Resident Evil 5, იაპონიაში ცნობილია, როგორც Biohazard 5[]მესამე პირის შუტერი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Capcom-ის მიერ 2009 წელს. ეს არის რიგით მეშვიდე ძირითადი თამაში „Resident Evil“-ის სერიიდან, რომელიც დაანონსდა 2005 წელს. თამაში PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე გამოვიდა 2009 წლის მარტში, ხოლო Microsoft Windows-ისთვის იმავე წლის სექტემბერში.

Resident Evil 5
დეველოპერ(ებ)ი Capcom
გამომცემელი Capcom
სერია Resident Evil
ძრავა MT Framework v1.4[1]
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი
5 მარტი, 2009
  • PlayStation 3 & Xbox 360
    იაპ 5 მარტი, 2009
    ავს 12 მარტი, 2009
    ჩრდ.ამ. 13 მარტი, 2009[2][3]
    ევრ 13 მარტი, 2009
    ოქროს გამოცემა
    იაპ 18 თებერვალი, 2010 (PS3)
    ჩრდ.ამ. 9 მარტი, 2010
    ავს 11 მარტი, 2010
    ევრ 12 მარტი, 2010
    Microsoft Windows
    იაპ 17 სექტემბერი, 2009
    ავს 17 სექტემბერი, 2009
    ჩრდ.ამ. 18 სექტემბერი, 2009
    ევრ 18 სექტემბერი, 2009
    ოქროს გამოცემა
    WW 26 მარტი, 2015[4]
    PlayStation 4 & Xbox One
    WW 28 ივნისი, 2016

    Shield Android TVWW 2016
ჟანრ(ებ)ი მესამე პირის შუტერი
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი
  • კენიტი უედა
  • იასუჰირო ანპო
პროდიუსერ(ებ)ი ძუნ ტაკეუტი
სცენარისტი
  • ჰარუო მურატა
  • იოსიაკი ჰირაბაიასი
  • ცუკასა ტაკენაკა
კომპოზიტორი
  • კოტა სუძუკი
  • აკიჰირო ნარიტა
  • ვატარუ ჰოკოიამა

სიუჟეტი მიმდინარეობს „Resident Evil 4“-ის მოვლენებიდან 5 წლის შემდეგ, აფრიკის ერთ-ერთ რეგიონში, ორგანიზაცია B.S.A.A.-ის წევრების, (Bioterrorism Security Assessment Alliance) კრის რედფილდის და შევა ალომარის გარშემო, რომლებსაც ორგანიზაციისგან დავალებული აქვთ მსოფლიოს გაწმენდვა ბიოლოგიური იარაღისგან. კრის მოუწევს ბრძოლა მისი დაუძინებელი მტრის, ალბერტ ვესკერის წინააღმდეგ.

Resident Evil 5“-ის გეიმპლეი არის წინამორბედის მსგავსი, სადაც ვირტუალური კამერა წარმოდგენილია მესამე პირის პერსპექტივით,[5] თუმცა ის არის სერიიდან პირველი, რომელსაც გააჩნია კოოპერატიული რეჟიმის მხარდაჭერა,[6] აგრეთვე ითვლება პირველ თამაშად სერიიდან, რომელშიც არ არის გამოყენებული Survival horror-ის ჟანრის ელემენტები. კრიტიკოსების თქმით, ის უფრო დაემსგავსა მოქმედებით თამაშს. მოთამაშეს უწევს ბრძოლა დაინფიცირებულ ზომბებთან, რომლებიც აღჭურვილნი არიან იარაღებითა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით.[7] მასში ხელმისაწვდომია რამდენიმე სახის იარაღი, მათ შორის: პისტოლეტი, თოფი, ავტომატური შაშხანა, სნაიპერული შაშხანა, ხელყუმბარა და სხვა. „Resident Evil 4“-ის მსგავსად, ფულის მეშვეობით შესაძლებელია იარაღების განვითარება, თუმცა სირბილის დროს შეუძლებელია იარაღიდან სროლა.[8] თამაში ასევე მოიცავს ბოსებთან ბრძოლას.[8]

Capcom-მა თამაში დაანონსა 2005 წლის 20 ივლისს[9] და 2007 წელს Electronic Entertainment Expo-ზე (E3) ნაჩვენები იქნა მოკლე ტრეილერი.[10] E3-ის სრული ტრეილერი ხელმისაწვდომი შეიქმნა Xbox Live Marketplace-სა და PlayStation Store-ზე 2007 წლის 26 მაისს.[11][12] 2008 წლის 5 დეკემბერს გამოვიდა თამაშის სადემონსტრაციო ვერსია,[3] რომლის გადმოტვირთვის რაოდენობამ 26-დან 29 იანვარამდე შეადგინა 1.8 მილიონი.[13] საბოლოოდ თამაში გამოვიდა 2005 წლის 5 მარტს.

პროექტს წილად ჰხვდა მაღალი შეფასებები ვიდეო თამაშების მიმოხილველებისგან. ძირითად შეაქეს გრაფიკა და ვიზუალური მხარე. შესაბამისად მიიღო რამდენიმე ჯილდო და ნომინაცია სხვადასხვა გამოცემებისაგან.[14][15][16] მიუხედავად ამისა, გააკრიტიკეს პერსონაჟის კონტროლის არაკომფორტულობის გამო. აგრეთვე თავდაპირველად დაადანაშაულეს რასიზმში, მაგრამ ფილმების კლასიფიკაციის ბრტანული საბჭოს გამოძიებამ ეს ბრალდება დაუსაბუთბლად მიიჩნია. საერთო განხილვების საიტ Metacritic-ზე PC ვერსია ფლობს 86/100,[17] PS3 ვერსია 84/100[18] და X360 — 83/100.[19]

2016 წელს თამაში ხელახლა გამოვიდა Shield Android TV-ის, PlayStation 4-სა და Xbox One-ის პლატფორმებისთვის.[20][21] 2017 წლის ივნისის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა თამაშის 7.2 მილიონი ასლი და იქცა Capcom-ის ყველაზე გაყიდვად თამაშად და ასევე ყველაზე გაყიდვადად სერიიდან. სპეციალური გამოცემა, ოქროს გამოცემა გაიყიდა 2.3 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით.[22] 2012 წელს გამოვიდა თამაშის გაგრძელება „Resident Evil 6“.

შენიშვნები

რედაქტირება
  1. Biohazard 5 (იაპონ. バイオハザード5 ბაიოჰაზადო 5?)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Nicolas Courcier, Mehdi El Kanafi et Bruno Provezza, Resident Evil : Des zombies et des hommes, Third, février 2015, 224 p.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Gantayat, Anoop. (14 ივნისი, 2009) Capcom Talks MT Framework 2.0. Andriasang. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი, 2010. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2016.
  2. Snow, Blake. (14 ივლისი, 2008) Resident Evil 5 coming March 13, 2009!. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი, 2008. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2015.
  3. 3.0 3.1 IGN Staff. (26 ნოემბერი, 2008) Resident Evil 5 Demo Hits Next Week. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  4. Campbell, Evan. (26 მარტი, 2015) Resident Evil 5 Gold Edition Finally Comes to Steam. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო, 2015. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2015.
  5. Anderson, Lark. (13 მარტი, 2009) Resident Evil 5 Review. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  6. Kelly, Kevin. (24 თებერვალი, 2009) Joystiq interview: Resident Evil 5 producer Jun Takeuchi. Engadget. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 6 ნოემბერი, 2015
  7. Sessler, Adam. Resident Evil 5 Review. G4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 იანვარი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  8. 8.0 8.1 Ryan, Geddes. (6 მარტი, 2009) Resident Evil 5 Review. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  9. Thorsen, Tor. Resident Evil 5 coming to 360, PS3. GameSpot (20 ივლისი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  10. Navarro, Alex. E3 07: Resident Evil 5 Trailer Impressions. GameSpot (10 ივლისი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  11. New Resident Evil 5 Details. IGN (18 ივლისიმ 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2016. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  12. Onyett, Charles. E3 2007: Microsoft Conference Live Updates. IGN (10 July 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 6 January 2015.
  13. Caoili, Eric. (24 თებერვალი, 2009) Capcom: Resident Evil 5 Demo Saw 4 Million Downloads. Gamasutra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  14. "Resident Evil 5" Wins Award for Excellence ... at Japan Game Awards. Capcom (28 სექტემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2017
  15. 2008 Nominees. Game Critics Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი, 2017. ციტირების თარიღი: 31 მარტი, 2017
  16. IGN 2009 Game of the Year Award Nominees. IGN (11 დეკემბერი, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 თებერვალი, 2015. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2015
  17. Resident Evil 5 for PC Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  18. Resident Evil 5 for PlayStation 3 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  19. Resident Evil 5 for Xbox 360 Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: 6 იანვარი, 2015.
  20. Crider, Michael. (19 მაისი, 2016) Resident Evil 5 Lands On The SHIELD TV, But You'll Need Ten Bucks And 5.5GB Of Free Space To Play It. Android Police. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი, 2016. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2016
  21. Yin-Poole, Wesley. (31 მაისი, 2016) Resident Evil 5 for PS4 and Xbox One has a release date. Eurogamer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი, 2016. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2017
  22. Platinum Titles. Capcom (31 ოქტომბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2015.