უფროსი (კომპიუტერული თამაშები)
უფროსი (ინგლ. boss) — განსაკუთრებით ძლიერი და იშვიათი პერსონაჟი ვიდეო თამაშებში.
აღწერა
რედაქტირებაჩვეულებრივ, უფროსები გამოირჩევიან დიდი ზომითა და სიცოცხლით. ზოგიერთ თამაშში უფროსები ჩნდებიან რაუნდის/თამაშის დასრულების დროს. ზოგჯერ, უფროსების დამარცხებისათვის საჭიროა მოთამაშემ შეიმუშაოს განსაკუთრებული ტაქტიკა. ზოგჯერ უფროსებს აქვთ განსაკუთრებული თვისებები:
- უფროსები უამრავი დამხმარეებით, რომლებიც მოთამაშეს უშლიან უფროსის დამარცხებაში;
- გიგანტური, მოუქნელი უფროსი;
- მოთამაშის „ბნელი მხარე“ — უფროსი, რომელსაც აქვს ისეთივე შესაძლებლობები და თვისებები როგორსაც მოთამაშეს;
- უფროსი-თავსატეხი — უფროსი, რომლის ჩვეულებრივი მეთოდებით დამარცხება შეუძლებელია და ამისთვის საჭიროა თავსატეხის გადაჭრა;
- სახუმარო უფროსი, რომელიც მხოლოდ ძლიერ უფროსს გამოსახავს, სიმართლეში კი მარტივად მარცხდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სტატია, უფროსების სხვადასხვა ტიპებზე დაარქივებული 2012-07-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- უფროსების Top 20 (ინგლისური)