Rust2013 წლის მრავალმომხმარებლიანი კომპიუტერული გადარჩენის თამაში, რომელსაც ქმნის Facepunch Studios[1], კომპიუტერულ თამაშ Garry's Mod-ის შემქმნელები. თამაშში არის კომბინირებული ზოგიერთი იდეები ისეთი თამაშებიდან როგორიც არის DayZ, Minecraft და S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl. თამაში არის ამჟამათ "Alpha" ვერსიაში.

Rust

Rust-ის ლოგო
დეველოპერ(ებ)ი Facepunch Studios
გამომცემელი Facepunch Studios
ძრავა Unity 5
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows, Linux, Mac OS X
გამოსვლის თარიღი

2013, 11 დეკემბერი (ალფა)

2014, 17 ივნისი (გადატვირთული ალფა)
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი-სათავგადასავლო, გადარჩენის სიმულატორი
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი
მოთხოვნილებები ოფიციალური საიტი

თამაშის პროცესი

რედაქტირება
 
თამაშის პროცესი (პირველი ალფა, მოძველებული)

მოთამაშემ უნდა შეაგროვოს რესურსები რომ გადარჩეს და შექმნას ახალი ნივთები თამაშში, თამაში იწყება შემდეგი ნივთებით: ქვა, ჩირაღდანი და 2 ბინტი. მოთამაშეები აგროვებენ რესურსებს როგორიცაა ქსოვილი, საკვები და ხე, რომლის მოპოვება შეიძლება ნადირობით, ნაჯახით ხის ჭრით და ასე შემდეგ. სხვა ნივთები მოდის გარეული არსებებისგან რომლებიც მდებარეობენ მთელ კუნძულის მასშტაბით. მოთამაშე თამაშს იწყებს საწყისი ხელობის (ინგლ. Crafting) სიით, რომელშიც შედის იარაღები, ტანსაცმელი, და სამშენებლო მატერიალები. როდესაც მოთამაშე განვითარდება, მას შეეძლება იპოვოს სხვა მოთამაშეებისგან, რადიაციული ქალაქების ყუთებიდან, მოკლული NPC-ებიდან, ან საჰაერო ჩამონაყარში გეგმა/პროექტი, ან გამოსაკვლევი რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება უფრო განვითარებული ნივთების შექმნა.

თამაშის პროცესში არის უამრავი გამოწვევა, როგორიცაა შიმშილი, ხრჩობა, ჰიპოთემია, გარეული ცხოველების თავდასხმა, ან რადიაციული მოწამვლა. ასევე, იმის გამო რომ თამაში ექსკლუზიურად მრავალმომხმარებლიანია, ერთი მოთამაშე მეორეს ხშირად ესხმება თავს. ნავიგაცია ასევე ერთ-ერთი გამოწვევაა, იმის გამო რომ ჯერჯერობით არ არსებობს თამაშის რუკა (თუმცა რუკა ხელმისაწვდომია ინტერნეტში, იხილეთ "რესურსები ინტერნეტში").

თამაშის გავრცელებული კონცეფცია არის სხვა მოთამაშეებთან ერთად პარტიების/ჯგუფების შექმნა. ეს ჯგუფები ჩვეულებრივ ქმნიან საცხროვლებლებს თავისი წევრებისთვის, იზიარებენ ნივთებს, რესურსებს და მონაწილეობენ ორგანიზებულ რეიდებში. რეიდი ეს არის როდესაც მოთამაშეთა ჯგუფი ორგანიზებას უკეთებს თავდასხმას სხვა ჯგუფზე მათი რესურსების მოპოვების და მათი თავშესაფარის დანგრევის მიზნით. ახალ მოთამაშეს შეუძლია პარტიაში გაწევრიანება, თითქმის ნებისმიერ სერვერში შესვლით და ჩატში კითხვით, ან მომთაბარეობით. ძირითადად სოლო მოთამაშეები თავიანთ სახლს/თავშესაფარს აშენებენ იზოლირებულ ადგილას და რწმუნდებიან რომ მათ აქვთ საკმარისი შეიარაღება რომ დაიცვან თავი სხვა მოთამაშეებისგან და ჯგუფებისგან.

იარაღები

რედაქტირება

Rust-ში იარაღები არის გადარჩენის გასაღები, ის მოთამაშეს სთავაზობს თავდაცვას და თავდასხმას. როგორც მოთამაშე განვითარდება თამაშში, მას შეეძლება იპოვოს ახალი იარაღები და გაიგოს მისი ხელობის რეცეპტი.

იარაღების უმეტესობა თამაშში შეუძლია იქონიოს მისამაგრებლები. ცეცხსასროლი იარაღის ივენტორში ეხატება რამდენიმე კვადრატი რომელიც წყვეტავს თუ რამდენი მისამაგრებელის დატევა შეიძლება, ეს რიცხვი განსხვავდება 0-იდან 5-ამდე. ხელმისაწვდომი მისამაგრებლებია: ჰოლოგრაფიული მიზანი, მაყუჩი, ფარანი და ლაზერული მიზანი.

თამაშის შექმნა ორიგინალურად დაიწყო როგორც DayZ-ის კლონად, იმის გამო რომ თამაშის შემქმნელები თვლიდნენ რომ DayZ-ს აკლდა საიმედოობა. დროის განმავლობაში დაემატა განახლებები რომლებშიც შედიოდა ცხოველები, ნადირობა, ხელობა და აბჯარი. ამის შემდეგ თამაში განვითარდა Minecraft-ის ატრიბუტებით. თამაში დაემგვანა მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ ასპექტებით DayZ-ს ხოლოდ ხელობის და მშენებლობის ასპექტებით Minecraft-ს.

2014 წლის 6 თებერვალს თამაშიდან სრულათ ამოღებული იქნა ზომბები, რომელიც წითელი დათვებით და მგლებით ჩანაცვლდა. შემქმნელებმა გამოაცხადეს რომ თამაში აქცენტს აღარ აკეთებს ზომბებისგან გადარჩენაზე[2].

ალფას გადატვირთვა

რედაქტირება

არსებობს Rust-ის ორი ვერსია,[3] გარი ნიუმენმა მალე შეწყვიტა ორიგინალური ვერსია შიდა პრობლემების გამო ყოფილ პროგრამისტებთან რომლებმაც ცოტახანში დატოვეს ჯგუფი. ამის მიზეზები არ იყო სრულად ახსნილი თუმცა გარი ნიუმენმა ეს დააბრალა რთულ პერსონალურ ურთიერთობებს.[4]. ამან გარის გააკეთებინა ახალი ვერსია და გადააწყვეტინა მას შეეწყვიტა ორიგინალური ვერსიის განახლება. ყველა გაუმჯობესების მიუხედავად ახალ გადატვირთულ ვერსიაზე, მომხმარებლებმა უპირატესობა მიანიჭეს ორიგინალ ვერსიას.[5] ასევე გამოხატული იქნა ახალი ვერსიის ანტიპათია.[6] 2014 წლის 17 ივნისს გამოვიდა მენიუ რომელიც შესაძლებლობას იძლევა რომ ჩაირთოს ორივე ვერსია[3] თუმცა მოთამაშეებმა შეამჩნიეს სისტემის შეცდომის მრავალი შემთხვევა რომელიც გამოქვეყნდა Steam-ის დისკუსიებზე.

შემოსავალი

რედაქტირება

Rust-მა პირველ ორ კვირას გაყიდა 150,000 ასლი, და ერთი მილიონი პირველ ორ თვეს როგორც ადრეული წვდომის თამაშმა[7][8]. 2014 წლის 7 იანვარის სტატისტიკით თამაშმა სულ გამოიმუშავა 7.5 მილიონი აშშ დოლარი[9].

ხუთ კვირაში ალფას გამოსვლიდან, სტუდიამ გამოიმუშავა 40% იმის რაც Garry's Mod-მა გამოიმუშავა 9 წელს[10].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება