზავრის შესახებ დაგროვდა საკმარისი და უტყუარი ინფორმაცია[1][2].

S/2011 J 3 შედის ჰიმალიის ჯგუფში. ესაა იუპიტერის პროგრადული არარეგულარული თანამგზავრების მჭიდრო გროვა, რომლებიც მიმიუყვებიან თანამგზავრ ჰიმალიის მსგავს ორბიტას, და რომელთა დიდი ნახევარღერძი მერყეობს 11–12 მილიონი კმ-სა, ხოლო ორბიტალური დახრა — 26°-31° შორის[3]. ის, დაახლოებით 3 კმ-იანი დიამეტრითა და ვარსკვლავიერი სიდიდით — 16.3m, ჰიმალიის ჯგუფის ყველაზე პატარა თანამგზავრია, დღემდე ცნობილ წევრთა შორის[3].

  1. MPEC 2022-Y69 : S/2011 J 3. Minor Planet Electronic Circulars. Minor Planet Center (20 December 2022). ციტირების თარიღი: 20 December 2022.
  2. Planetary Satellite Discovery Circumstances. JPL Solar System Dynamics. NASA. ციტირების თარიღი: 20 December 2022.
  3. 3.0 3.1 Sheppard, Scott S.. Moons of Jupiter. Earth & Planets Laboratory. Carnegie Institution for Science. ციტირების თარიღი: 20 December 2022.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=S/2011_J_3&oldid=4723022“-დან