DayZ — მრავალმომხმარებლიანი Open World Survival Horror-ი. არის პირველი პირის შუთერ ARMA 2-ის და ARMA 2: Operation Arrowhead-ის მოდფიკაცია. ეს თამაში არის ჯერჯერობით ბეტა სტადიაში.

DayZ
დეველოპერ(ებ)ი Bohemia Interactive
ძრავა Real Virtuality 3
ჟანრ(ებ)ი Open World, Survival Horror
რეჟიმ(ებ)ი მრავალმომხმარებლიანი
ვერსია 1.7.2.6[1]
საიტი ოფიციალური საიტი

მოქმედება ხდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩერნარუსში, სადაც უცნობმა ვირუსმა მოსახლეობა ზომბებად გადააქცია, მოთამაშეს სათამაშო მსოფლიოში მოუწევს მოგზაურობა ისეთი რესურსების მოსაძებნად როგორიცაა საჭმელი, წყალი, იარაღი, სამედიცინო საშუალებები და სხვა, ასევე ზომბების განადგურება ან მითგან გაქცევა/დამალვა, სხვა მოთამაშეებთან ბრძოლა, ან ჯგუფური მუშაობა — იმისათვის რომ მოთამაშემ თავი ირჩინოს ზომბის აპოკალიპსში.

თამაშის პროცესი რედაქტირება

თამაშში არის ბევრი განსხვავებული ეფექტი. მაგალითად მოთამაშემ შეიძლება მიიღოს ფეხის მოტეხილობა დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნით, სხვა მოთამაშეების დარტყმებით და სხვა. ასევე არის მოთხვნილებები: სისხლი — აღნიშნავს სიცოცხლეს, ის იკლებს სისხლის დენის დროს, ზომბების და მოთამაშეების მიერ მოყენებული ზარალის დროს, და სხვა. სიცოცხლის აღდგენა შეიძლება საჭმლით, მისი მომენტალურად აღდგენა კი სისხლის გადასხმით (ამ მოქმედებისათვის საჭიროა მეორე მოთამაშე). სიცოცხლის კრიტიკულ დონეზე ეკრანი არის შავ-თეთრი, ის ასევე შეიძლება ჩავარდეს უგუნურ მდგომარეობაში, თუ სისხლის დონე ძალზე დაკლებულია, და მისი აღდგენა არ ხდება, მოთამაშე კვდება. შიმშილი — თუ მოთამაშეს შიმშილი არის დაყვანილი კრიტიკულ დონემდე, მისი ჯანმრთელობის დონე ნელ-ნელა დაიწყებს კლებას რაც ბოლოს სიკვდილს გამოიწვევს, მის აღსადგენათ საჭიროა საჭმლის მიღება. საჭმლის ჭამის დროს ასევე მსუბუქად იმატებს სისხლის დონე. წყურვილი — წყურვილის დონის დაკლების დროს მოთამაშის ჯანმრთელობა მცირდება, საჭიროა სასმელის მიღება, რომლის მოპოვება შეიძლება გამაგრილებელი სასმელების სახით და ჩვეულებრივი წყლის სახით. სხეულის ტემპერატურა — იცვლება გარემოების მიხედვით. დაბალი ტემპერატურის დროს მოთამაშე შეიძლება გაიყინოს და მოკვდეს, სითბოს შენარჩუნება შეიძლება კოცონის დანთებით, შენობების შეფარებით, გამათბობელი საშუალებების მიღებით და სხვა. დაკლება კი წვიმაში ან ღამის დროში ყოფნის დროს და სხვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=DayZ&oldid=4466557“-დან