S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobylპირველი პირის მსროლელის ჟანრის ვიდეო თამაში, შემუშავებული GSC Game World-ის და გამოცემული THQ-ს მიერ.

S.T.A.L.K.E.R.: Shadow of Chernobyl
დეველოპერ(ებ)ი GSC Game World
გამომცემელი THQ
ძრავა X-Ray Engine[1]
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. მარტი 20, 2007
ავს მარტი 22, 2007
ევრ მარტი 23, 2007
იაპ ივნისი 1, 2007
ჩრდ.ამ. აგვისტო 31, 2007)
(Steam
ჟანრ(ებ)ი პირველი პირის მსროლელი
Survival horror
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
მრავალმოთამაშიანი

მას შემდეგ რაც ზონის ცენტრისაკენ მიმავალი გზა გაიხსნა, მთავრობამ გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციის ჩატარება, რომლის მიზანი მებრძოლების მიერ ჩერნობილის ატომური ელექროსადგურის დაკავებაა. ზონაში პირველი ასეთი დაჯგუფება ტერიტორიის შესწავლისა და ანომალური ადგილების აღრიცხვის მიზნით იქნა გაგზავნილი. მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციის საშუალებით მეომრებს ანომალიებით სავსე ტერიტორიაზე შეეძლებოდათ უსაფრთხოდ გადაადგილება. მაგრამ გეგმა ჩაიშალა - მზვერავი ვერტმფრენების ძირითადი ნაწილი განადგურდა. ამის გამომწვევი მიზეზების დასადგენად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ზონის შუაგულში თავისი თანამშრომელი - ალექსანდრე დიოქტირევი გააგზავნა. მისი მთავარი დავალება - ხუთი გაუჩინარებული ვერტმფრენის პოვნაა.

დიოქტირევი ადგილზე ჩადის და იწყებს გამოძიებას. იგი უმეგობრდება სტალკერებს და მათი თხოვნით ასრულებს უამრავ მისიას, ამავე დროს ცდილობს, არ დაავიწყდეს თავისი ვალდებულებაც.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Engine - STALKER. S.t.a.l.k.e.r. game website. GSC Game World. ციტირების თარიღი: 2007-03-31.