ჰიმალია (თანამგზავრი)
ჰიმალია (ძვ. ბერძნ. Ἱμαλíα), იუპიტერ VI — ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. წარმოადგენს ჰიმალიის ჯგუფის მთავარ თანამგზავრს და შედის პლანეტის არარეგულარულ თანამგზავრთა რიცხვში.
აღმოჩენა
რედაქტირება1904 წლის 3 დეკემბერს თანამგზავრი აღმოაჩინა ჩარლზ დილონ პერაინმა ლიკის ობსერვატორიაში[1]. სახელი ეწოდა 1875 წელს ბერძნული მითოლოგიის ნიმფა ჰიმალიას პატივსაცემად[2].
ორბიტა
რედაქტირებაპლანეტა იუპიტერიდან ჰამილია მოძრაობს 9.8-დან 13-მდე მლნ კმ-ის მოშორებით[3]. იუპიტერის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ანდომებს 250.56 დღეს[3]. მისი ორბიტის დახრა ეკლიპტიკის მიმართ შეადგენს დაახლოებით 27.5°[3]. ორბიტის ექსცენტრისიტეტი — 0.16[3]. ორბიტალური პარამეტრები გამუდმებით ივცლება მზისა და სხვა პლანეტების გავლინის შედეგად. შედის ჰიმალიის ჯგუფში და წარმოადგენს მის მთავარ თანამგზავრს.
ფიზიკური მახასიათებლები
რედაქტირებაჰიმალიის დიამეტრია 170 კმ[4]. სიმკვრივე შეფასებულია, როგორც ±0.47 გ/სმ³ (იმ პირობით, რომ თანამგზავრი სფერულია). მაგრამ, რადგანაც თანამგზავრის ზუსტი ფორმა დღემდე უცნობია ეს შეიძლება ჩაითვალოს პირობითად 3.33[5]. თანამგზავრი სავარაუდოდ ძირითადად შედგება სილიკატური ქანებისაგან. დაახლოებით 10 სთ სჭირდება საკუთარი ღერძის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად. ზედაპირი მუქია, ხოლო მისი ალბედოა 0.04[4][6]. ვარსკვლავიერი სიდიდე ტოლია 14.62m.
კვლევა
რედაქტირება2000 წლის ნოემბერში ავტომატურმა პლანეტშორისმა სადგურმა „კასინიმ“, პლანეტა სატურნის მიმართ გადაადგილების დროს 4.4 მლნ კმ-დან ჰიმალიას გადაუღო რამოდენიმე ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ თანამგზავრის ფოტო დაბალი რეზოლუციისაა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თანამგზავრი წაგრძელებული ფორმისაა (150 ± 20 და 120 ± 20 კმ)[6].
2007 წლის თებერვალ-მარტში კოსმოსურმა აპარატმა „ახალი ჰორიზონტები“, რომელიც პლუტონის მიმართულებით გადაადგილდებიდა, 8 მლნ კმ-ის სიშორიდან გადაუღო ფოტოები.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Гималия
- David Jewitt pages
- Jupiter’s Known Satellites (by Scott S. Sheppard)
- Two Irregular Satellites of Jupiter (Himalia & Elara: Remanzacco Observatory: November 23, 2012)
სქოლიო
რედაქტირება- ↑
Porter, J.G. (1905). „Discovery of a Sixth Satellite of Jupiter“. Astronomical Journal. 24 (18): 154B. Bibcode:1905AJ.....24..154P. doi:10.1086/103612.;
Perrine, C.D. (1905-01-25). „Sixth Satellite of Jupiter Confirmed“. Harvard College Observatory Bulletin. 175: 1. Bibcode:1905BHarO.175....1P.;
Perrine, C.D. (1905). „Discovery of a Sixth Satellite to Jupiter“. Publications of the Astronomical Society of the Pacific. 17 (100): 22–23. Bibcode:1905PASP...17...22.. doi:10.1086/121619.;
Perrine, C.D. (1905). „Orbits of the sixth and seventh satellites of Jupiter“. Astronomische Nachrichten. 169 (3): 43–44. Bibcode:1905AN....169...43P. doi:10.1002/asna.19051690304. - ↑ Marsden, B. G.. (7 October 1975) IAUC 2846: N Mon 1975 (= A0620-00); N Cyg 1975; 1975h; 1975g; 1975i; Sats OF JUPITER. IAU. ციტირების თარიღი: 2018-09-09
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Jacobson, R. A. (2000). „The orbits of outer Jovian satellites“ (PDF). Astronomical Journal. 120 (5): 2679–2686. Bibcode:2000AJ....120.2679J. doi:10.1086/316817. S2CID 120372170.
- ↑ 4.0 4.1 Planetary Satellite Physical Parameters. JPL (Solar System Dynamics) (2008-10-24). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-18. ციტირების თარიღი: 2008-12-11.
- ↑ Emelyanov, N.V. (2005). „The mass of Himalia from the perturbations on other satellites“ (PDF). Astronomy and Astrophysics. 438 (3): L33–L36. Bibcode:2005A&A...438L..33E. doi:10.1051/0004-6361:200500143.
- ↑ 6.0 6.1 Porco, Carolyn C.; et al. (March 2003). „Cassini Imaging of Jupiter's Atmosphere, Satellites, and Rings“. Science. 299 (5612): 1541–1547. Bibcode:2003Sci...299.1541P. doi:10.1126/science.1079462. PMID 12624258. S2CID 20150275.